fbpx

DoorDash-მა Wolt-ის 7 მილიარდ ევროდ ყიდვა დააანონსა

Doordash -მა Wolt -ის

DoorDash-მა Wolt-ის 7 მილიარდ ევროდ ყიდვა დააანონსა

სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ საკვების მიტანის სერვისის კომპანია DoorDash-მა ფინურ გიგანტ Wolt-ის €7 მილიარდად შეძენის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. ეს DoorDash Inc.-ისთვის ყველაზე დიდი გარიგებაა დღემდე და ის კომპანიის მომხმარებელთა ბაზას 700 მილიონით გაზრდის.

DoorDash-ის განცხადებით, Wolt-თან გაერთიანება დააჩქარებს პროდუქტის განვითარებას, მეტ ხილვადობას მოუტანს კომპანიების ბაზრებსა და ღირებულებას გაზრდის მათი მომხმარებლებისთვის, მერჩანტებისა და კურიერებისთვის.

DoorDash და Wolt იზიარებენ ხედვას გლობალური ადგილობრივი კომერციის პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელიც აძლიერებს იმ საზოგადოებებს, რომლებშიც ვოპერირებთ. მოუთმენლად ველით ერთობლივ გუნდში აქტიური ინვესტიციების ჩადებას, საერთო გლობალურ ზრდასა და პროდუქტის განვითარების დაჩქარებას, – აღნიშნავს DoorDash-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ტონი შუ.

შესყიდვის დასრულების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი, Wolt-ის თანადამფუძნებელი მიკი კუზი გახდება DoorDash International-ის მმართველი შუს ხელმძღვანელობით.


Doordash-მა Wolt-ის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახადა  ცნობილი, რაც კონსოლიდირებული ბალანსი გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, მესამე კვარტალში შემოსავალი 45%-ით, $1.28 მილიარდამდე გაიზარდა, რაც საკვების მიწოდებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია.

Doordash-მა Wolt-ის

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში DoorDash-მა ბაზარზე დომინანტობა მოიპოვა. სექტემბრის მდგომარეობით, პლატფორმა საკვების მიწოდების გაყიდვების 57%-ს აკონტროლებდა.

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მიუხედავად, მომხმარებელთა სურვილი საკვების ონლაინშეკვეთაზე არ შემცირებულა. კვარტალში სულ $10,4 მილიარდის ღირებულების 347 მილიონი შეკვეთა განთავსდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 47%-ით მეტია.

კომპანიის პროგნოზით, შეკვეთების საერთო ღირებულება მეოთხე კვარტალში $10,3-10,7 მილიარდამდე გაიზრდება.


ცნობისთვის, DoorDash 2013 წელს დაარსდა. Y-Combinator-ის ტექნოლოგიური კომპანია აშშ-ისა და კანადის 600-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ხოლო ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, 2015 წელს დაფუძნებული Wolt 23 ქვეყანაში ფუნქციონირებს. მათ შორის საქართველოშიც.

 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post