fbpx

ჭკვიანი იმპლანტები

ჭკვიანი

ჭკვიანი იმპლანტები

სხვადასხვა სახეობის იმპლანტაციას ზოგჯერ გართულებებიც ახლავს თან, იქნება ეს იმპლანტის ადგილმდებარეობის მცირედი ცვლილება, ალერგიული რეაქცია, სისხლდენა, ჰემატომა, ქსოვილის ატროფია, ანთება თუ ინფექცია. თუმცა, რა მოხდებოდა, იმპლანტებს სხეულის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ სამედიცინო პერსონალის ინფორმირება რომ შესძლებოდათ? ეს ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკის არც ისე შორეული მომავალია და ამ შესაძლებლობის უკან ჭკვიანი იმპლანტების საყოველთაოდ დანერგვა დგას.

 

ჭკვიანი იმპლანტი არის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ თერაპიულ სარგებელს, არამედ მას დიაგნოსტიკური შესაძლებლობებიც აქვს. კერძოდ, მასზე დამონტაჟებული სენსორების მეშვეობით, სამედიცინო პერსონალს შეუძლია ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელსაც სხვაგვარად ვერ მოიპოვებდა. მაგალითად, ჭკვიან ორთოპედიულ იმპლანტებს სხეულის შიდა პარამეტრების, – წნევის, ტემპერატურის, დაძაბულობის და ა.შ., – გასაზომად და შემდეგ მკურნალი ექიმების მიერ კონტროლირებად აპლიკაციებში გადაგზავნად იყენებენ.

იმპლანტისგან მიღებული ინფორმაციის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება მკურნალობის პაციენტზე მორგება, ექიმთან საჭირო ვიზიტების რაოდენობის შემცირება, ზრუნვის პროცესში გადაცდომების აღმოჩენა და გვერდითი მოვლენების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. შესაბამისად, იმპლანტთან დაკავშირებული გართულებები მინიმუმამდე მცირდება, გამოჯანმრთელების პროცესი  ჩქარდება, პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში ხელახლა მოთავსება და მკურნალობაზე დამატებითი ხარჯების გაღება კი უფრო იშვიათად ხდება საჭირო. გარდა ამისა, ჭკვიანი იმპლანტების მიერ მოწოდებული მონაცემების დახმარებით, შესაძლებელია იმპლანტის დიზაინის, ქირურგიული ტექნიკის, პორტოპერაციული ზრუნვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიების დახვეწა.

TytoCare – სამედიცინო გამოკვლევების ხელსაწყოების ნაკრები

TytoCare

წუხილში გათენებულმა ღამეებმა და მიკრობებით სავსე სასწრაფო დახმარების ოთახებში ხშირმა ვიზიტებმა, თანაც მათში მოსახვედრად ხანგრძლივმა ლოდინმა მას აფიქრებინა, რომ ამ საკითხის მოგვარების რაიმე გზა აუცილებლად უნდა არსებობდეს, – სწორედ ამ გამოცდილებიდან გაჩნდა TytoCare-ის შექმნის იდეა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევები უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია, რომელსაც ჭკვიანი იმპლანტები ემყარება (მათ შორისაა სენსორები, ენერგიის გადაცემა და შენახვა, უკაბელო კომუნიკაციები) მნიშვნელოვნად განვითარდა, ჯერ კიდევ არსებობს ტექნიკური გამოწვევები და მცირე გამონაკლისების გარდა, ჭკვიანი იმპლანტი ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკის ნაწილად მაინც ვერ იქცა. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჭკვიანი იმპლანტების ფართოდ დანერგვის ეპოქა სწრაფად გვიახლოვდება.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post