fbpx

მარკ კუბანის საბედისწერო რჩევა Dude Wipes-ს, რომელიც არ გაითვალისწინეს

dude wipes

მარკ კუბანის საბედისწერო რჩევა Dude Wipes-ს, რომელიც არ გაითვალისწინეს

Dude Wipes ამერიკული სტარტაპია, რომელიც მამაკაცისთვის განკუთვნილ ჰიგიენურ ქაღალდს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ 6 წლის წინ ამ სტარტაპმა დიდ წარმატებას მიაღწია სატელევიზიო შოუ “შარქ თენქში”, სადაც ამერიკელმა მილიარდელმა ენტრეპრენერმა მარკ კუბანმა 25% წილის სანაცვლოდ, 300 000$ გადასცა მის დამფუძნებლებს.

მარკმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სტარტაპს ერთი მნიშვნელოვანი რჩევა მისცა:არ აკეთოთ ზედმეტი!იგი ამ სიტყვებით გულისხმობდა, რომ Dude Wipes-ის გუნდს ყურადღება მისი ფლაგმანური პროდუქტის, ქაღალდისთვის მიექცია და გაეძლიერებინა ურთიერთობები საცალო მოვაჭრეებთან, სადაც ისინი ისედაც ყიდდნენ ამ პროდუქტს.

ხუთი წლის განმავლობაში ეს სტრატეგია წარმატებით მუშაობდა და ბიზნესი საგრძნობლად ვითარდებოდა. დრო და დრო სულ უფრო იზრდებოდა გაყიდვები და თანადამფუძნებლები 2021 წლისთვის ვარაუდობდნენ კიდეც, რომ 67 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებდა Dude Wipes-ი. მაგრამ Covid-19-ის პანდემიის დროს გუნდმა გადაწყვიტა, კუბანის რჩევა დაევიწყებინა და ახალი გზა აერჩია – რაც შეცდომა იყო.

სტრატეგიული შეცდომა

გასულ წელს Dude Wipes-ის თანადამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, თავიანთი ძალები პროდუქტების ახალ ხაზში მოესინჯათ: მათ შექმნეს ბუნებრივი დეოდორანტი. სტარტაპმა 30,000 დოლარის ინვესტიცია ჩადო კვლევასა და განვითარებაში და უკვე 2020 წლის მარტში დეოდორანტის ბაზარზე შევიდა. ამ წელს მათ გაყიდეს 75,000 დეოდორანტი, რის შედეგადაც 180,000 დოლარის შემოსავალი მიიღეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ახალი პროდუქტის წარმოება კრიტიკული აღმოჩნდა ძველი პროდუქტისთვის. შედეგად კი, პანდემიის პერიოდში ჰიგიენური ქაღალდის დეფიციტი გაჩნდა.

სტარტაპის თანადამფუძნებლების თქმით, ახალი პროდუქტის დამატებამ 2019 წელთან შედარებით, მკვეთრად გაზარდა შემოსავალი 2020 წელს. თუმცა, ძველი მეთოდით მუშაობის შემთხვევაში, ვარაუდობენ, რომ ეს შემოსავალი და ზოგადად, კომპანია ბევრად უფრო გაიზრდებოდა. სწორედ ამიტომ, დღეს Dude Wipes-ის გუნდი თვლის, რომ ნამდვილად დაუშვეს შეცდომა და კუბანის რჩევა აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ. სწორედ ამიტომ, მათ დატოვეს დეოდორანტის ბიზნესი და დაუბრუნდნენ ძველ სტრატეგიას: ფოკუსირება მხოლოდ ერთ პროდუქტზე. ან, როგორც კუბანი იტყოდა, “გაორმაგება იმის, რაც მუშაობს”.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post