fbpx

Bumble-ის ვალენტინობა, თებერვლის IPO

Bumble-valentines-day-mvp.ge

Bumble-ის ვალენტინობა, თებერვლის IPO

Austin-ში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომელიც 21-ე საუკუნის ურთიერთობის პრობლემების გადაჭრას ცდილობს, საკუთარი განზრახვა, გასულიყო IPO-ზე, 2021 წლის იანვარში გაგვანდო. 11 თებერვალს, ხუთშაბათს, Nasdaq-ზე Bumble-ის აქციებით ვაჭრობა გახდა შესაძლებელი, ტიკერით – “BMBL”. დეითინგ კომპანია აქციებს 43 დოლარად აფასებდა. მათი ფასი კი თითქმის 77%-ით გაიზარდა და 76 დოლარს მიაღწია. კომპანიამ ვაჭრობა დაახლოებით 7,7 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით დახურა.

Bumble 2014 წელს უიტნი ვოლფ ჰერდის მიერ დაარსდა. ეს არის პირველი აპლიკაცია, სადაც დეითი, მეგობრების პოვნა და კარიერის შექმნა ერთ სოციალურ ქსელშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Whitney Wolfe Herd არის ყველაზე ახალგაზრდა დამფუძნებელი ქალი, რომელმაც კომპანია IPO-ზე გაიყვანა. 

ფაქტობრივად, ვოლფ ჰერდი არის Tinder-ის თანადამფუძნებელიც, თუმცა, მან თავის თანადამფუძნებელს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა. მიუხედავად იმისა, რომ Tinder-მა უარყო ბრალდებები, კომპანიამ დავის მოსაგვარებლად დაახლოებით 1 მილიონი დოლარი გადაიხადა.

Bumble Inc. Badoo-სა და Bumble-ის (მსოფლიოში ორი ცნობილი დეითინგ აპი, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს) დედა კომპანიაა. Bumble არის ერთ-ერთი პირველი აპლიკაცია, რომელიც, პირველ რიგში, ქალებზე ორიენტირებულია, ხოლო Badoo არის ვებ და მობილური დეითინგ პლატფორმების ერთ-ერთი პიონერი.

ქალებზე ორიენტირებული პლატფორმა

აპლიკაციაში მხოლოდ მდედრობითი სქესის მომხმარებლებს შეუძლიათ, დაამყარონ პირველი კონტაქტი სასურველ მამაკაც მომხმარებლებთან, ჰეტეროსექსუალური დაწყვილებისთვის. კომპანიაში ამჟამად 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული ოსტინის, ბარსელონას, ლონდონისა და მოსკოვის ოფისებში.

კომპანიას 2021 წელს საოცარი ვალენტინობის კვირა ჰქონდა. ინვესტორებმა გამოხატეს თავიანთი სიყვარული კომპანიის მიმართ და Tinder-ის კონკურენტს უთხრეს, თუ რამდენად გამორჩეულები არიან ისინი.

ცოტა ხნის წინ Bumble-მა შეთანხმებას მიაღწია, იყიდოს Fruitz, ფრანგული დეითინგ აპი, რომელიც მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი სურვილები ხილზე დაფუძნებული ოთხი მეტაფორით: ალუბალი, ყურძენი, საზამთრო და ატამი.

პრესრელიზში, კომპანია ამბობს, რომ Fruitz-მა 2017 წელს, გაშვების დღიდან დაინახა სწრაფი ზრდა საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და კანადაში და რომ ის „განსაკუთრებით პოპულარულია“ Gen Z-ის მომხმარებლებში. აქვე გეტყვით, რომ Bumble არ ამჟღავნებს გარიგების დეტალებს.

ერთი შეხედვით, კომპანიის შენაძენი გამართლებულია, რადგან ახლა ის მხოლოდ ორ მთავარ აპლიკაციას ამუშავებს, Bumble-სა და Badoo-ს. მის დიდი კონკურენტი, Match Group (NASDAQ: MTCH), ფლობს ათზე მეტ გაცნობის აპლიკაციას, მათ შორის: Tinder, Match.com, OkCupid და ა.შ.  Bumble-ისთვის მესამე აპლიკაციის დამატებამ შეიძლება გააფართოვოს კომპანიის ბაზრის წილი და მეტი მომხმარებელი შეიძინოს.

თუმცა, რეალურად, გარიგება რამდენიმე ნეგატიურ საკითხს გვამცნობს, რომელთა იგნორირება არ შეიძლება.

 

Bumble-ს ზრდის უკეთესი მაჩვენებელი სჭირდებოდა

კომპანიამ ჯამურად, ორივე აპლიკაციაში 2021 წლის მესამე კვარტალი 2,89 მილიონი გადამხდელი მომხმარებლით დაასრულა (Paying users). ეს კი 5%-იანი წლიურ ზრდას ნიშნავდა.

შედარებისთვის, Match-ის გადამხდელი მომხმარებლების რიცხვი 16%-ით გაიზარდა წელიწადში. ეს არის პირველი ცალსახად ნეგატიური საკითხი – მთავარი კონკურენტი ბევრად უფრო სწრაფი ტემპით იზრდება.

Fruitz, ალბათ, არ მოიყვანს ბევრ გადამხდელ (Paying) მომხმარებელს

Sensor Tower-ის თანახმად, Fruitz გლობალურად დაახლოებით 5.6 მილიონჯერ იქნა გადმოწერილი iOS და Android მოწყობილობებზე. მაგრამ, ისევე როგორც Bumble და Badoo, Fruitz არის freemium აპი და ჩვენ არ ვიცით, რამდენი გადამხდელი მომხმარებელი ჰყავს მას რეალურად. Bumble-ის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) გადამხდელ მომხმარებლებთან (MPU) შედარებითი თანაფარდობიდან გამომდინარე, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, ძალიან დაბალია.

2020 წლის სექტემბრის პრეზენტაციაზე, კომპანია ირწმუნებოდა, რომ 42,1 მილიონ თვიურ აქტიურ მომხმარებელს (MAU) მასპინძლობდა. კომპანიამ თავისი MAU-ების გამჟღავნება IPO დებიუტის შემდეგ შეწყვიტა, მაგრამ გადამხდელი მომხმარებლების ზრდის ტრაექტორია ამ რიცხვზე მიუთითებს და ის ჯერ კიდევ 50 მილიონზე დაბალია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ Bumble და Badoo-ს ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების მხოლოდ 5% იყოს რეალურად გადამხდელი. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Fruitz-ის ახალი გადმოწერები Bumble-ის ჯამურ Monthly Paying User-ების რაოდენობას საუკეთესო შემთხვევაში 5%-დან 6%-მდე გაზრდის, ეს სულ რაღაც 300,000 დამატებით გადამხდელ მომხმარებელს მოიყვანს. ეს კი არაა საკმარისი შედეგი Badoo-ს მუდმივი ვარდნის ასანაზღაურებლად. 

Badoo-ს გაყიდვა უფრო ლოგიკურია

2021 წლის მესამე კვარტალში, Bumble-მა თავისი შემოსავლის 71% გამოიმუშავა თავისი სახელის მქონე აპლიკაციიდან. Bumble-მა ასევე გამოიმუშავა ორჯერ მეტი საშუალო შემოსავალი თითო გადამხდელ მომხმარებელზე, ვიდრე Badoo-მ. Badoo-ს შენელების ასანაზღაურებლად, სხვა, ევროპის ბაზარზე ორიენტირებული დეითინგ აპლიკაციის შეძენაზე უფრო გონივრული ალბათ Badoo-ს გაყიდვა და ამ ფულის რეინვესტირება იქნებოდა Bumble-ის საზღვარგარეთ გაფართოებაში.

გარდა ამისა, Badoo-ს წინა აღმასრულებელი დირექტორის დროს კომპანია სექსუალური შევიწროებისა და არასწორი ქცევის ბრალდებებს წააწყდა. ეს კი, სავარაუდოდ, ლახავს Bumble-ს, როგორც ქალებისთვის მეგობრული ბრენდის რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, Badoo-ს დეინვესტირება იქნებოდა უფრო ჭკვიანი ფინანსური სტრატეგია და უკეთესი PR ნაბიჯი, ვიდრე Fruitz-ის ყიდვა.

Bumble-მა მესამე კვარტალი 624 მილიონი დოლარის მთლიანი ვალით დაასრულა და 292 მილიონი დოლარის ნაღდი ფულით. თუმცა, დიდი ალბათობით, Fruitz-ის შესყიდვა გაზრდის Bumble-ის აქციების საშუალო ფასს, მოკლევადიან პერიოდში.

კომპანიის მიერ Fruitz-ის შეძენა კიდევ უფრო ლოგიკურია, ვიდრე მისი ექსპერიმენტული რესტორანი, ბრენდირებული ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია და ბუნდოვანი მეტავერსიის გეგმები, რომლებიც მის აქციებს ამ ეტაპზე ღირებულებას არ მატებს. შემაშფოთებელ კითხვები Badoo-სთან დაკავშირებით კი ისევ რჩება – რამდენად შეძლებს ის Tinder-თან და სხვა დეითინ აპლიკაციებთან კონკურენციის გაწევას.

Ჩვენი აზრით, Online-dating კომპანიებს შორის Match Group-ის აქციების შეძენა უფრო საინტერესო ჩანს. Match უფრო დიდი კომპანიაა, უკეთ დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს და ზრდის ტემპიც გააჩნია. ამაზე დეტალურად სხვა სტატიაში გიამბობთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post