კრიპტოს მთლიანმა საბაზრო კაპიტალმა 850 მილიარდ დოლარს მიაღწია
კრიპტოს მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2%-ით მოიმატა და 850 მილიარდ დოლარს მიაღწია. 20 ნოემბერს დაწყებული პოზიტიური ტალღებისა და აღმავალი დინამიკის პირობებშიც კი, აქცენტი მაინც ვარდნაზე კეთდება, რადგან წლიური ზარალი 63.5%-ს შეადგენს.
რაც შეეხება გაკოტრებულ ბირჟას – FTX დარჩა ახალი ამბების ცენტრში მას შემდეგ, რაც ბირჟის ჰაკერმა განაგრძო მოპარული 477 მილიონი დოლარის მოპარული აქტივების ნაწილის გადატანა, როგორც ფულის გათეთრების მცდელობა. 29 ნოემბერს, ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მოპარული თანხების ნაწილი გადაეცა OKX-ს.
FTX-ის ამბავმა აიძულა პოლიტიკოსები უფრო ხმამაღლა გამოეთქვათ თავიანთი აზრი რეგულაციების შემოღებისკენ. 28 ნოემბერს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა კრიპტოს რეგულირებას და ზედამხედველობას “აბსოლუტური აუცილებლობა” უწოდა.
მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის 2%-იანი ზრდა, ძირითადად, ეთერიუმითა და ალტკოინით იყო გამოწვეული, რომელთა ფასმაც 7 და 10%-ით მოიმატა.