fbpx

სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსი – ანა-ლორი ლე კუნფი

ცხოვრების

სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსი – ანა-ლორი ლე კუნფი

სამუშაოსა და მის მიღმა ცხოვრების დაბალანსების კონცეფცია გულისხმობს, რომ სამსახური ცუდია, ხოლო ცხოვრება – კარგი. შესაბამისად, ეს ორი ერთეული მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული. ზოგი ადამიანისთვის ეს იმასაც კი ნიშნავს, რომ ნაკლები სამუშაო მეტი ბედნიერების ეკვივალენტია,ამბობს Ness Labs-ის დამფუძნებელი ანა-ლორი ლე კუნფი და დასძენს, რომ მუდმივი ბალანსის შენარჩუნება ისეთ ქაოსურ და არაპროგნოზირებად ასპექტებს შორის, როგორებიც ჩვენი სამუშაო და მის მიღმა ცხოვრებაა, ილუზიაა. მისი თქმით, ეს შეუძლებელია, რადგანაც აღნიშნული იდეა უგულებელყოფს ყველა გარე ფაქტორს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აყალიბებს.

 

,,არ აქვს მნიშვნელობა, გიყვართ თქვენი საქმე, გძულთ იგი თუ ნეიტრალური დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ – სამუშაოსა და [მის მიღმა] ცხოვრების ბალანსის კონცეფცია კონტრპროდუქტიულია’’, – აღნიშნავს ლე კუნფი. მისი თქმით, ეს პირიქით, უფრო გვაშორებს იმ მიზნებისგან, რომელთა მიღწევაც გვსურს.

და მაინც, რატომ ვერ დავიცავთ სამუშაოსა და მის მიღმა ცხოვრებას შორის ბალანსს? ანა-ლორი ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრებას გვიზიარებს.

სამსახური შესაძლოა, სამუშაოზე მეტი იყოს – იქნება ეს მებოსტნე, მეცნიერი, მასწავლებელი, ექთანი, დიზაინერი, ბიბლიოთეკარი თუ რესტორნის მფლობელი, ბევრი ადამიანი თავის საქმიანობას სიხარულით ასრულებს. ზოგიერთი დღე შეიძლება უფრო ჰგავდეს სამუშაოს ამ ტერმინის ძველი გაგებით – ანუ იყოს დაძაბული და დამღლელი. ზოგი პროდუქტიული და შემოქმედებითი დღე კი მათ ბევრი ენერგიით უზრუნველყოფს, – აღნიშნავს ანა-ლორი.

სამსახური შესაძლოა, უბრალოდ სამსახური იყოს – როგორც ლე კუნფი ამბობს, სამსახური შესაძლოა, უბრალოდ გადასახადების გადახდის საშუალება იყოს. აქედან გამომდინარე, ის გვირჩევს, რომ ძალისხმევის სამუშაოსა და მის მიღმა ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნაზე დახარჯვის ნაცვლად, სამართლიან და დროულ ანაზღაურებაზე ვიფიქროთ.

სამუშაოსა და მის მიღმა ცხოვრების ბალანსი სამსახურის ვიწრო განმარტებას მოიცავს – ბავშვების აღზრდა და საყვარელ ადამიანზე ზრუნვა ისეთივე საქმიანობებია,  რომლებიც ძალისხმევას მოითხოვს და შეიძლება, დამღლელიც იყოს. სამუშაო და ცხოვრების ბალანსის კონცეფციაში კი იგულისხმება, რომ ესენი სამსახურის ცხოვრების ნაწილიავალდებულებები, რომლებიც ადამიანებმა თავიანთი ოფიციალური სამუშაოს მიღმა უნდა შეასრულონ, – აღნიშნავს ანა-ლორი.

ბალანსი მითია ბალანსის მიღწევა ნიშნავს წონასწორობას, რომელიც დღევანდელ სამყაროში ზღაპარია. თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრმა გარე ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს სამსახურსა და მის მიღმა ცხოვრებაში პროცესები. ერთ დღეს, შესაძლოა, თქვენი შვილი გახდეს ავად; მეორე დღეს კი – კოლეგის შეცვლა მოგიწიოთ; კიდევ ერთ დღეს, შეიძლება პროდუქტიულობის მოზღვავება იგრძნოთ და ბევრი საქმის გაკეთება, შემდგომ კი კარგად დასვენება შეძლოთ. ზაფხულში მუშაობა ზამთარში მუშაობისგან განსხვავდება. საქმის შესრულება რთულია, როდესაც ძილის ნაკლებობა გაქვთ; უფრო ადვილია, როცა კოლეგები გეხმარებიან, – აღნიშნავს ანა-ლორი და დასძენს, რომ ჩამოთვლილი საკითხები მუდმივად ცვალებადი ფაქტორებია, რომლებსაც ვერ გავაკონტროლებთ. სწორედ ამიტომ,  სამუშაოსა და ცხოვრებას ჰიპოთეზურ ბალანსის შენარჩუნების ილუზია არ უნდა გვქონდეს. მაშ, რა არის ალტერნატივა?

რატომ და როგორ ვისწავლოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში – ანა-ლორი ლე კუნფი

ლე კუნფი

არც ისე დიდი ხნის წინ, თქვენს კარიერას შესაძლოა, შემდეგი სახე ჰქონოდა – ტრადიციულ ინსტიტუციაში სწავლა; ისეთი სამუშაოს მოძებნა, რომელიც პროფილს შეესაბამება და ამავე კომპანიაში ცოდნის გაფართოება. შეიძლება, სხვა კომპანიაშიც გადასულიყავით…

როგორც ლე კუნფი ამბობს, ალტერნატივა ცხოვრების ქაოსური ბუნების მიღებაა – იმის დაშვება, რომ ჩვენი ცხოვრების ზოგიერთი პერიოდი სამუშაოთი იქნება დატვირთული, ზოგი კი, შესაძლოა, თავისუფალი იყოს.

მუშაობის პროცესი ხან საშინელება იქნება და ხან შთამაგონებელი. შეიძლება, სამუშაოს შესრულება მხოლოდ გადასახადების გადასახდელად მოგიწიოთ და ოდესმე კი, იპოვოთ იდეალური პოზიცია სრულყოფილ კომპანიაში, ან იქნებ, საკუთარი კომპანიაც შექმნათ. ალტერნეტივაა იმის მიღება, სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსი არის ილუზია… ეს არის ერთგვარი მოგზაურობა, ის ხან სახალისოა, ხანაც საშინელი. იდეალურად დაბალანსებული რომ იყოს, საკმაოდ სწრაფად მოვიწყენდით, – აღნიშნავს იგი.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post