გადამწვარი თანამშრომლის 3 ტიპი – ანა-ლორი ლე კუნფი
რას ნიშნავს, ვიყოთ გადამწვარი? როგორც წესი, ამ დროს ძალიან დაღლილები და ნაკლებად პროდუქტიულები ვართ. ასეთ სიტუაციაში უბრალოდ არ გვაქვს ემოციური მზაობა, წავიდეთ სამსახურში, ვეკონტაქტოთ კოლეგებს და ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი სამუშაო. სწორედ ამიტომ, გადამწვარი ადამიანები ხშირად თავს არაკომპეტენტურად გრძნობენ.
მიუხედავად იმისა, რომ გადამწვარი თანამშრომლის “სიმპტომები” თითქმის ერთნაირია ხოლმე, სხვადასხვა ადამიანი ასეთ დროს სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ესპანეთის სარაგოსას უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ჯგუფმა გადაწყვიტა, გადამწვარი ადამიანების სხვადასხვა ქვეტიპი გამოეყო იმის მიხედვით, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ამ სიტუაციას.
მიუხედავად იმისა, რომ გადამწვარი მდგომარეობის გლობალური გავრცელება უცნობია, ეს არის საკმაოდ ცნობილი სინდრომი, რომელსაც თვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს. ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს და ხშირად კარიერაში უფრო ადრე იწყება, ვიდრე ველით ხოლმე.
თავის წიგნში „შფოთვა“, სონალი გუპტა წერს: „მილენიელთა უმეტესობა, რომლებიც სამსახურს იწყებენ ოცდაერთი წლის ასაკში, პირველ გადაწვას ოცდაექვსიდან ოცდაშვიდი წლის ასაკში აღწევენ. ეს ჩვეულებრივ ის დროა, როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ ათწლიანმა მუშაობამ მათ ზიანი მიაყენა.”
გადამწვარი ადამიანის 3 ტიპი
გაბრაზებული თანამშრომელი – თქვენ განაგრძობთ გაბრაზებულ მდგომარეობაში მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალიან დაღლილად გრძნობთ და უგულებელყოფთ საკუთარ მოთხოვნილებებს თქვენი სამუშაო მოთხოვნების შესასრულებლად.
გამოწვევების ქვეშ არმყოფი თანამშრომელი – ასეთ დროს გრძნობთ, რომ თქვენი სამუშაო არ გაკმაყოფილებთ და არ გთავაზობთ შესაძლებლობებს, განავითაროთ თქვენი უნარები.
გაცვეთილი თანამშრომელი – გონებრივად, ემოციურად და ფიზიკურად დაღლილი ხართ. როცა სამსახურში ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც უნდა გამოვიდეს, წყვეტთ მცდელობას. შედეგად, თქვენ ხდებით პასიური და უმოტივაციო.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი პროფილი, გადამწვარი მდგომარეობა სულაც არ არის მხოლოდ ინდივიდუალური გამოცდილება. ის ძალიან ბევრ ადამიანს სჭირს და ხანდახან იგი გადამდებიც კი შეიძლება, გახდეს. როგორ უნდა გავუმკლავდეთ გადამწვრობის სინდრომს?
გადამწვრობასთან გამკლავება
თავიანთ ნაშრომებში მკვლევარებმა ჩამოთვალეს რამდენიმე განსხვავებული დაძლევის სტრატეგია, რომლებსაც ადამიანები მაშინ იყენებენ, როცა ამ სიტუაციაში არიან ხოლმე, ესენია:
• სოციალური მხარდაჭერა
• რელიგია
• იუმორი
• მედიკამენტების/ნარკოტიკების მიღება
• საქმეების დაგეგმარება
• ძალისხმევის შემცირება, მოდუნება
• გარემოების მიღება-შეგუება
• გარემოების უარყოფა, არ აღიარება
• თავის ხელში აყვანა, მეტი ძალისხმევის ჩადება
• ემოციების გამოდევნა
• თავშეკავება
• ფოკუსირება სიტუაციების გადაჭრაზე
• Პიროვნული ზრდა
• ყურადღების გადატანის აქტივობები
მიუხედავად დაძლევის სტრატეგიისა, რომლითაც ექსპერიმენტებს გადაწყვეტთ, რაც უფრო ადრე შეამჩნევთ გადამწვრობის ნიშნებს, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აშკარა გავლენის გარდა, გადამწვრობამ ასევე შეიძლება შეასუსტოს თქვენი შემოქმედებითობის უნარი. ნუ ეცდებით მის გადალახვას. ამის ნაცვლად, მიიღეთ მხარდაჭერა, დაისვენეთ და დაუთმეთ ადგილი თვითრეფლექსიას.
______________________________
ანა-ლორი ლე კუნფი – Ness Lab-ის დამფუძნებელი