fbpx

ფინტექის 1 წელი: 2021 წელს დაფინანსებული ფინტექ სტარტაპები

ფინტექ სტარტაპები

ფინტექის 1 წელი: 2021 წელს დაფინანსებული ფინტექ სტარტაპები

CB Insights-ის თანახმად, ფინტექის სფეროში არსებულმა სტარტაპებმა რეკორდული, 94,7 მილიარდი დოლარის ახალი დაფინანსება მოიზიდა წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად 2020 წელს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, 2021 წლის განმავლობაში მოპოვებულ ყველაზე მასშტაბურ დაფინანსებებსა და ინვესტიციებზე გვესაუბრა ფინტექში.

იანვარი

Checkout.com-მა, გადახდის სერვისის პროვაიდერმა, დახურა $450 მილიონი აშშ დოლარის სერიის C ფონდების მოზიდვის რაუნდი. მან გაასამაგა ბიზნესის ღირებულება $15 მილიარდამდე. დაფინანსების რაუნდს უძღვებოდა Tiger Global Management, Greenoaks Capital-ის მონაწილეობით. სტარტაპის თქმით, ახალ დაფინანსებას გამოიყენებდნენ შემდგომი ზრდისა და ახალი ინოვაციური შესაძლებლობების შესაქმნელად.

ასევე იანვარში, LendInvest-მა – უძრავი ქონების დაფინანსების საბაზრო პლატფორმამ – მოიზიდა 500 მილიონი ფუნტი JP Morgan-ისგან იანვარში.

თებერვალი

ბანკმა Monzo-მ 50 მილიონი ფუნტის რაოდენობის დაფინანსება მოიპოვა არსებული აქციონერებისგან და ასევე Octahedron Capital-ისგან. Monzo-მ ასევე მოიპოვა 360 მილიონი ფუნტის ღირებულების დაფინანსება 2021 წლის დეკემბერში და გაზარდა მისი ღირებულება 4,5 მილიარდ დოლარამდე. დაფინანსება მოხმარდება ინვესტიციებს ახალი პროდუქტების, მათ შორის საკუთარი სავაჭრო პლატფორმის მშენებლობაში.

ფინტექ სტარტაპმა TomoCredit, რომელიც მომხმარებლებს საკრედიტო ბარათს სთავაზობს და შექმნილია საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად, ასევე მოიპოვა 7 მილიონი დოლარის დაფინანსება. მოგვიანებით, მან გამოაცხადა, რომ 10 მილიონი დოლარის სერიის A დაფინანსების რაუნდში იმყოფბოდა 2021 წლის სექტემბერში.

მარტი

ციფრული გადახდების ფირმა Stripe-მა მოიზიდა 600 მილიონი დოლარის დაფინანსება მარტში, რათა გაეზარდა მისი ღირებულება 95 მილიარდ დოლარამდე. სტარტაპმა განაცხადა, რომ აპირებს კაპიტალის გამოყენებას ევროპულ ოპერაციებში და, კერძოდ, მის სათავო ოფისში ინვესტირებისთვის. პირველადი ინვესტორები იყვნენ Allianz X, Axa, Baillie Gifford, Fidelity Management & Research Company, Sequoia Capital და ირლანდიის ხაზინის მართვის ეროვნული სააგენტო.

ასევე მარტში – SumUp, გაერთიანებული სამეფოს ბარათით გადახდების სტარტაპმა, უზრუნველყო 750 მილიონი ევრო ახალი დაფინანსებით.

აპრილი

დიდი ბრიტანეთის ციფრულმა ბანკმა Starling-მა Goldman Sachs Growth Equity-ის 50 მილიონი ფუნტის ინვესტიციით ისარგებლა. მან თქვა, რომ ახალი დაფინანსება გოლდმენისგან ხელს შეუწყობს Starling-ის სწრაფ და მოგებიან ზრდას.

ასევე წარმატებული იყო ღია საბანკო პლატფორმის TrueLayer-ის დაფინანსება აპრილში. მან მოიპოვა 70 მილიონი დოლარის დაფინანსება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ახალი ინვესტორი Addition.

მაისი

გერმანიის ნეობროკერმა Trade Republic-მა მიიღო $900 მილიონი დოლარი C სერიის საინვესტიციო რაუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა Sequoia. სხვა ინვესტორები იყვნენ TCV და Thrive Capital, ასევე არსებული ინვესტორები: Accel, Founders Fund, Creandum და Project A. სტარტაპმა განაცხადა, რომ აპირებს გამოიყენოს სახსრები უფრო მეტ ქვეყანაში, როგორიცაა ესპანეთი და იტალია, რასაც მოჰყვება ბენილუქსი, ირლანდია და ფინეთი.

ივნისი

შვედურმა გადახდის ფირმა Klarna-მ 639 მილიონი დოლარი შეაგროვა ინვესტორთა ჯგუფისგან, რომელსაც ხელმძღვანელობდა SoftBank-ის Vision Fund II, რითაც მისი შეფასება 45,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამ პროცესში დამატებით მონაწილეობა მიიღეს არსებულმა ინვესტორებმა: Adit Ventures, Honeycomb Asset Management და WestCap Group. იგი გეგმავდა დამატებითი დაფინანსების გამოყენებას საერთაშორისო გაფართოების მხარდასაჭერად და გლობალური საცალო ვაჭრობის ზრდის შემდგომი ეტაპისთვის.

გარდა ამისა, ჰოლანდიურმა გადახდის სტარტაპმა Mollie-მ ივნისში 800 მილიონი დოლარის დაფინანსების რაუნდი დახურა. ამასობაში კი, ციფრულმა სადაზღვევო სტარტაპმა wefox-მა 650 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა, რამაც მისი ღირებულება 3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ივლისი

ბრიტანულმა ფინტექ სტარტაპმა Revolut-მა მოიპოვა 800 მილიონი აშშ დოლარი, რითიც მისი ღირებულება 33 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. დაფინანსების რაუნდმა მოიზიდა ორი ახალი ინვესტორი, SoftBank Vision Fund და Tiger Global Management. Revolut-მა თქვა, რომ აპირებს ინვესტიციის გამოყენებას „თავისი ზრდის გეგმების გასაგრძელებლად“, მათ შორის პროდუქტის ინოვაციისთვის. ის ასევე ხელს შეუწყობს Revolut-ის შეთავაზების გაფართოებას აშშ-ს მომხმარებლებისთვის და მის შესვლას ინდოეთში.

აგვისტო

Fintech Rapyd-მა ისარგებლა $300 მილიონი დოლარის დაფინანსებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა Target Global. რაუნდს ასევე შეუერთდნენ ახალი ინვესტორები, მათ შორის: Fidelity Management and Research Company, Altimeter Capital, Whale Rock Capital, BlackRock Funds და Dragoneer. Rapyd-მა ასევე დახურა 300 მილიონი დოლარის ღირებულების სერია D 2021 წლის იანვარში. Rapyd-ის თანახმად, ის აპირებს, ინვესტიციის ნაწილის გამოყენებას „მეტი შესყიდვებისთვის“, ნაწილის კი – კვლევისა და განვითარებისთვის.

სექტემბერი

2021 წლის სექტემბერში DivideBuy-მა მოიპოვა 300 მილიონი ფუნტი სტერლინგის დაფინანსება. გლობალური საინვესტიციო მენეჯმენტის ფირმის Davidson Kempner Capital Management-ის დაფინანსება ხელს შეუწყობს DivideBuy-ის, გაყიდვების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სტარტაპად იქცეს.

იმავდროულად, გაერთიანებული სამეფოს ფინტექ სტარტაპმა digy Finance-მა უზრუნველყო 750 მილიონი დოლარის დაფინანსება ახალ ბაზრებზე გასაფართოებლად. გარდა ამისა, Melio-მ, B2B გადახდების პლატფორმამ, შეაგროვა დამატებითი 250 მილიონი აშშ დოლარი, რამაც გაასამაგა სტარტაპის ღირებულება 4 მილიარდ დოლარამდე.

ოქტომბერი

გერმანულმა ციფრულმა ბანკმა N26-მა გამოაცხადა, რომ 900 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა E სერიის დაფინანსების რაუნდში. რაუნდს უძღვებოდნენ Third Point Ventures და Coatue Management და შეუერთდნენ Dragoneer Investment Group, როგორც N26-ის არსებული ინვესტორები. აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან ამ წელს გასვლის მიუხედავად, N26 გეგმავს გააღრმავოს თავისი კვალი არსებულ ევროპულ ბაზრებზე, ძირითადად, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში.

ასევე ოქტომბერში, ბრიტანეთში დაფუძნებულმა გადახდის ტექნოლოგიების სტარტაპმა Global Processing Services (GPS) დააგროვა $300 მილიონზე მეტი დაფინანსება.

ნოემბერი

ფინტექ პლატფორმა Airwallex-მა შეაგროვა დამატებითი $100 მილიონი დაფინანსება ნოემბერში. ახალმა დაფინანსებამ Airwallex-ის ღირებულება 5,5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. მისი თქმით, კაპიტალის ინექცია გაზრდის M&A შესაძლებლობებს მისი გლობალური გაფართოების გეგმების დასაჩქარებლად.

დეკემბერი

ბრაზილიურმა ნეობანკმა Nubank დაასრულა წელი, როგორც ლათინური ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი მას შემდეგ, რაც აშშ-ს პირველადი საჯარო შეთავაზებით 2,6 მილიარდი დოლარი მიიღო. ნუბანკი გეგმავს დაფინანსების გამოყენებას ბიზნესის გასაზრდელად, მათ შორის მეტი ადამიანის დაქირავებით.

ასევე დეკემბერში Neobank Jupiter-მა 86 მილიონი დოლარი მოიზიდა სერიის C რაუნდში. რაუნდს უძღვებოდნენ აშშ-ში დაფუძნებული QED Investors და Sequoia Growth ფონდი.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post