Ensofy აქსელერატორის XLerateHealth პროგრამის მონაწილეა
Ensofy – ასე ეწოდება ქართულ, სამედიცინო და ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომელიც ჯანდაცვის პროვაიდერებს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით თავიანთი პაციენტების კონტროლის გამარტივებაში ეხმარება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული სტარტაპი 2022 წლის XLerateHealth აქსელერატორის პროგრამის მონაწილედ შეირჩა. პროგრამა 3 აგვისტოს დაიწყო და 20 ოქტომბერს დემო დღის პრეზენტაციით დასრულდება, რომელიც ინვესტორებისთვის, ჯანდაცვის ეკოსისტემის პარტნიორებისთვის და სტარტაპ საზოგადოებისთვის ჩატარდება.
“ხელოვნურ ინტელექტსა და ჯანმრთელობის ტექნოლოგიებში გამოცდილი დამფუძნებლების ხელმძღვანელობით შექმნილმა სტარტაპმა შეიმუშავა VoiceAI – ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი სკრინინგისა და მონიტორინგის ინსტრუმენტი ძირითადი დეპრესიული აშლილობისთვის (MDD). VoiceAI-ს სჭირდება 30 წამის განმავლობაში მეტყველება, რათა შეაფასოს დეპრესიის დონე 80%-მდე დიაგნოსტიკური სიზუსტით,” – ასე ახასიათებს აქსელერატორი ქართულ სტარტაპს.
რაც შეეხება აქსელერატორს, XLerateHealth-ის (XLH) მისიაა გაავითაროს და გაიზარდოს ჯანდაცვის ინოვაციური შესაძლებლობები. ის 2012 წელს დაფუძნდა და დასაწყისიდანვე მისი ორიენტირი სწორედ რომ ჯანდაცვის სფეროა. აქსელერატორი სტარტაპერებს ბიზნესის კომერციალიზაციასა და დაფინანსების მოზიდვაში ეხმარება.