fbpx

რამდენიმე გზა ეფექტური მეილ მარკეტინგისთვის

მეილ

რამდენიმე გზა ეფექტური მეილ მარკეტინგისთვის

მეილ მარკეტინგი ერთ-ერთი შესანიშნავი გზაა მომხმარებლების ყურადღების მისაზიდად და თქვენი ბიზნესისთვის მეტი პერსპექტივის შესაქმნელად. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ მეილ მარკეტინგის შესახებ რამდენიმე კარგი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, მარკეტინგის ეს მიმართულება ბევრად უფრო ეფექტური და შედეგიანი გახადოთ.

ნუ იყიდით კონტაქტების სიებს

ელ.ფოსტის კამპანიები დამოკიდებულია ჯანსაღ შეფასებებზე. თუკი თქვენ დაუკავშირდებით იმ ადამიანებს, რომელთა ინფორმაციაც უბრალოდ შეიძინეთ და არანაირი ტიპის ინტერაქციის შედეგად არ მიგიღიათ, თქვენ სწრაფად დაინახავთ თქვენი ელ.ფოსტის მუშაობის ვარდნას.

მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) ასევე მოითხოვს თითოეული ევროპელი მიმღების თანხმობას, სანამ მათ დაუკავშირდებით და შეძენილი მეილის მფლობელები, როგორც წესი, არ მოჰყვებიან ამ წინადადებას.

თქვენი სამიზნე აუდიტორიის შესაგროვებლად განიხილეთ Versium Reach – პლატფორმა, რომელიც შექმნილია B2B მარკეტინგისთვის; ის საშუალებას გაძლევთ, ფლობდეთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის მონაცემებს მრავალი მარკეტინგული არხით.

მოერიდეთ „no reply“ გამოყენებას გამგზავნის ელ.ფოსტის მისამართზე

გსმენიათ CAN-SPAM-ის შესახებ? ეს გრძელვადიანი კანონმდებლობა პოპულარული და მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა აშშ-ში მეილ მარკეტერისთვის.

CAN-SPAM-ის ერთ-ერთი მთავარი წესია, არასოდეს გამოიყენოთ სიტყვები „no reply“ ან მსგავსი ფრაზა. ელ.ფოსტის შეტყობინებაში „no reply“ აფერხებს მიმღებებს, გაგცენ პასუხი და უბიძგებს მათ, უარი თქვან შემდეგ წერილებზე – ამ შემთხვევაში, CAN-SPAM იცავს მათ უფლებას, მოიქცნენ ამგვარად.

ამიტომაც, ეცადეთ მსგავსი მეილები გაგზავნოთ თქვენი მეილებიდან და უარი თქვათ “უპასუხო” მეილებზე. გახსოვდეთ, რომ თქვენი მომხმარებლები უფრო მეტად გახსნიან ელ.წერილს, თუ დაინახავენ, რომ ისინი ადამიანის მიერ არის დაწერილი.

გამოიყენეთ სამზე ნაკლები შრიფტი

რაც უფრო ნაკლები არეულობა გაქვთ თქვენს მეილში, მით მეტ უკუკავშირს მიიღებთ.

ნუ დატვირთავთ თქვენს მეილს ორზე მეტი შრიფტით, რადგან ამან შეიძლება, მკითხველის ყურადღება გადაიტანოს და თქვენი მეილის ვიზუალური მიმზიდველობა გააფუჭოს.

გარდა ამისა, გამოიყენეთ ვებ-უსაფრთხო შრიფტები ზომით 10-დან 12-მდე. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი მეილი ნებისმიერ მოწყობილობაზე შეუფერხებლად იკითხებოდეს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ციფრული სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას

სარეკლამო

ციფრული მარკეტერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ტრაფიკია. ანუ, ის თუ როგორ უნდა მივიპყროთ ადამიანების ყურადღება მარტივად, მოვიზიდოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე და შემდეგ გამომწერებად ან მომხმარებლებად ვაქციოთ.

გამოიყენეთ ხელმოწერა მეილში

მაშინაც კი, თუ თქვენი წერილი ტექნიკურად ეგზავნება თქვენს კონტაქტებს კომპანიის სახელით, და არა ინდივიდუალურად, მეილი უნდა მოიცავდეს კონკრეტული პირის ხელმოწერას. 2019 წლის მეილის მარკეტინგის კვლევაში, მარკეტერების 41%-მა განაცხადა, რომ ისინი იყენებენ მეილის ხელმოწერებს ბრენდინგისა და ხილვადობისთვის.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა გამოიყენოთ ხელმოწერა მეილში არის ის, რომ ეს არის პერსონალიზაციის ხერხი. ადამიანები ბუნებრივად უფრო მიდრეკილნი არიან წაიკითხონ ელექტრონული წერილი, თუ იციან, რომ ის ადამიანისგანაა გამოგზავნილი და არა – მხოლოდ კოლექტიური მარკეტინგის გუნდისგან.

რეგულარულად გაასუფთავეთ თქვენი საფოსტო სია.

თქვენი მეილის ზოგიერთმა კონტაქტმა, შესაძლოა, არ თქვას უარი წერილების მიღებაზე, მაგრამ მაინც არასოდეს გახსნას ისინი. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები, რომლებიც არასოდეს ხსნიან მეილს, აუარესებენ თქვენს კამპანიას.

გადახედეთ ამგვარ აბონენტთა სიას და წაშალეთ ისინი რეგულარულად. ეს გაძლევთ უფრო ზუსტ მოცემულობას წერილის გახსნის ტემპის კუთხით და ინარჩუნებს მეილ-კამპანიას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აღარ აინტერესებთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ასევე შეგიძლიათ, ნელ-ნელა შეუმციროთ ამგვარ კონტაქტებს ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, თუკი კონტაქტებს ყოველდღიურად უგზავნით მეილს, მათი მხრიდან წერილების გაუხსნელობის შემთხვევაში, უკვე ყოველკვირეულად გაუგზავნეთ მეილები, შემდეგ უკვე ყოველთვიურად და ა.შ

მთავარი მესიჯი დასაწყისში განათავსეთ

მიუხედავად იმისა, რომ უახლესი კვლევები ვარაუდობენ, რომ მომხმარებლები უფრო მეტს მოძრაობენ, ვიდრე ადრე, დასაწყისში მოცემული ინფორმაცია მაინც ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს.

Neilsen Norman Group-ის კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლები წერილის კითხვის პერიოდის 57%-ს ატარებენ დასაწყისში განთავსებულ ტექსტზე. დაბლა კი სულ უფრო ნაკლები ადამიანი სქროლავს და წერილის ბოლომდე წამკითხავთა პროცენტულობა მკვეთრად მცირეა. სწორედ ამიტომ, ეცადეთ, მთავარი ინფორმაცია თავში მოაქციოთ, რათა კონტაქტების დაინტერესება შეძლოთ, სხვა შემთვევაში მათ უბრალოდ ზედმეტი ინფორმაციით დატვირთავთ და დაინტერესების შანსი შემცირდება.

ელ.ფოსტის მისალმების პერსონალიზაცია

რამდენად ხშირად კითხულობთ წერილებს, რომლებიც იწყება ამგვარად: „ძვირფასო მომხმარებელო“?

თქვენი მეილის მისალმების პერსონალიზაცია კონტაქტების სახელებით დაუყოვნებლივ იპყრობს თითოეული მკითხველის ყურადღებას. თქვენ უბრალოდ წინასწარ შეიყვანთ მათ სახელებს პროგრამაში, რის მეშვეობითაც აიწყობა პერსონალიზებული წერილი.

მეილის პერსონალიზაცია 50 მიმღების სახელით არ ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან მოგიწევთ ხელით დაწეროთ და გაგზავნოთ 50 სხვადასხვა წერილი.

მეილის მარკეტინგის მრავალი ინსტრუმენტი დღეს საშუალებას გაძლევთ, დააკონფიგურიროთ თქვენი ელ.ფოსტის კამპანიის მისალმება ისე, რომ ის ავტომატურად გაგზავნის თქვენი კონტაქტების სიაში მყოფი ადამიანების სახელებზე მეილებს – ასე რომ, ყველა მიიღებს იმავე შეტყობინების პერსონალურ ვერსიას.

დააყენეთ თქვენი მეილის სიგანე 500-დან 650-მდე

თუ თქვენი მეილის შაბლონი 650 პიქსელზე მეტია, ის სწორად არ გამოჩნდება და მომხმარებლებს ჰორიზონტალურად სქროლვა მოუწევთ. მსგავსი დისკომფორტი კი დიდ გავლენას მოახდენს თქვენი მომხმარებლების გამოცდილებაზე და, შესაძლოა, უარყოფითი შედეგი მოგიტანოთ.

თქვენი შაბლონის სტანდარტულ ფორმატზე მორგება კი გააადვილებს წაკითხვას და აგარიდებთ ზედმეტ პრობლემებს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post