fbpx

TikTok კომენტარების Dislike ღილაკს ტესტავს

,,Dislike''

TikTok კომენტარების Dislike ღილაკს ტესტავს

TikTok ტესტავს ახალ ფუნქციას, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლებათ იმ კომენტარების მონიშვნა, რომლებიც არ მოსწონთ. ეს Dislike ღილაკის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელიც, ამ ეტაპზე, კომენტარის მოწონების [TikTok-ზე ამისათვის გულის ფორმის ღილაკია გამოყოფილი] ღილაკის გვერდით მდებარეობს. კომპანიის თქმით, ფუნქციის ტესტირება მიმდინარეობს შერჩეულ რეგიონებში, რომლებშიც აშშ არ შედის.

,,დავიწყეთ ახალი ფუნქციის ტესტირება, რომელიც ინდივიდებს საშუალებას მისცემს მონიშნონ ის კომენტარები, რომლებზეც ფიქრობენ, რომ არარელევანტური და [ვიდეოს კონტექსტიდან გამომდინარე] უადგილოა. მომხმარებლების ეს უკუკავშირი დაემატება იმ ფაქტორების რიგს, რომლებსაც კომენტარების განყოფილების რელევანტურობის უზრუნველყოფაში უკვე ვიყენებთ’’,აცხადებს კომპანია.

საზოგადოების წევრებს შორის უთანხმოების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, ქმედება საჯარო არ იქნება – ავტორი ვერ გაიგებს, რომ მის კომენტარზე სხვა მომხმარებლებმა Dislike ღილაკი მონიშნეს; არც ის იქნება ცნობილი, თუ რამდენ ადამიანს არ მოეწონა კონკრეტული კომენტარი.

კომპანია განმარტავს, რომ Dislike ღილაკი არ ჩაანაცვლებს შევიწროების, სიძულვილის ენის, დამცირებისა და ა.შ. შემცველი კომენტარების დარეპორტების პროცესს, რომელიც კვლავ ძველებურად იფუნქციონირებს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post