fbpx

როგორი იქნება Datafest Tbilisi 2022?

როგორი იქნება Datafest Tbilisi 2022?

დღეიდან 19 ნოემბრის ჩათვლით Rooms Hotels ყოველწლიურ მონაცემთა ფესტივალს DataFest Tbilisi 2022-ს უმასპინძლებს. წელს ღონისძიებაზე დასწრება ონლაინ ფორმატშიც იქნება შესაძლებელი.

საინტერესოა, რას ვიხილავთ წლევანდელ DataFest-ზე? როგორც მისი ორგანიზატორები გვიყვებიან, სამივე დღე განსხვავებულ სფეროში მონაცემების გამოყენების შესაძლებლობებს მიეძღვნება. უფრო კონკრეტულად კი, DataFest-ზე განხილული იქნება შემდეგი თემები:  მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიტიკა, დეზინფორმაცია, სტარტაპები, მონაცემები ღია მმართველობისთვის და მონაცემთა ჟურნალისტიკა. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებაზე სხვადასხვა სივრცეში გადანაწილებული იქნება ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, ინსპირაციული გამოსვლები და დატატონები. ყველა სივრცე პარალელურ რეჟიმში იმუშავებს.

DataFest-ზე ასევე ჩატარდება DemTech-ის ჰაკათონი, რომელზეც მონაწილეებს შეეძლებათ, აარჩიონ ორი თემიდან ერთ-ერთი:

– მოიფიქრონ ინოვაციური ტექნოლოგიური გზები, რომლებიც უკრაინას გამარჯვებასა და აღდგენაში დაეხმარება;
– მოიფიქრონ ინოვაციური ტექნოლოგიური გზები, რომლებიც რეგიონშიდემოკრატიის გაძლიერებასა და მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

ჰაკათონის გამარჯვებული კი გაემგზავრება Copenhagen Democracy Summit-ზე სადაც, მოგების შემთხვევაში, ფულადი პრიზით დაჯილდოვდება. ჰაკათონის შერჩეული მონაწილეები ფესტივალს უფასოდ დაესწრებიან. ამისათვის მათ სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ.

DataFest-ის კიდევ ერთი ახალი მიმართულებაა მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსები, ე.წ. დატატონები, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები ვიზუალური ამბების შექმნას შეძლებენ. დატატონზე მათ უნდა აირჩიონ შემდეგი თემებიდან ერთ-ერთი: ქალთა მეწარმეობა და მათი გაძლიერება და ადამიანის უფლებები. მასში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე. 

და ბოლოს, DataFest-ი წელს ბევრ საინტერესო და გამოცდილ სპიკერს უმასპინძლებს, ესენი არიან:

• Neil Richards, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი @ JLL
• Ali Srour, CEO & მთავარი მონაცემთა მეცნიერი, SocialLab
• Rudradeb Mitra, დამფუძნებელი & CEO, Omdena
• Jan Willem Tulp, მონაცემთა დიზაინერი, TULP interactive
• David von Buseck, მმართველი პარტნიორი, Figures
• Sergio Estella, დიზაინის მთავარი ოფიცერი & დამფუძნებელი at Vizzuality
• ირაკლი გოგატიშვილი, მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი | საქართველოს ბანკი.
• ნიკოლოზ მაზანაშვილი. Galt&Taggart-ის ასოცირებული ბროკერი
და ა.შ.

მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post