fbpx

გადაწყვეტილებების მიღების გზები – Villi Iltchev

გადაწყვეტილებების მიღების გზები – Villi Iltchev

გადაწყვეტილებების მიღება დამფუძნებლისა და მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი საქმეა. საშუალო, დიდი და პატარა ორგანიზაციები ყოველდღიურად ათასობით გადაწყვეტილებას იღებენ. თუ როგორ აკეთებენ გუნდები ამას , არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ორგანიზაციის სიჯანსაღის, კულტურისა და წარმატებისთვის.

ტემპი, რომლითაც ორგანიზაცია გადაწყვეტილებას იღებს, პირდაპირ კავშირშია მის უნართან, დარჩეს კონკურენტებზე წინ და ბაზარზე გაიმარჯვოს. გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესს აქვს სავალალო შედეგები, რადგან ის სხვა გადაწყვეტილებებზეც აისახება. დღესდღეობით, რთულ ბიზნესგარემოში, ორგანიზაციის ლიდერები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე დგანან, რომლებიც გავლენას მოახდენს მათი კომპანიების წარმატებაზე მომავალში. გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა, რაც ამ პროცესში უნდა გაითვალისწინოთ:

განსაზღვრეთ, რის გაკეთებას არ აპირებთ

ადამიანების უმეტესობა არ განიხილავს იმას, რის გაკეთებასაც არ აპირებს. ისინი მიდრეკილნი არიან ფოკუსირდნენ აქტივობებზე, რომლებსაც აპირებენ და, ამრიგად, გადაწყვეტილების მიღებას ამ აქტივობებს უკავშირებენ. ვფიქრობ, ეს შეცდომაა. სიცხადე და მკაფიო გამოხატვა იმის შესახებ, რას არ უნდა ელოდოთ თქვენც და თქვენი გუნდიც, ძალიან დაგეხმარებათ. ასეთ შემთხვევაში, აღარ გაჩნდება კითხვები და იმ გზაზე სიარული, რომელიც აირჩიეთ, ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ.

ნუ დაკარგავთ დროს ორმხრივი კარის ტიპის გადაწყვეტილებებზე

მახსოვს, ერთხელ ჯეფ ბეზოსის გადაწყვეტილებების ორ ტიპად ჩამოყალიბების შესახებ წავიკითხე. პირველი არის ორმხრივი კარი – ესაა გადაწყვეტილებები, რომლებიც ადვილად შექცევადია. მეორე არის ცალმხრივი კარი – გადაწყვეტილებები, რომელთა შეცვლა ძნელია. ორგანიზაციის გადაწყვეტილებათა უმრავლესობა ორმხრივი კარის ტიპს მიეკუთვნება. კარგი კომპანიები კი არ ჩერდებიან ამ ტიპის გადაწყვეტილებებზე. მათ სჭირდებათ ისეთი აქტივობები, რომლებიც სწრაფად არ შეიცვლება და მეტ სტაბილურობას მოუტანს მათ. სწორედ ამიტომ, როგორც დამფუძნებელი ან მენეჯერი, თქვენი ამოცანაა უზრუნველყოთ, რომ არც თქვენ და არც თქვენი გუნდი არ ხარჯავდეთ დროს შექცევად გადაწყვეტილებებზე.

გადაწყვეტილების მიღების მართვა ორგანიზაციაში

გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმა რთულია. დამფუძნებლები ამას ებრძვიან და ხშირად უჭირთ თავიანთი სტარტაპების მასშტაბირება, რადგან მათ არ შეუძლიათ რისკზე წასვლა. ჩემი ზოგადი შეხედულებაა, რომ კარგი მენეჯერები ზრდიან თავიანთი გუნდის ეფექტურობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გუნდს უთმობენ გადაწყვეტილების მიღების უფლებას. კარგმა მენეჯერმა არ უნდა დაუშვას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესმა ორგანიზაციის განვითარება შეანელოს. საკვანძო გადაწყვეტილებების მსგავსად “დაბლოკვამ” შეიძლება გუნდის დემორალიზაცია გამოიწვიოს.

__________________________________________________________________

Villi Iltchev – ვენჩურული კაპიტალისტი

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post