fbpx

DataFest Tbilisi 2021 დასრულდა – შეჯამება

DataFest Tbilisi 2021

DataFest Tbilisi 2021 დასრულდა – შეჯამება

მონაცემთა მეცნიერება, მათი ანალიზი და ვიზუალიზაცია; ღია მმართველობა; ბიზნესი, სტარტაპები და ხელოვნური ინტელექტი – სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა DataFest Tbilisi 2021-ის ფარგლებში გამართული ვორკშოპები, დატატონები და ინსპირაციული გამოსვლები.

5 დღის განმავლობაში ფესტივალმა ჰიბრიდულ ფორმატში არაერთ შეხვედრას უპასპინძლა. ხოლო 20-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა სპიკერმა მაყურებელს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა.

დღე 1 (7 დეკემბერი)

ფესტივალის პირველი დღე ღია მმართველობასა და მონაცემთა აქტივიზმზე საუბრებსა და ვორკშოპებს დაეთმო. სპიკერებმა კი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა მაგალითად მონაცემთა ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენება დეზინფორმაციის აღმოსაჩენად.

Reverse Image search ინსტრუმენტს ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებზე ვერ გამოვიყენებთ, რადგან მათი ასლები არსადაა შენახული. ამ შემთხვევაში, გამოსახულებაზე არსებული მინიშნებები უნდა მოვძებნოთ – სოფო გელავა, DFRLab-ის მკვლევარი.

ასევე, შეხვედრაზე ომისა და მშვიდობის საკითხების გაშუქებისას მონაცემთა ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

კონფლიქტის გამშუქებელი ჟურნალისტის საქმე არაა ჯერ ერთ წყაროს ჰკითხოს წვიმს თუ არა, შემდეგ მეორეს და ბოლოს მათი პასუხები შეადაროს. მისი საქმე ფანჯრის მოძებნაა და იმის დანახვაა, წვიმს თუ არა – დანიელა პელდი, IWPR-ის მმართველი რედაქტორი.

ამ საკითხების გარდა, სპიკერებმა COVID-19-ის კონტექსტში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

2020 წელს დაწესებული ლოქდაუნებისა და გადაადგილების შეზღუდვების გამო, დასაქმების არაფორმალურ სექტორში ჩაბმული 1.6 მილიონი ადამიანის შემოსავალი 60%-ით შემცირდა – ანდრეი კრაჩკოვი, UNDP-ის მონაცემთა კონსულტანტი.

დღე 2 (8 დეკემბერი)

ღონისძიების მეორე დღე მონაცემთა ანალიზსა და მათ ვიზუალიზაციას მიეძღვნა. გამომსვლელებმა მონაცემებით ამბის თხრობის საუკეთესო მიდგომები გაგვიზიარეს.

გახსოვდეთ, რომ სიმარტივე ყოველთვის უკეთესია. მონაცემებით მოთხრობილი ამბავიც ამ წესის მიხედვით უნდა ააწყოთ. მხოლოდ მონაცემთა ვიზუალიზაცია ინკლუზიური ვერ იქნება – ედილ ბაიზბეკოვი, დამოუკიდებელი მონაცემთა ჟურნალისტი და დეველოპერი.

ასევე მონაცემთა და ტრადიციულ ჟურნალისტიკას შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრეს.

რეპორტიორი ადამიანთან წერს ინტერვიუს, ხოლო მონაცემთა ჟურნალისტის საქმე მონაცემებთან ,,საუბარია’’ – შანა ჯოუნსი, UK’s Office for National Statistics-ის მონაცემთა ჟურნალისტი.

დღე 3 (9 დეკემბერი)

ფესტივალის მესამე დღე ინსპირაციულ საუბრებს დაეთმო. გამომსვლელები თანამედროვეობის გამოწვევებს შეეხნენ და ის ორი განსხვავებული კუთხით განიხილეს.

სოციალურ მედიაში ძლიერი სარედაქციო პოლიტიკა არ გვაქვს. თუმცა, ჩვენ, მომხმარებლებს შეგვიძლია, რომ მიღებული ინფორმაცია შევამოწმოთ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მედიაწიგნიერება – გიორგი ჯანგიანი, საერთაშორისო მედია კონსორციუმის People in Need მენეჯერი.

ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ციფრულ ეპოქაში კონფიდენციალურობა ის  ძვირფასი ღირებულებაა, რომელიც უფრო მეტ დაცვას მოითხოვს დღითი დღე – ქეთევან კუკავა, IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი.

დღე 4 (10 დეკემბერი)

ღონისძიების მესამე დღეს სპიკერებმა ბიზნესზე, სტარტაპებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრეს. ისინი შეეხნენ ისეთ თემებს, როგორიცაა მაგალითად მონაცემებისა და AI-ის ბიზნესპრობლემების გადასაჭრელად გამოყენება.

მხოლოდ გადასაჭრელი პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ შეგიძლია დაიწყო იმის გარკვევა, იპოვი თუ არა პასუხს მონაცემებში – ანი ჯანელიძე, V7-ის AI პროექტების მენეჯერი.

გესმოდეთ მეცნიერების, გქონდეთ სამეცნიერო კავშირები და IP დეველოპმენტიდან საბოლოო პროდუქტამდე დიდი პაუზისთვის იყავით მზად – ვაზგენ ჰაკობჯანიანი, Magical Labs-ის დამფუძნებელი და Smartgate VC-ის პარტნიორი.

ამის გარდა, გამომსვლელებმა საინტერესო ფაქტებიც გაგვიზიარეს.

ინტერნეტში არსებული ყველა მონაცემის გადმოსაწერად, 181 მილიონი წელი დაგვჭირდება – ნიკოლოზ მამისაშვილი, საქართველოს ბანკის უფროსი მონაცემთა მეცნიერი.

დღე 5 (11 დეკემბერი)

ფესტივალის ბოლო დღე მონაცემთა მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტზე გამოსვლებს მიეძღვნა.

ტვინისგან მიღებულ ინფორმაციას ბევრი გასუფთავება სჭირდება, სანამ ის გამოყენებადი გახდება – არსლან გაბდულხანოვი, Leibniz Research Centre-ის ნეირონულ და ქცევით მონაცემთა მეცნიერი.

ბოლო კოდის განჭვრეტა სისტემას მიანდეთ. მიეცით მას ბიზნესლოგიკა, რითაც თქვენი დავალებების შესრულებასა და ხარვეზების გამოსწორებას შეძლებს – შოთა ელკანიშვილი, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post