fbpx

ვინ არის CTO?

CTO

ვინ არის CTO?

CTO, იგივე მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი, ნებისმიერ ტექნოლოგიურ კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირია. ის პასუხისმგებელია ყველა იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც ბიზნესის განვითარებასა და მასშტაბირებას შეუწყობს ხელს. ამ პროცესში კი იგი მუდმივად ადევნებს თვალს ტენდენციებს, რათა გუნდსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს საუკეთესო ხედვა და სტრატეგია წარუდგინოს.

კარგ ოფიცრად ჩამოყალიბება, ცხადია, გამოცდილების დაგროვებასა, ინდუსტრიის სრულყოფილად შესწავლასა და არსებული მექანიზმების გააზრებას საჭიროებს, რასაც მრავალი წელი სჭირდება. საინტერესოა, რომ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების CTO-ების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ამ პოზიციამდე მისაღწევად საშუალოდ 24 წელი და 4 კომპანიაში 8 პოზიციაზე (თითოეულზე მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში) მუშაობა არის საჭირო.

CTO-ის როლი სტარტაპის ზრდის პროცესში

მთავარი ტექნოლოგიური ოფიცრის პასუხისმგებლობები სტარტაპის განვითარების სხვადასხვა ეტაპთან ერთად იცვლება. ამ შემთხვევაში, განვიხილოთ სამი საფეხური.

ჩამოყალიბების ეტაპი

ამ ეტაპზე არსებობს იდეა და გუნდის წევრები მისი განხორციელების გზებზე მსჯელობენ. CTO-ს, რომელიც ხშირად სტარტაპის თანადამფუძნებელია ხოლმე, პასუხისმგებლობა აქვს:

კონცეფციის მტკიცებულებაზე (Proof Of Concept);
• MVP-ის განვითარებისთვის შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოძიებაზე;
• პროცესების განსაზღვრულ ფინანსებსა და ვადებში ჩატევაზე.

ადრეული ეტაპი

სტარტაპი შეიქმნა, მისი პროდუქტი ბაზარზეა გატანილი და პირველი მომხმარებლების ჰყავს. ამ ეტაპზე უკვე დროა, რომ გუნდმა მონაცემებისა და ადამიანთა გამოხმაურების შეგროვება დაიწყოს. შემდეგ კი, სწორედ მათზე დაყრდნობით შეიტანოს პროდუქტში სიახლეები.

ამ საფეხურზე CTO-ს პასუხისმგებლობა მოიცავს:

• გუნდის ეფექტურობის უმაღლესი დონის შენარჩუნებას;
• გუნდის მასშტაბირებას, ახალი სპეციალისტების აყვანას;
• ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და ცვლილებების წარდგენასა და მათზე პასუხისმგებლობის აღებას;
• ინფორმაციის როგორც ხელმისაწვდომობის, ასევე მისი სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
• ეჯაილ პრინციპების დანერგვას.

ზრდის ეტაპი

ზრდის სტადიაზე გადასვლა ნიშნავს, რომ სტარტაპმა ბაზარზე კარგად იასპარეზა და მოგებიანი გახდა. ამ ეტაპზე ყურადღება ნაწილობრივ მენეჯმენტზე გადადის და შესაბამისად, CTO-ს ძირითადი პასუხისმგებლობებია:

• ტექნოლოგიური ტენდენციებისა და ინოვაციების მუდმივი მონიტორინგი;
• ტექნიკური გუნდის აღზრდა, რათა მან CTO-ს ზოგიერთი ამოცანის შესრულება შესრულება;
• პროდუქტის გაუმჯობესება და ამ პროცესში მისი სარგებლიანობის შენარჩუნება;
• კომპანიის ტექნიკურ ღონისძიებებზე წარდგენა, სრული პასუხისმგებლობა მის იმიჯსა და რეპუტაციაზე ტექნიკური თვალსაზრისით.

კარგი ოფიცრის უნარები და მახასიათებლები

CTO-ის უპირველესი მოვალეობა მომხმარებლის მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებაა, ცხადია, სტაბილურობისა და დეველოპმენტის მაღალი დონის შენარჩუნებასთან ერთად. ის პასუხისმგებელია იმ მიმართულებასა და გზაზე, რომელსაც დეველოპმენტის გუნდი გაივლის. ამ მოვალეობების შესასრულებლად კი ის კარგი მენეჯერი და აღმასრულებელი უნდა იყოს. ცალკეულად რომ გამოვყოთ, მას უნდა ახასიათებდეს შემდეგი უნარები:

• კომუნიკაცია;
• ლიდერობა;
• თანამშრომლობა;

• მენტორინგი;
• დროის მართვა;
• საკუთარი თავის მართვა;
• სტრატეგიულად აზროვნება;
• პრობლემების გადაჭრა;
• შემოქმედებითობა.

ამის გარდა, მას უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური განათლება და მზად იყოს მუდმივად გაიუმჯობესოს ცოდნა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post