კრიპტო ბირჟის FTX გაკოტრებამ მილიონამდე ადამიანი აზარალა
სულ ცოტა ხნის წინ კრიტპო ბირჟა FTX გაკოტრდა. ეს ფაქტი გამოწვეული იყო ბირჟის დაჰაკვით, რის შემდეგაც ბირჟიდან მილიონობით დოლარის კრიპტოვალუტა გაქრა. ამჟამად კი, ბირჟის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მილიონზე მეტ ადამიანს და ბიზნესს შეიძლება დაეკისროს თანხის გადახდის ვალდებულება.
მიუხედავად კრიპტო-ინვესტიციების რისკის შესახებ დამკვირვებლების ძლიერი გაფრთხილებისა, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 6.7 მილიონი ადამიანი ფლობს კრიპტო აქტივებს ამ ბირჟაზე.
სექტემბერში ფინანსური ქცევის ორგანომ (FCA) მოსახლეობა გააფრთხილა, რომ FTX, მომხმარებლის ავტორიზაციის გარეშე აწვდის მას სერვისს/პროდუქტს დიდ ბრიტანეთში. მან პირდაპირ თქვა: ”ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგიბრუნდეთ ფული, თუკი საქმე ცუდად წავა წავა”.
კომპანიის ახალი ხელმძღვანელობა დაუკავშირდა უამრავ სამართალდამცავ ორგანიზაციას, მათ შორის აშშ-ს პროკურატურას, აშშს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიას, სასაქონლო სავაჭრო კომისიას და ათობით ფედერალურ, სახელმწიფო და საერთაშორისო მარეგულირებელ სააგენტოებს.
როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ბირჟიდან ფული გაუქრათ მილიონს აჭარბებს. საინტერესოა, როგორ გადაწყდება კრედიტორებისთვის თანხის ანაზღაურების საკითხი..