fbpx

Calen AI – პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს AI ჭკვიან ჩატბოტებს უქმნის

Calen AI

Calen AI – პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს AI ჭკვიან ჩატბოტებს უქმნის

Calen AI 2021 წელს ირაკლი ბესელიძემ დააფუძნა. ეს არის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლებთან ურთიერთობას უმარტივებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი ასისტენტის შექმნა, რომელიც მომხმარებელს ვირტუალურ ქსელში თავად გასცემს პასუხს და მეტიც – საქმიან დიალოგებსაც წარმართავს.

 

სტარტაპის შესახებ მისი თანადამფუძნებელი, ირაკლი ბესელიძე ვრცლად გვესაუბრა:

იდეა

Ჩვენმა კომპანიამ 2019 წლიდან დაიწყო AI ასისტენტების შექმნა, რის შემდეგაც, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესებს ვემსახურებოდით ამერიკასა და ავსტრალიაში. 2021 წელს კი დავიწყეთ მუშაობა ჩვენი გამოცდილების შეფუთვაზე SaaS პროდუქტის ფორმატში იმისთვის, რომ AI ასისტენტი ხელმისწვდომი გამხდარიყო ნებისმიერი ბიზნესისთვის.

პრობლემა

Ჩვენმა გუნდმა წელს ათას Facebook გვერდს გაუგზავნა შეტყობინება – კომპანიებს 2 მარტივი კითხვა დავუსვით:

  1. Რა ტელეფონის ნომერზე შემიძლია, რომ დაგიკავშირდეთ?
  2. თქვენი ფასები მაინტერესებს. Სად შემიძლია მივიღო ეს ინფორმაცია?

1000-დან Მხოლოდ 120-მა კომპანიამ გაგვცა პასუხი ორივე კითხვაზე, ხოლო მათმა Რეაგირების Საშუალო დრომ კი 15 საათი შეადგინა.

Facebook-ის მონაცემები ცხადჰყოფს, რომ Მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ მესენჯერის მეშვეობით მომხმარებლები ყოველდღიურად მილიარდ მესიჯს უგზავნიან კომპანიებს და ამ ყოველდღიური ბიზნესშესაძლებლობების გამოყენება ვერ ხერხდება ხანგრძლივი რეაგირების და პასუხების დაბალი ხარისხის გამო.

CALEN AI-ს ამოცანაა, დაეხმაროს კომპანიებს დროულად მოემსახურონ მომხმარებლებს, გააუმჯობესონ მათთან კონუნიკაციის ხარისხი, შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ შემოსავალი.

პროდუქტი/მომსახურება

ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესებს ვთავაზობთ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ, შექმნან საკუთარი AI ასისიტენტი, რომელიც უკვე გაწვრთვნილია. Მაგალითად, ის გცემთ პასუხს შემდეგ შეკითხვებზე: “რა არის ნივთის ღირებულება?”, ”სადარის თქვენი მისამართი?”, “ფასდაკლება ხომ არ გაქვთ?”, “შეხვედრისთვის როგორ მოვემზადო?” “რომელია თქვენი სამუშაო საათები?”, “პარკინგი გაქვთ?” და ასე შემდეგ.

Შესაბამისად, სტანდარტული ასისტენტი უკვე მზად არის, მოახდინოს მომხმარებელთან საუბრების 80%-მდე ავტომატიზაცია. საამისოდ კი კომპანიამ უნდა შეავსოს ფორმა იმისთვის, რომ ასისტენტს შესაბამისი პასუხები მიაწოდოს.

გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, დავამატოთ კითხვა-პასუხის ალტერნატივები იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები გავაფართოვოთ. ამას კი დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება და ასევე, ყოველთვიური გადასახადი 20-50%-ით გაიზრდება.

Ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია, სრულიად ახალი და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისი AI ასისტენტი ავაწყოთ. ამ შემთხვევაში, დაგვჭირდება მინიმუმ 3-4 კვირა პროტოტიპის გასაკეთებლად და 2-3 თვე მის დასატრენინგებლად. პროექტის ღირებულება ამ შემთხვევაში იქნება მინიმუმ 18 000 ლარი.

ბიზნესმოდელი

ჩვენი ბიზნეს მოდელი ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს – მცირე ბიზნესებს Saas მოდელს ვთავაზობთ, ხოლო მსხვილ კომპანიებს – ხელოვნურ ინტელექტზე მორგებულ დეველოპმენტს.

გუნდი და დამფუძნებლები

ირაკლი ბესელიძე – CEO – 2002 წელს დავასრულე კორპორატიული კარიერა მსხვილი საერთაშორისო სარეკლამო ქსელის გენერალური დირექტორის პოზიციაზე და დავაარსე საკუთარი სარეკლამო სააგენტო.

მაია ლობჟანიძე – CTO

მარიამ გელდიაშვილი – Customer success manager, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი

ქრისტინე მახათლიშვილი – AI trainer, სტუდენტი

სატიშ პანდეი – Conversational AI დეველოპერი

სუშილ კაილრა – დეველოპერი

აქვე უნდა ვთქვათ, რომ პროექტის დაწყებამდე არ გაგვაჩნდა არავითარი გამოცდილება Conversational AI-ს დარგში, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2021 წელს გავიმარჯვეთ Google-ის გლობალურ კონკურსში.

კონკურენტები

ჩვენი კონკურენტები გლობალურ ასპარეზზე არიან სტარტაპები მრავალმილიონიანი ინვესტიციებით, როგორებიცაა: skit.ai, cognigy.ai და ა.შ. საქართველოში ჯერჯერობით პირდაპირი კონკურენტები არ გვყავს, მაგრამ იმედია, ისინი მალე გამოჩნდებიან და AI ასისტენტების ბაზრის შექმნასა და განვითარებაში დაგვეხმარებიან.

პირველი ნაბიჯები

ჩვენ დავიწყეთ ჩატბოტ დეველოპერობით. ვქმნიდით მარტივ ჩატბოტებს და ვყიდდით, ძირითადად, ამერიკის ბაზარზე. ერთ-ერთი პირველი კლიენტი იყო RestorFX Las Vegas.

ჩატბოტების ძირითადი პრობლემა, რის გამოც ხალხს არ უყვარს მათთან კომუნიკაცია, არის საუბრის წინასწარ გაწერილი სცენარი. თუ მომხმარებელს არ სურს, გაჰყვეს ჩატბოტის დაგეგმილ კითხვა-პასუხს, საუბარი ცუდ გამოცდილებად იქცევა.

ჩვენ შევქმენით Conversational AI framework-ი, რომლის დახმარებით ჩვენს ასისტენტს შეუძლია, აწარმოოს საუბარი ნებისმიერი სცენარის ფარგლებში და ეფექტურად იმუშაოს სიტუაციაში, როცა მომხმარებელი საუბარს აკონტროლებს.

სირთულეები

ჩვენ გვქონდა რამდენიმე სირთულე:

პატარა ბიზნესებისთვის იმის ახსნა, თუ რით განსხვავდება ჩვენი ხელოვნური ინტელექტი სხვა შემოთავაზებებისგან, რომლებმაც ვერ იმუშავეს.

დიდი ამერიკელი კლიენტების დარწმუნება, რომ ქართულ პატარა სტარტაპთან ეთანამშრომლათ.

მიღებული დაფინანსება/ინვესტიციები

ინვესტიციები ჯერ არ მოგვიზიდია.

აწმყო

ამჟამად ძირითადი ფოკუსი მსხვილი ბიზნესებისკენ გვაქვს მიმართული და მოლაპარეკებების ფაზაში ვართ საქართველოს ყველაზე ცნობად ბრენდებთან. ძალიან მალე კი მათთან თანამშრომლობის შესახებაც გამოვაცხადებთ.

გამოწვევა

Ქართული ენა არ არის პრიორიტეტი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის – ჩვენ კი ძირითადად მათ პლატფორმებს ვიყენებთ AI ასისტენტის შესაქმნელად. Შესაბამისად, ახალი იდეების და workaround-ების მოფიქრება გვიწევს იმისთვის, რომ ჩვენი მაღალი სტანდარტი დაცული იყოს ქართულ ვერსიაშიც.

Მაგალითად, როცა მომხმარებელი ამბობს “ხვალ მოსვლა მინდა” ინგლისურ ვერსიაში Google-ის ბუნებრივი ენის დამუშავების (Natural Language Processing) აპლიკაცია DialogFlow ავტომატურად იღებს ხვალინდელი დღის თარიღს. Ხოლო ქართულ ვერსიაში ამ მონაცემის ამოსაღებად ჩვენ გვიწევს პროგრამირება და დამატებითი ძალისხმევის გაწევა.

სამომავლო გეგმები

ქᲐრთულ ბაზარზე ვაპირებთ Conversational AI ავტომატიზაციის სტანდარტების დანერგვას როგორც მცირე, ასევე მსხვილი ბიზნებისთვის და 2023-დან საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

ინდუსტრია

საქართველოში ჩვენ ვაყალიბებთ Conversational AI ინდუსტრიას და გვსურს, 2024 წლისთვის ყველა ბიზნესს ჰყავდეს საკუთარი AI ასისტენტი. მსგავსი იდეის განხორციელება გვსურს გლობალურ ბაზარზეც – ჭკვიანი ასისტენტის საჭიროება ხომ დღესდღეობით უკვე ყველა კომპანიისთვის დგას?!

თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ ამ გზაზე ბევრი გამოწვევა გვექნება, მათ შორის, ტექნოლოგიური, მარკეტინგული და ადამიანური რესურსის განვითარების მხრივ.

ქართული სტარტაპები: Awork

Awork სტარტაპი

Awork-ი ქართული დასაქმების პლატფორმაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩაეშვა ბაზარზე. ის სამი ძირითადი პროდუქტისგან შედგება: Awork App, Awork Website & Awork Business Platform.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post