2022-ში ანტრეპრენერებისთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნები
როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ანტრეპრენერებისა და სტარტაპერებისთვის პროფესიული თუ მხატვრული ლიტერატურის კითხვა ინსპირაციისა და რელევანტური ინფორმაციის მიღების ერთერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
თუ 2022 წელს წასაკითხი წიგნების სია ჯერ არ შეგიდგენიათ, ბევრ ფიქრზე დროის დახარჯვა აღარ მოგიწევთ.
გიზიარებთ სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებისა და აღმასრულებელი დირექტორების რეკომენდაციებს ანტრეპრენერებისთვის.
Genius Makers
ავტორი: კეიდ მეტცი.
აღნიშნულ წიგნს Antler-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მაგნუს გრაიმლენდი უწევს რეკომენდაციას.
,, ინდუსტრიების უმეტესობის განმსაზღვრელი ფაქტორი სამომავლოდ AI გახდება. ეს წიგნი სწორედ ამ დარგის ისტორიასა და მომავალზე გვიყვება. ასევე, მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს ხელოვნური ინტელექტისა და იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ეს სფერო დღევანდელ სახემდე მოიყვანეს. “
High Growth Handbook: Scaling Startups From 10 to 10,000 People
ავტორი: ელად გილი.
აღნიშნული წიგნის წაკითხვას Marco-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ოპერაციული დირექტორი პიტერ სპრადლინგი გვირჩევს.
ეს არის ერთგვარი ბიბლია ადრეული ეტაპის კომპანიებისთვის.
Crossing the Chasm.
ავტორი: ჯეფრი მური.
აღნიშნული წიგნი Seedata.io-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ენრიკო ვაჩოლის რეკომენდაციაა.
,, ეს წიგნი კლასიკაა. ღრმა ცოდნას მიიღებთ იმის შესახებ, თუ როგორ გაიტანოთ ბაზარზე, გაყიდოთ და გააუმჯობესოთ ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტები. “
The Goal
ავტორი: ელიაჰუ გოლდრატი.
აღნიშნული წიგნი Antler Denmark-ის დამფუძნებლის, ჰაჯი აჰმეთ კურტარანის რეკომენდაციაა.
Start With Why
ავტორი: საიმონ სინეკი.
ამ წიგნს Boober-ის თანადამფუძნებელი ნოა შაპირო გვირჩევს.
,, ეს შესანიშნავი წიგნია იმისთვის, რომ არ დაკარგო კავშირი იმ უნიკალურ მიზეზთან, რის გამოც შექმენი ბიზნესი. ასევე, შეინარჩუნო ინსპირაცია მუშაობის მთელი პროცესის განმავლობაში. “
High Performance Habits.
ავტორი: ბრენდონ ბურჩარდი.
ამ წიგნს Infinit Biosystems-ის აღმასრულებელი დირექტორი კარლო მეტცი უწევს რეკომენდაციას.
,, ამ წიგნმა სააშკარაოზე გამოიტანა მრავალი შინაგანი მოტივაციის მამოძრავებელი და დამთრგუნველი ძალა, რომლებიც ყოველთვის ვიცოდი რომ არსებობდა. თუმცა, არ მქონდა გაცნობიერებული, როგორ გამეაქტიურებინა და დამეკავშირებინა ისინი ერთმანეთთან. “
The Power of Full Engagement
ავტორები: ჯიმ ლოერი და ტონი შვარცი.
ამ ნაშრომის წაკითხვას Teemyco-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შარლოტ იეკელუნდი გვირჩევს.
Ready Player One.
ავტორი: ერნესტ კლაინი.
აღნიშნული წიგნის წაკითხვას Further-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რობ ტომინი გვირჩევს.
,, ეს არის დისტოპიური რომანი, მაგრამ არაჩვეულებრივი პირველი ნაბიჯი მეტავერსიაში. “
Invisible Women: Exposing Data Bias in a World Designed for Men
ავტორი: კაროლინი კრიადო პერი.
ამ წიგნს Aline-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ოპერაციული დირექტორი სტეფანი დარვილი გვირჩევს.
,, ერთერთი წიგნი, რომელმაც თვალი ამიხილა. ის გაიძულებს გააცნობიერო საზოგადოების ყველა ის პატარა ნიუანსი, რომლებიც მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანის გათვალისწინებით არის შექმნილი. ნაწარმოები შთაგაგონებს და გაძლევს ძალას, რომ ცვლილების მამოძრავებელი გახდე “
High Performance: Lessons from the Best on Becoming Your Best.
ავტორები: ჯეიკ ჰემფრი და დემიან ჰიუზი.
ეს ნაშრომი Swivel-ის თანადამფუძნებლისა და მთავარი ოპერაციული დირექტორის, თომას კინის რეკომენდაციაა.
,, ვფიქრობ, რომ ეს გახდება ერთერთი ყველაზე გავლენიანი წიგნი ქცევებისა და ბიზნესის შესახებ.“
No Rule Rules.
ავტორი: რიდ ჰასტინგსი.
ამ წიგნს Earnr-ის თანადამფუძნებელი ენცო ოტენსი გვირჩევს.
,, Netflix-ის თანადამფუძნებელი რიდი კომპანიის კულტურული ელემენტების შესახებ დეტალურ ანალიზს გვთავაზობს. ასევე, ხაზს უსვამს თანადამფუძნებელთა კარგი გუნდის მნიშვნელობას და გვესაუბრება იმაზე, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ პირველი თანამშრომლების დაქირავებისას. “
Why We Sleep: Unlocking the Power of Sleep and Dreams.
ავტორი: მეთიუ ვოლკერი.
ამ წიგნის წაკითხვას Oamly-ის თანადამფუძნებელი რობერტო მონტრასიო გვირჩევს.
,, რა არის საუკეთესო სამუშაო ხერხი? გააუმჯობესე შენი ძილის ხარისხი. “
The Wright Brothers.
ავტორი: დევიდ მაკალოუ.
ამ წიგნს Humit-ის თანადამფუძნებელი როჰიტ განპათი გვირჩევს.
How I Almost Blew It.
ავტორი: სიდჰარტ რაო.
აღნიშნული ნაშრომის წაკითხვას The State Plate-ის თანადამფუძნებელი რაგავ ჯავარი უწევს რეკომენდაციას.
,, ამ წიგნში ინდოეთის სტარტაპეკოსისტემაში ყველაზე პატივსაცემი ადამიანები სტარტაპების წარმატების გაუმჟღავნებელ ისტორიებს გვიყვებიან. “
The Untethered Soul: The Journey Beyond Yourself.
ავტორი: მაიკლ ალან სინგერი.
ეს წიგნი Legitify-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, აიდა ლიუტაის რეკომენდაციაა.
,, დამფუძნებლები, უმეტესად, ჩვენს თავსა და ფიქრებში ვართ ჩარგულნი. თქვენი გონება და ეგო განცალკევებულია თუ შეესაბამება თქვენს რეალურ მე-ს? ეს წიგნი საკუთარი თავის უფრო სიღრმისეულად გაცნობაში დაგეხმარებათ. “
Setting the Table: The Transforming Power of Hospitality in Business.
ავტორი: დანიელ მეიერი.
ამ წიგნს CoLogic თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მაქს ლეო როდეკი გვირჩევს.
,, Shake Shack-ს დამფუძნებელი მეიერი წარმატებული კომპანიის შესაქმნელად საჭირო აუცილებელი კომპონენტების შესახებ გვიყვება. ასევე, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ ადამიანების პირველ ადგილზე დაყენებაზე, ინტუიციასა და კონტექსტზე დადის.“
The Technology Trap: Capital, Labour, and Power in the Age of Automation.
ავტორი: კარლ ბენედიქტ ფრეი.
ეს წიგნი Antler Cohort-ის დამფუძნებლის, ალექსანდრ ვილიამსონის რეკომენდაციაა.
დამატებითი ინსპირაციისთვის, შეგიძლიათ გადახედოთ 11 საუკეთესო სტარტაპწიგნის სიას მითითებულ ბმულზე.