fbpx

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 24 ნოემბერს მეტავერსში გადაინაცვლა

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 24 ნოემბერს მეტავერსში გადაინაცვლა

Web3 Startups Night მეტავერს ღონისძიებების სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ბიბლიოთეკამ სტუმრებს ფიზიკურ ლოკაციასთან ერთად Spatial-ის მეტავერსში უმასპინძლა.

ღონისძიება სახელად Web3 Startups Night  რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელსაც ARRIVAL-ის გუნდის ორგანიზებით ჰიბრიდული მოდელით ჩაატარდა. Web3 კონფერენციის ჰიბრიდული მოდელი გულისხმობს ვირტუალური და რეალური სამყაროების სინთეზს, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ იმავე ივენთს, რომელიც ფიზიკურ ლოკაციაზე ტარდება.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ Web3 სივრცეში მოღვაწე წარმატებული სტარტაპერებისთვის, როგორებიც არიან ზურა შარაშენიძე, Two Point Zero-ს აღმასრულებელი დირექტორი, გივი გამყრელიძე, კომპანია ფარაოს დამფუძნებელი და დირექტორი ლუკა ბახსოლიანი NXT Lab-ის მმართველი პარტნიორი.

Მათ განიხილეს შესაძლებლობები, რომლებიც ამ ინდუსტრიაშია და ამავდროულად გააზიარეს თავიანთი გამოცდილება და გამოწვევები, რომლებიც Web3-ში ბიზნესის დაწყებასთან ერთად იჩენს თავს.

სპიკერების გამოსვლის დასრულების შემდეგ, სტუმრების თვალწინ გაიმართა Audio Reactive Immersive შოუ, რომელმაც მნახველებს საოცარი აუდიო-ვიზუალურ გამოცდილება შესთავაზა.

Web3 Startups Night ღონისძიების ორგანიზატორია Arrival – მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს და ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები მეტავერსში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.

ღონისძიების პარტნიორები არიან:  MetaViu, GITANoxtton, Binance .

EKIMO attended the HLTH 2022 event held in Las Vegas

HLTH

HLTH is a leading platform working in the field of healthcare, which often contributes to the innovation and transformation oriented ecosystem of the same field through various events. On November 13-16 HLTH 2022 was held, which was attended by Ekimo from Georgia.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post