Facebook ახალ ფუნქციას ტესტავს
Facebook ტესტავს ფუნქციას, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლებს შეეძლებათ, ერთ ანგარიშზე ხუთამდე პროფილი ჰქონდეთ. სოციალური მედიის გიგანტი ამბობს, რომ მსგავსი ფუნქციის ტესტირება საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, სხვადასხვა პროფილი კონკრეტულ ჯგუფებს მიუძღვნან. მაგალითად – ერთი პროფილი ექსკლუზიურად მათი მეგობრებისთვის ჰქონდეთ, მეორე -მხოლოდ მათი თანამშრომლებისთვის. მომხმარებლები, რომლებიც ამ ტესტირების პროცესში არიან ჩართულები, შეძლებენ, ერთი პროფილიდან მეორეში სულ რამდენიმე მოძრაობით გადავიდნენ.
„იმისთვის, რომ ადამიანებს გამოცდილების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ, მათ საშუალებას ვაძლევთ, ერთზე მეტი პროფილი ჰქონდეთ ფეისბუქის ერთ ანგარიშზე მიბმული“, განაცხადა ფეისბუქის სპიკერმა ლეონარდ ლამმა.
განსხვავებით მთავარი პროფილისგან, არააა აუცილებელი, დამატებითი პროფილები მომხმარებლის ნამდვილ სახელს შეიცავდნენ.
Facebook ამბობს, რომ დამატებითი პროფილებისთვის კონკრეტული ფუნქციები არ იქნება ხელმისაწვდომი და მათ მხოლოდ მთავარი პროფილები გამოიყენებენ, ესენია: გვერდის შექმნა, მართვა ან Facebook Dating-ის გამოყენება.
ამ დრომდე, კომპანიას რეგულარული მომხმარებლებისთვის აკრძალული ჰქონდა მრავალი Facebook ანგარიშის ქონა, ამიტომ დამატებითი პროფილების შემოღება დიდ ცვლილებას ნიშნავს სოციალური მედიის გიგანტისთვის. ტესტირების დაწყება მიუთითებს იმაზე, რომ ფეისბუქი ატარებს ექსპერიმენტებს თავის პლატფორმაზე იმისთვის, რომ მომხმარებლების ჩართულობა გაზარდოს და ამავდროულად, ის მათ მოუწოდებს, გამოაქვეყნონ და გაუზიარონ მეტი კონტენტი სხვებს.