Facebook-მა და Instagram-მა კონტენტ კრეატორებისთვის ახალი გადაწყვეტილება მიიღო
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Facebook-სა და Instagram-ზე კონტენტ კრეატორებს შემოსავალი 2024 წლამდე არ დაებეგრებათ. მეტა ადრე ამბობდა, რომ შემოსავლებიდან თანხის ჩამოჭრას ის 2023 წლამდე არ აპირებდა, თუმცა, მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
გუშინ გამოქვეყნებულ პოსტში Meta-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა Facebook-ისა და Instagram-ისთვის მონეტიზაციის განახლებების შესახებ ისაუბრა. შემქმნელები შემოსავალს პლატფორმებზე გამომწერების, ღონისძიებებისა და სხვა მეთოდების მეშვეობით იღებენ. ეს ორი პლატფორმა კი ფულის გამომუშავების კიდევ უფრო მრავალფეროვან გზებს იგონებს საიმისოდ, რომ კონტენტის შემქმნელები TikTok-ის პლატფორმიდან თავიანთ პლატფორმებზე გადმოიყვანონ. ზაკერბერგმა ასევე განაცხადა, რომ კონტენტ კრეატორები კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ Reels-ების შექმნით, რაც TikTok ვიდეოების ერთგვარ ასლს წარმოადგენს.
Instagram-ის სენსიტიური მასალების გაფილტვრის ფუნქციაში ცვლილებები შედის
თითქმის ერთი წლის წინ, Instagram-მა წარადგინა ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს Explore გვერდზე ზოგიერთი ტიპის სენსიტიური მასალის გაფილტვრის შესაძლებლობას აძლევდა. ახლა კი, კომპანია აღნიშნულ პარამეტრს მთელი აპლიკაციის მასშტაბით აფართოებს. Instagram-ის თქმით, ცვლილება ყველა მომხმარებლისთვის უახლოეს კვირებში გახდება ხელმისაწვდომი.
ზაკერბერგის პოსტში ასევე დაანონსებულია ახალი ფუნქციაც, რომელიც ინსტაგრამზე მალე დაიტესტება. ამ ფუნქციით შესაძლებელი გახდება იმ კონტენტის შემქმნელებისა და ბრენდების ერთმანეთთან დაკავშირება, რომლებსაც პარტნიორობა სურთ.