fbpx

რა უნდა ვიცოდეთ Apple-ს ახალი აპლიკაციის Freeform-ის შესახებ?

Freeform

რა უნდა ვიცოდეთ Apple-ს ახალი აპლიკაციის Freeform-ის შესახებ?

Apple-მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა Freeform – ახალი უფასო აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს ვიზუალური თანამშრომლობის ინსტრუმენტებს თქვენი გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად iPhone, iPad და Mac-ზე.

ეს ციფრული და ინტერაქტიული დაფა გთავაზობთ მოქნილ ტილოს, სადაც შეგიძლიათ, დახატოთ თქვენი იდეები და დაწეროთ კომენტარები დაფაზე. მასზე ასევე შესაძლებელია ფაილების დამატებაც.

„აპლიკაცია უხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ის მომხმარებლებს ვიზუალური თანამშრომლობისთვის“, – თქვა ბობ ბორჩერსმა, Apple-ის მსოფლიო პროდუქტის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა.

„უსასრულო ტილოებით, ფაილების ფართო სპექტრის ატვირთვით, iCloud-ის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებით, Freeform ქმნის საერთო სივრცეს ბრეინშტორმინგისთვის“.

ასევე ადვილია სხვებთან თანამშრომლობა, რომლებსაც შეუძლიათ, ერთდროულად დაუკავშირდნენ დაფას, FaceTime ზარის დროს და შეუფერხებლად შეიტანონ ცვლილება მასზე.

აპლიკაციის ტილოს აქვს წერისა და მხატვრობის სხვადასხვა სტილი და მრავალი ფერი, რომელსაც მომხმარებლები მასზე მუშაობისას აირჩევენ.

ცნობილია, რომ ერთდროულად Freeform-ის ერთ დაფაზე 100-მდე ადამიანი იყოს ჩართული, რომლებიც ჯგუფურ პროექტზე იმუშავებენ და თავიანთ კრეატიულ იდეებს ერთმანეთს გაუზიარებენ აპლიკაციის მეშვეობით.

აპლიკაცია იყენებს ახალი თანამშრომლობის ფუნქციას Messages-შიც, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოიწვიოთ სხვები Freeform დაფაზე.

TikTok-ის ახალი ფუნქციით გაიგებთ, თუ რატომ ხვდებიან ვიდეოები თქვენს FYP-ზე

TikTok ავრცელებს ახალ ფუნქციას, რომელიც აცნობებს მომხმარებლებს, რომელი ვიდეოებია მათთვის რეკომენდირებული. TikTok-ის ბლოგპოსტში ნათქვამია: „ჩვენი სისტემა რეკომენდაციას უწევს კონტენტს ვიდეოების რეიტინგით, ფაქტორების ერთობლიობის საფუძველზე,

რუბრიკის წარმდგენია

Share this post