მეტავერსი – როგორ და რატომ ითამაშებს მთავარ როლს კრიპტოვალუტა?
დღეს უკვე მკაფიოდაა ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, რომ მეტავერსი ერთმანეთთან დაკავშირებული ვირტუალური სივრცეების კომბინაციაა. მეტნაკლებად ეს სწორ განსაზღვრებად შეიძლება, ჩაითვალოს, თუმცა, ასევე არსებობს მეტავერსიის ფუნდამენტური, მაგრამ ოდნავ უფრო საიდუმლო მხარე, რომელიც განასხვავებს მას დღევანდელი ინტერნეტ სივრცისგან: ბლოკჩეინი. ფაქტობრივად, მეტავერსი იქნება ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული აპლიკაციების კომბინაცია.
მეტავერსი და ბლოკჩეინი
ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელიც მუდმივად აღრიცხავს ტრანზაქციებს, როგორც წესი, დეცენტრალიზებულ და საჯარო მონაცემთა ბაზაში (იგივე Ledger). ბიტკოინი არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა. მაგალითად, ყოველ ჯერზე, როცა ყიდულობთ ბიტკოინს, ეს ტრანზაქცია ჩაიწერება ბიტკოინის ბლოკჩეინში, რაც ნიშნავს, რომ ჩანაწერი ნაწილდება ათასობით ინდივიდუალურ კომპიუტერზე მთელ მსოფლიოში.
ამ დეცენტრალიზებული ჩაწერის სისტემის მოტყუება ან კონტროლი ძალიან რთულია. საჯარო ბლოკჩეინების, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი ყველა ტრანზაქცია ხელმისაწვდომია ინტერნეტში – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს ისინი, ტრადიციული საბანკო წიგნებისგან განსხვავებით.
ბლოკჩეინებით შესაძლებელია ისეთი ციფრული ობიექტების შეძენა, როგორებიცაა: ვალუტა, ფასიანი ქაღალდები, ხელოვნების ნიმუშები – ისინი კრიპტოაქტივებია. ისეთი ელემენტები, როგორიცაა ნამუშევრები და მუსიკა ბლოკჩეინზე, არის შეუცვლელი ტოკენები (NFT). შეუცვლელი ნიშნავს, რომ ისინი უნიკალურია და არ იცვლება, განსხვავებით ფურგირებადი ნივთებისგან, როგორიცაა ვალუტა – ორი ერთნაირი დოლარის ღირებულება ერთი და იგივეა, თუმცა, მათი ჩანაცვლება შესაძლებელია ნებისმიერი სხვა დოლარით.
შეუცვლელი ტოკენები (NFT) იყენებენ ბლოკჩეინის კრიპტოგრაფიას ციფრული ელემენტების უნიკალური ნიმუშების შესაქმნელად. მაგალითად, ნამუშევრებით ვაჭრობის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭკვიანი კონტრაქტი, რომელიც ამბობს, რომ თქვენ მზად ხართ გაყიდოთ თქვენი ციფრული ხელოვნების ნიმუში 1 მილიონ დოლარად ეთერიუმში. როდესაც აჭერთ ღილაკს, „ვეთანხმები“, ნამუშევარი ავტომატურად გადაეცემა მყიდველს მაშინ, როცა თქვენ გერიცხებათ თანხა. არ არის საჭირო ბანკის ან მესამე მხარის ჩართვა ასეთ მომენტში – ორი მხარიდან თუ ერთი სადავო საკითხს წამოჭრის ამ ტრანზაქციის შესახებ, საჯარო ჩანაწერს მარტივად ანახებს მეორე მხარე მას.
აქედან გამომდინარე, ბლოკჩეინი გაძლევთ საშუალებას, ფლობდეთ ციფრულ საქონელს ვირტუალურ სამყაროში. გარდა ამისა, მეტავერსია არ შექმნილა რომელიმე ჯგუფის ან კომპანიის მიერ. აქ სხვადასხვა ჯგუფი ქმნის განსხვავებულ ვირტუალურ სამყაროებს და მომავალში ეს სამყაროები შექმნიან ურთიერთთანამშრომლობას. როდესაც ადამიანები გადაადგილდებიან ვირტუალურ სამყაროებს შორის – ვთქვათ Decentraland-ის ვირტუალური გარემოდან Microsoft-ისკენ – მათ სურთ თავიანთი ნივთები თან წაიღონ. თუ ორი ვირტუალური სამყარო თავსებადია, ბლოკჩეინი დაადასტურებს თქვენი ციფრული საქონლის საკუთრების მტკიცებულებას ორივე ვირტუალურ სამყაროში. არსებითად, სანამ შეძლებთ თქვენს კრიპტო საფულეზე წვდომას ვირტუალურ სამყაროში, თქვენ შეძლებთ თქვენს კრიპტო პროდუქტებზე წვდომასაც.
არ დაგავიწყდეთ საფულე
და მაინც, რას შეინახავთ თქვენს კრიპტო საფულეში? თქვენ აუცილებლად მოგინდებათ კრიპტოვალუტების ტარება მეტავერსიაში. თქვენი კრიპტო საფულე ასევე ინახავს მხოლოდ მეტავერსის ციფრულ საქონელსაც, როგორიცაა: თქვენი ავატარები, ავატარის ტანსაცმელი, ავატარის ანიმაციები, ვირტუალური დეკორაციები და იარაღი.
რას გააკეთებენ ადამიანები თავიანთი კრიპტო საფულეებით? იშოპინგებენ. ისევე, როგორც ახლა აკეთებთ ინტერნეტში, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ტრადიციული ციფრული საქონელი, როგორიცაა: მუსიკა, ფილმები, თამაშები და აპლიკაციები. თქვენ ასევე შეძლებთ იყიდოთ ფიზიკური სამყაროს საგნები მეტავერსიაში. აქვე გეტყვით, რომ კრიპტო საფულეები იქნება დაკავშირებული რეალურ სამყაროსთან, რაც ხელს შეუწყობს ტრანზაქციების გამარტივებას, რომლებიც საჭიროებენ იურიდიულ გადამოწმებას. იმის გამო, რომ თქვენი ID იქნება დაკავშირებული თქვენს საფულესთან, თქვენ არ დაგჭირდებათ მეტავერსში მოძრაობისას ხელახლა იდენტიფიცირება და ინფორმაციის დამახსოვრება ყველა ვებსაიტსა თუ ვირტუალური სამყაროში, რომლებსაც ეწვევით.
და ბოლოს, თუ მეტავერსია არის ფული, მაშინ კომპანიებსაც აუცილებლად სურთ თამაში. მათ აუცილებლად ექნებათ შემოსავლის გამომუშავების მრავალი შესაძლებლობა, შესაძლოა უფრო მეტიც, ვიდრე რეალურ სამყაროში. აღსანიშნია ისიც, რომ სხვადასხვა ბრენდი უკვე აქტიურად ითვისებს ციფრულ სამყაროს და სამომავლო გეგმებს მეტავერსში აწყობს.
და თუმცა, მეტავერსია ჯერ სრულყოფილად არ არსებობს, ტექნოლოგიური საფუძვლები, როგორიცაა ბლოკჩეინი და კრიპტოაქტივები, სტაბილურად ვითარდება, რაც საფუძველს ქმნის ერთი შეხედვით ყველგანმყოფი ვირტუალური მომავლისთვის, რომელიც მალე თქვენს მახლობლად დაიდებს ბინას.