fbpx

გსურთ ფინანსების მოზიდვა სტარტაპისთვის?

გსურთ ფინანსების მოზიდვა სტარტაპისთვის?

სტატიაში ერთ-ერთი ცნობილი ინდოელი ანტრეპრენერი, Network Capital-ის დამფუძნებელი, გვიზიარებს თავის ბიზნეს ისტორიას.

აღმასვლა

„ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რაც მაიკროსოფტში სამსახური დავტოვე, აღმოვჩნდი ლიბანის მთების პატარა სოფელში. ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში იყო ჩაძირული. არ მქონდა არც ინტერნეტი, არც საწვავი, არც ელექტროენერგია და ასეთ დროს შემომდის ზარი უცხო ნომრიდან“ – ჰყვება ის.

 აღმოჩნდა, რომ ზარი იყო Facebook-ის (ამჟამად Meta) საზოგადოების აქსელერატორის პროგრამის კოორდინატორისგან. „გილოცავთ” – თქვა კოორდინატორმა. “Network Capital არის ერთ-ერთი 13 თემიდან, რომელიც შევარჩიეთ ჩვენი პროგრამისთვის.”

Network Capital-ია სწორედ ანტრეპრენერის სტარტაპი, რომელიც მენტორობისა და კარიერული წინსვლის პლატფორმაა გლობალურ დონეზე.

აღნიშნულ ბიზნესიდეასაც თავდაპირველად არაერთი მარცხი ჰქონდა თუმცა, როგორც უკვე ხვდებით, ეს ზარი უკვე იყო აღმასვლა.

მეტას პროგრამის კოორდინატორის დაინტერესება ავტომატურად ნიშნავდა Network Capital-თვის კაპიტალის მოზიდვას, დიდ მხარდაჭერასა და საიმედო პერსპექტივებს.

„აღფრთოვანებული ვიყავი ახალი შესაძლებლობებით და მათ მოტივაციაზეც დიდი გავლენა ჰქონდათ. პირველ რიგში, მინდოდა საზოგადოების მეტად ჩართვა ჩემს სტარტაპში და მათი ნდობის გაზრდა. გადავწყვიტე მოქმედება დამეწყო ქრაუდფანდინგით. რატომაც არა?!

და მინდა გითხრათ, გარდა ძირითადი კაპიტალური წყაროებისა, დაფინანსების მოზიდვის ერთ-ერთი წარმატებული ხერხია საზოგადოების, მსხვილი კომპანიების მიერ გაღებული თანხებით ინვესტირება“.

როგორ გავუმკლავდი ყველაფერს?

მას შემდეგ, რაც მივმართე კომპანიებსა და მომხმარებლებს ფინანსური მხარდაჭერისთვის ასევე, დავანახე მათ რომ ყოფილიყვნენ თანაშემქმნელებიც და არა მხოლოდ მონაწილეები ან პარტნიორები.  საზოგადოების ჩართულობის ზრდაზე და მათ გააქტიურებაზე გადავიტანე დიდი ყურადღება, რადგან ეს თავის მხრივ, გაზრდიდა დაფინანსების წყაროსაც, მაგალითად Facebook-იდან.

გარდა ამისა, მათ შევთავაზე SAFE შენიშვნები (მარტივი შეთანხმება მომავალი კაპიტალისთვის), რაც მათ საშუალებას აძლევდა შეეძინათ კომპანიის აქციების ოფციების განსაზღვრული რაოდენობა შეთანხმებულ ფასად.

იყო ეს ნამდვილად სწორი ნაბიჯები?

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის დაფინანსება შეიძლება უცნაურად და არარეალურად ჩანდეს ტრადიციული დაფინანსების წყაროებისგან ( საბანკო სესხები, სარისკო კაპიტალის ფონდები, სპონსორობა) ეს ხერხი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ბევრი ორგანიზაციისათვის.

რამდენიმე სხვა კომპანიამ გამოიყენა აღნიშნული მიდგომები ანუ მათი კაპიტალის ნაწილი მოზიდულ იქნა საზოგადოებისგან, დანარჩენი კი – ინსტიტუციური ინვესტორებისგან. მოგვიანებით, ერთ-ერთმა კომპანიამ Maven-მა პირველად საზოგადოებისგან მოიზიდა ფინანსები და შემდეგ უკვე ფონდიდან 20 მლნ აშშ დოლარი.

„სტარტაპებში ინვესტირება არის წინ გადადგმული ნაბიჯი საზოგადოებისათვის. მათი ჩართულობა და ღია პროცესები დაგვეხმარა არააკრედიტებულ, არატრადიციულ ინვესტორებთან წვდომის უზრუნველყოფაში და მაქსიმალური გავლენა მოახდინა ჩვენი კომპანიის წარმატებაზე“ – თქვა Gagan Biyan-მა, Maven-ის თანადამფუძნებელმა.

ჯობს გაერკვეთ, რა სახის დაფინანსება გჭირდებათ

ფინანსების მოზიდვისას უფრო გონივრულია დაფიქრდეთ, თუ რისი მიღწევა გსურთ რეალურად კორპორატიული დაფინანსება, ბარტერი თუ ა.შ

ეძებთ სტრატეგიულ მხარდაჭერას, ქსელის შესაძლებლობებს ან პროფესიულ გამოცდილებას? გჭირდებათ სახსრები პროტოტიპის ეტაპზე მისასვლელად ან  მარკეტინგისთვის? ან გსურთ მომხმარებლის ბაზის გაძლიერება?

ინდოელი ანტრეპრენერი ისევ თავისი გამოცდილებიდან გვიზიარებს მაგალითს:

„ჩემს კომპანიას აქვს პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრი, მაგრამ ეკოსისტემის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი საზოგადოებაა. ამიტომ საზოგადოებაზე ფოკუსირება ჩვენთვის ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი იყო. პლატფორმამაც ერთგულ მომხმარებლებს საშუალება მისცა, გამხდარიყვნენ კაპიტალის მფლობელები. როგორც პლატფორმის რეგულარული კონტრიბუტორები, მათ ჰქონდათ დამატებითი სტიმული, რომ კომპანია წარმატებული ყოფილიყო. ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეთ, რა გაგიყვანთ შედეგზე, რა გჭირდებათ წარმატებისთვის და ა.შ“

ფულის მოსაზიდად იდეალური დროა..

მაშინ, როცა ჩამოყალიბებული ბიზნეს იდეა გაქვს

უკვე ძლიერ მდგომარეობაში ხარ, რადგან ეს ფაქტორი ინვესტორებთან ნდობას ქმნის

გაქვთ სტრატეგია და ნამდვილად გატაცებული ხართ თქვენი იდეით

და ბოლოს გახსოვდეთ, რომ ფინანსები შეგიძლიათ მოიზიდოთ მრავალი წყაროდან.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

რუბრიკის წარმდგენია

Share this post