fbpx

როგორ გავმდიდრდეთ – გარი ტანი

გარი

როგორ გავმდიდრდეთ – გარი ტანი

გამდიდრება, ალბათ, სტარტაპის ყველა დამფუძნებელს სურს. თუმცა, ამისათვის საჭირო კომპონენტებს, შესაძლოა, ყველა მათგანი არ იცნობდეს. სწორედ ამიტომ, Y Combinator-ის ყოფილი პარტნიორი, Posthaven-ის და Initialized Capital-ის თანადამფუძნებელი გარი ტანი გვიზიარებს იმ სამ ელემენტს, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.

უნარების გამომუშავება

როგორც გარი ტანი ამბობს, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა უნარს ერთი და იგივე ფასი არ აქვს. ამის მაგალითად კი იგი NBA-ს ლეგენდარული კალათბურთელის, დენის როდმანის ისტორიას გვაცნობს.

დენის როდმანმა პირველი სამსახური 18 წლის ასაკში, აეროპორტის დიასახლისის პოზიციაზე დაიწყო. დიასახლისი ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანია, თუმცა ამ სამუშაოს შესრულება ბევრ ადამიანს შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვაკანსიაზე დიდი მოთხოვნაა, მასზე დიდი მიწოდებაც არის, რადგან ეს საქმიანობა რაიმე სპეციალიზებული უნარებს არა საჭიროებს. როდმანმა შემდგომ კოლეჯში კალათბურთის თამაში დაიწყო, რაც NBA-ში, დეტროიტ პისტონსში მოხვედრით დასრულდა. როგორ? მან გამოიმუშავა უნარი, რომელიც არავის გააჩნდა – კალათში ბურთის ძალიან კარგად ჩაგდება. ამან კი მას ხუთი NBA-ს ჩემპიონატის მოგების საშუალება მისცა, – აღნიშნავს გარი და დასძენს, რომ ადამიანებმა ისეთი უნარების (ან მათი კომბინაციის) გამომუშავებაზე უნდა ვიმუშაოთ, რომლებიც არავის აქვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ დიდი წარმატების მიღწევას, – თუ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც სხვა ვერავინ აკეთებს, თქვენი უნარები, ფაქტობრივად, ფასდაუდებელი იქნება.

უნარების გამომუშავების საკითხი სტარტაპებსა და მათი დაფინანსების საკითხს რომ მოვარგოთ, გარი ტანის თქმით, ინვესტორები ეძებენ ისეთ დამფუძნებლებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ოცნებები რეალობად აქციონ. რატომ?

თუ თანხას ისეთ დამფუძნებელს მივცემ, რომელსაც შესაბამისი უნარები არ აქვს, მას აჯობებენ ის პირები, რომელთაც რეალური უნარები აქვთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა სტარტაპის შექმნამდე ამ უნარების გამომუშავებაზე იზრუნონ, – ამბობს იგი.

დროის მაქსიმალურად გამოყენება

მეორე საკითხი, რომელზეც გარი ტანი გვესაუბრება ისედაც შეზღუდული დროის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენების საკითხია.

ჩემს პირველ სამსახურში ბედნიერი ვიყავი, რომ საათში 7 დოლარს მიხდიდნენ… შემდეგ 10 დოლარს… შემდეგ კი, კოდის დასაწერად, საათში 20 დოლარს გამოვიმუშავებდი. ვისურვებდი, ადრე მცოდნოდა, რომ დღე-ღამესა და ჩემს ცხოვრებაში საათების სასრული რაოდენობა მქონდა. კვირაში შეგიძლიათ 60 ან 70 საათი იმუშაოთ, ამის შემდეგ, დრო ამოგეწურებათ. ხოლო თუ ქმნით პროდუქტს, რომელიც ფულს ძილის დროსაც კი გამოგამუშავებინებთ, მაშინ დროს მაქსიმალურად იყენებთ, – აღნიშნავს გარი და მაიკროსოფტში მუშაობის პერიოდს იხსენებს.

იგი ამბობს, რომ მაშინ დამსაქმებელი მის დროს ყიდულობდა; შემდეგ თავის სამუშაოს ასრულებდა; იღებდა ანაზღაურებას და რაღაცებს ყიდულობდა – მივდიოდი და Banana Republic-ში ახალ პერანგს ან ჩემს აპარტამენტთან ახლოს მდებარე ბარში მარტინის ვყიდულობდი. ბევრ ფულს ვხარჯავდი, რომ თავი კარგად მეგრძნო. მოხმარების რეჟიმში ვიყავი გაჭედილი. ვიღაც ჩემს დროს ყიდულობდა, მე კი ამით გამომუშავებულ ფულს იმ ნივთების საყიდლად ვხარჯავდი, რომლებიც არ მჭირდებოდა, თუმცა თავს ისე მაგრძნობინებდა, თითქოს ჩემს ცხოვრებაში რაიმე საინტერესო ხდებოდა. რეალურად კი, მე არაფერს ვქმნიდი.

ამავე ციკლში თავადაც რომ არ ჩავრჩეთ, არა მოხმარებაზე, არამედ შექმნაზე უნდა ვიფიქროთ. როგორც გარი ამბობს, ჭეშმარიტი კმაყოფილებისა და სიმდიდრისკენ მიმავალი გზა შექმნასა და სხვების გაბედნიერებაზე (პროდუქტის გაკეთებასა და მათი პრობლემის მოგვარებაზე) გადის.

როგორ შევქმნათ სიმდიდრე – Paul Graham

სიმდიდრე

რას გააკეთებდით მატერიალური წარმატების მისაღწევად? სავარაუდოდ ამ მიზნის მისაღწევად თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნებოდა სტარტაპის წამოწყება ან არსებულში გაწევრიანება.

სიმდიდრის მანქანის შექმნა

გარის თქმით, ფული და სიმდიდრე განსხვავებული რაღაცებია. მაგალითად, ლამბორგინის ფულით ყიდვა შესაძლებელია, თუმცა მის უფრო მეტ ფულად გადაქცევა – შეუძლებელი. ეს არის ფული სიმდიდრის გარეშე… ახლა კი მინდა, წარმოიდგინოთ სიმდიდრის მანქანა – თქვენ მასში ფულს დებთ, ატრიალებთ ღილაკს და ეს მანქანა იმაზე მეტ ფულს გაძლევთ, ვიდრე მასში თავიდან ჩადეთ. ასეთი მანქანა წარმოუდგენლად ღირებულია, რადგან შეგიძლიათ, აიღოთ მიღებული ფული, კვლავ ჩააბრუნოთ და სიმდიდრე შექმნათ, – ამბობს იგი და სტარტაპების მაგალითსაც განიხილავს.

გარი აღნიშნავს, რომ ხშირად სტარტაპების დამფუძნებლები უბრალოდ სტარტაპობანას თამაშობენ, ანუ ფულს ვერ გამოიმუშავებენ და დროს კარგავენ. მისი თქმით, სცენარი ხშირად ამგვარად ვითარდება: სტარტაპი ასაქმებს ბევრ ადამიანს და შემდეგ უამრავ ფულს ხარჯავს.

ინვესტიციას უკუგება უნდა ჰქონდეს. ფულის ფლანგვით კი უკან არაფერი გიბრუნდებათ. წარმატებულ სტარტაპებს აქვთ ფულიც და სიმდიდრეც – მათ შესდით ფული, რომლის რეინვესტირებაც შესაძლებელია და ქმნიან სიმდიდრეს, –  ამბობს გარი და დასძენს, რომ სწორედ ზემოთ განხილული უნარებისა და მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის შექმნის საკითხების აღნიშნულ ციკლთან დაკავშირება ქმნის წარმატებულ სტარტაპს.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post