fbpx

ტოპ 9 კრიპტო, რომლის ღირებულებაც საგრძნობლად დავარდა

ტოპ 9 კრიპტო, რომლის ღირებულებაც საგრძნობლად დავარდა

დაახლოებით ცხრა თვის წინ, კრიპტოვალუტის ეკონომიკა $2.34 ტრილიონი იყო, რაც ამ დროისთვის $1.48 ტრილიონით ნაკლებია. ტოპ ციფრული ვალუტების უმეტესობამ მიაღწია ყველა დროის მაღალ ფასს 2021 წლის ნოემბერში და დღეს, ტოპ კრიპტოვალუტების უმრავლესობა 70%-დან 90%-მდე შემცირებულია აშშ დოლართან მიმართებაში.

 

12 კრიპტოვალუტიდან 9 მათგანის ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა. ქვემოთ მოცემულია საუკეთესო კრიპტო აქტივები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, რათა ნახოთ რამდენი დოლარი დაკარგა თითოეულმა მონეტამ.

წამყვანი კრიპტოვალუტის საბაზრო შეფასების მიხედვით, ბიტკოინის (BTC) ღირებულება 19078$-დან 19377$-მდე მერყეობს. მისი ფასი 72.1%-ით დაბალია მისი ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელთან ($69,044 ერთეულზე) შედარებით. ამ ღირებულებას მან 2021 წლის 10 ნოემბერს მიაღწია.

ეთერიუმის, როგორც სიდიდით მეორე კრიპტო მონეტის ღირებულება, კვირას $1,289-დან $1,317-მდე მერყეობდა. ETH-ის ღირებულება 2021 წლის 10 ნოემბრის შემდეგ 73,2%-ით შემცირდა. იმ პერიოდისთვის კრიპტოვალუტა $4,878 ღირდა.

კრიპტო აქტივების ტოპ ათეულს აქვს ორი სტაბილური კოინი მესამე და მეოთხე პოზიციებზე დღევანდელი კრიპტო საბაზრო კაპიტალის მიხედვით, რომელიც მოიცავს USDT და USDC-ს. BNB არის მეხუთე უმსხვილესი კრიპტო აქტივი და დღევანდელი 24-საათიანი ფასების დიაპაზონი $279-დან $286-მდეა BNB-ზე. კრიპტო აქტივმა BNB-მ დაკარგა 58.3% მისი მაქსიმუმი ღირებულებიდან, რომლითაც ის 2021 წლის 10 მაისს ფასდებოდა. ამ პერიოდში ის 686 დოლარი ღირდა.

მეშვიდე პოზიციას კრიპტო ბაზრის ტოპ ათეულში დღეს იკავებს stablecoin BUSD. მერვე უმსხვილესი კრიპტო აქტივია კარდონო (ADA), რომლის ფასიც დღეს $0.42-დან $0.43-მდე მერყეობს. ADA-მ დაკარგა მისი ღირებულების 86,1% 2021 წლის 2 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ის $3,09 ღირდა.

Solana-ს (SOL) ღირებულება დღეს $32,31-დან $33-მდე მერყეობს. 2021 წლის 6 ნოემბერს მისმა ფასმა $259-ს მიაღწია. მას შემდეგ სოლანას ღირებულება 87,4%-ით დაეცა.

Polygon-ის დამფუძნებლმა 50 მილიონიანი web3 ვენჩურული ფონდი შექმნა

symbolic-capital-web3-fund

Ethereum-ის ბაზაზე დაფუძნებულმა პლატფორმამ, Polygon-მა ამ წლის დასაწყისში 450 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა და განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post