DataFest Tbilisi 2021 ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება
ოთხი წარმატებული გამოშვების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი – DataFest Tbilisi ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება.
DataFest Tbilisi 2021 შეკრებს მონაცემებზე მომუშავე პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან – ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ღონისძიება ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორკშოპებსა და დატატონებს გააერთიანებს.
ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, ფესტივალი წელს 5 დღეს გაგრძელდება და 7-11 დეკემბერს ჩატარდება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მას როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინსივრცეში დაესწრონ.
სპიკერების შესახებ
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, DataFest Tbilisi-ზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აუდიტორიას მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა გაუზიარა.
ფესტივალი წელსაც არ არღვევს ტრადიციას და მასპინძლობს ისეთ გამორჩეილ სპიკერებსა და ტრენერებს, როგორებიც არიან:
– ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი შანა ჯონსი.
– Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი შოთა ელკანიშვილი.
– ნეიროინფორმატიკის ინსტიტუტის მკვლევარი არსლან გაბდულხაკოვი.
– საქართველოს ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი ნიკა მამისაშვილი და მრავალი სხვა.
კოვიდ უსაფრთხოება
ფესტივალის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაცია მკაცრად იქნება დაცული. აქედან გამომდინარე, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ხალხი შეძლებს ფესტივალზე ფიზიკურ სივრცეში დასწრებას. დანარჩენი მონაწილეები კი ფესტივალს ონლაინ შეუერთდებიან.
ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/DataFest
ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი.
ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, გრანთ თორნთონი, ევროკავშირი საქართველოსთვის, Eastern Partnership Civil Society Facility, UNDP Accelerator Labs და თბილისის მერია.
ფესტივალის მხარდამჭერები: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED), ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), Terminal, Zinc Network.
ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge
მედია პარტნიორები: ფორბს ვუმენი, Marketer.ge, Entrepreneur საქართველო, MVP.ge