fbpx

Gemini თუ Coinbase? – შედარება

Gemini თუ Coinbase

Gemini თუ Coinbase? – შედარება

კრიპტო ვაჭრობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ის ახალ თუ გამოცდილ ინვესტორებს იზიდავს. ტრეიდინგის პროცესის გამარტივებისთვის დღესდღეობით მრავალი პლატფორმა არსებობს, მათ შორისაა Gemini და Coinbase.

აღნიშნულ ცენტრალიზებულ ბირჟებს ბევრი მსგავსება და არანაკლები განმასხვავებელი მახასიათებელი გააჩნიათ. მაგალითად, ორივე მათგანი აშშ-ის მკაცრ რეგულაციებს ემორჩილება და J.P. Morgan-ის მხარდაჭერა აქვთ. ამასთანავე, დამწყები ტრეიდერებისთვის პლატფორმების გამოყენება კომფორტულია. თუმცა, მათ გამორჩეული ფუნქციებიც აქვთ.

მაშ ასე, Gemini თუ Coinbase?

მახასიათებლები

დამწყები მომხმარებლებისთვის ორივე პლატფორმა კომფორტულია. მათ მარტივი ინტერფეისი (UI), მოსახერხებელი მობილური აპლიკაციები და მარტივი სავაჭრო პარამეტრები აქვთ. ამის გარდა, ორივე შემთხვევაში მიიღებთ ციფრულ Hot Wallet-სა და საინფორმაციო რესურსების კარგ არჩევანს.

თუმცა, თითოეულ ბირჟას უნიკალური მახასიათებლებიც გააჩნია.

Gemini-ის მახასიათებლები:

– Gemini Earn პროგრამა: 50-ივე შტატის მასშტაბით მომხმარებლებს გარკვეული კრიპტო მონეტების წმინდა ბალანსზე საპროცენტო სარგებლის მიღება შეუძლიათ. სხვადასხვა მონეტას განსხვავებული მოგება მოაქვს. ამჟამად, Gemini Dollar ყველაზე მაღალ წლიურ პროცენტულ სარგებელს (APY), 8.05%-ს გამოიმუშავებს; Dai – 7,99%-ს, ხოლო Bitcoin – 1,49%-ს.

მესამე მხარის ინტეგრაციები: Gemini საჯარო API Keys უზრუნველყოფს. ასე რომ, მომხმარებლებს სხვა software ინსტრუმენტების დაკავშირება შეუძლიათ. ეს Gemini-ის შესანიშნავ ვარიანტად აქცევს ფონდის მენეჯერებისთვის ან სხვა ინსტიტუციური ტრეიდერებისთვის.

– Gemini Pay: Gemini 30000-ზე მეტ საცალო მოვაჭრესთან თანამშრომლობს. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, შენაძენზე Gemini ანგარიშითა და შენახული კრიპტოვალუტით გადაიხადონ.

Coinbase-ზე დამწყები ინვესტორებისთვის საინტერესო მახასიათებლებია:

– კრიპტოვალუტის გამომუშავების შესაძლებლობა მოკლე ვიდეოების საშუალებით ინვესტირების შესახებ სწავლასთან ერთად.

– ფასიანი ქაღალდების ჩამონათვალი ფასების ისტორიის სანახავად ან ფასების გაზრდისა თუ შემცირებისას გაფრთხილებების მისაღებად.

– ახალი ამბების კედელი კრიპტოვალუტის ბაზრის შესახებ რეგულარული განახლებებით.

– მომხმარებლებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ Proof of Stake (PoS) ქსელში, რათა აქტივებიდან შემოსავალი მიიღონ.

– ალტკოინის გაყიდვიდან მიღებული თანხის PayPal-ზე ჩარიცხვის შესაძლებლობა.

მხარდაჭერილი ვალუტები

Gemini და Coinbase, ორივე იღებს ტრადიციულ ვალუტებს.

Gemini -ს აქვს შემდეგი ვალუტების მხარდაჭერა:

USD, AUD, CAD, EUR, GBP, SGD და HKD.

Coinbase -ს აქვს შემდეგი ვალუტების მხარდაჭერა:

USD, GBP და EUR.

თუმცა, Coinbase ბევრად მეტ ალტკოინს სთავაზობს მომხმარებელს, ვიდრე Gemini. მაგალითად, თქვენ არ შეგიძლიათ შეიძინოთ Dash, EOS, Cardano (ADA) და Ethereum Classic (ETC) Gemini-ზე.

ორივე პლატფორმას აქვს პოპულარულ ვალუტების მხარდაჭერა, მათ შორისაა:

– Ethereum (ETH)

– Aave (AAVE)

– Litecoin (LTC)

– Dai (DAI)

– Bitcoin Cash (BCH)

– Chainlink (LINK)

– Uniswap (UNI)

აღსანიშნავია, რომ ორივე პლატფორმა კრიპტოვალუტის ახალ ვარიანტებს დროდადრო ამატებს.

უსაფრთხოება

ბირჟები უსაფრთხოების უმაღლეს ზომებსა და აშშ-ის მკაცრ რეგულაციებს იცავენ, რაც მათ ინვესტორებისთვის საყვარელ პლატფორმებად აქცევს. ამის გარდა, ორივე ბირჟას J.P. Morgan უჭერს მხარს.

პლატფორმებზე მომხმარებლები ასევე იღებენ ორფაქტორიან ავტორიზაციას (2FA) მოკლეტექსტური შეტყობინებების სერვისით (SMS). ასევე, შეუძლიათ გამოიყენონ Gemini-ის შემთხვევაში Authy, ხოლო Coinbase-ზე Google Authenticator აპლიკაციები.


დამატებით, ინსტიტუციური ტრეიდერებისთვის Gemini უსაფრთხოების დამატებით ვარიანტებსაც უზრუნველყოფს. მაგალითად, ანგარიშზე წვდომისთვის ან კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის განსაზღვრული ნებართვები. ასევე, მათ შეუძლიათ აქტიური მოწყობილობების ნახვა და მისამართების თეთრი სიის შედგენა.

Gemini Wallet უსაფრთხოების დარღვევისგან ან თაღლითური ქმედებებისგან არის დაზღვეული. ხოლო Coinbase მომხმარებლების ფულად სახსრებსაც აზღვევს. თუმცა, ის არ ფარავს პირად ანგარიშზე უნებართვო წვდომის შემთხვევებს, მხოლოდ მათი სისტემების დაზიანებას.

საკომისიო გადასახდელები

Coinbase და Gemini უფრო მაღალ გადასახადებს ითხოვენ, ვიდრე სხვა პოპულარული ბირჟების პლატფორმები.

Gemini-ის გადასახადის რთული სტრუქტურა აქვს, განსაკუთრებით მცირე ვაჭრობებზე. 200 აშშ დოლარზე ნაკლები ღირებულების ტრეიდინგს სხვადასხვა ოდენობის გადასახადი ეკისრება, ხოლო მასზე მეტს – 1.49%. თუმცა, Gemini ActiveTrader-ის გამოყენებით, უფრო დაბალი საკომისიოს მიღებაც არის შესაძლებელი, ვიდრე Coinbase-ს აქვს.

Coinbase-სა და Coinbase Pro-ს აქვს Maker-taker fees სტრუქტურა და ვაჭრობის უმეტეს შემთხვევებში მომხმარებელი 0.50%-ს იხდის. თუმცა, ტრეიდინგის ზომის ზრდასთან ერთად, საკომისიო მცირდება.

გამოყენების სიმარტივე

Coinbase და Gemini აღჭურვილია მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ვებბრაუზერებითა და მობილური აპლიკაციების ინტერფეისებით, მარტივი რეგისტრაციისა და ვაჭრობის პროცესით, ასევე მოსახერხებელი საგანმანათლებლო ინსტრუმენტებით.

Gemini გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებზე (FAQ) ინფორმაციის ბაზას და რამდენიმე ვებინარს. მან ასევე ახლახან წამოიწყო საგანმანათლებლო პლატფორმა Cryptopedia, რომელიც მოიცავს სტატიებს ვალუტებზე, უსაფრთხოებაზე, ტრეიგინგზე, ინვესტიციებსა და დეცენტრალიზებულ ფინანსებზე (DeFi).

Gemini Exchange უზრუნველყოფს მომსახურებას ელექტრონული ფოსტით ან ვებმოთხოვნით. მომხმარებლებს კომპანიასთან დაკავშირება შეუძლიათ ასევე ონლაინჩატის ან სატელეფონო ცხელი ზარის მეშვეობით.  გარდა ამისა, კომპანიის მტკიცებით, ის აკონტროლებს სოციალურ არხებს Twitter, Facebook, Reddit, LinkedIn და Instagram.

Coinbase მომხმარებელს ყოვლისმომცველ ინფორმაციულ ბაზას სთავაზობს. მათ შორის არის სტატიების განყოფილება დამწყებთათვის, რჩევები და გაკვეთილები.  დამწყებ ტრეიდერებს კი კრიპტოვალუტის შოვნა სასწავლო ვიდეოების ყურებით შეუძლიათ.

Gemini-ისგან განსხვავებით, Coinbase არ გვთავაზობს სატელეფონო მომსახურებასა და არც სოციალურ არხებს აკონტროლებს. მას აქვს ჩატის ღილაკი და ასევე საკონტაქტო ფორმა. სატელეფონო მომსახურება კი მხოლოდ თაღლითობისა და ანგარიშის დაბლოკვის სიტუაციებისთვისაა განკუთვნილი.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის Gemini და Coinbase?

Gemini და Coinbase არის კრიპტომიმოცვლის პლატფორმები, რომლებიც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს შეიძინონ, გაყიდონ და ივაჭრონ სხვადასხვა ალტკოინით ონლაინ რეჟიმში.

ადამიანები, რომლებსაც სურთ კრიპტოვალუტაში ინვესტირება, Gemini-სა და Coinbase-ის მსგავს ინსტრუმენტებს იყენებენ, რათა ტრეიდინგის ხრიკები ისწავლონ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული პლატფორმა მარტივი გამოსაყენებელია, დამწყებებმა შესაძლოა უპირატესობა უკანასკნელ მათგანს მიანიჭონ.

როგორ მუშაობს Gemini და Coinbase?

ორივე მათგანის შემთხვევაში, ანგარიშის შექმნის პროცესი სტანდარტებს მიჰყვება და ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ახალი მომხმარებლები დარეგისტრირდებიან, დაადასტურებენ ელფოსტის მისამართს და დააკავშირებენ გადახდის მეთოდს. აშშ-ის წესების შესაბამისად, Gemini და Coinbase მომხმარებლებს ვინაობისა და მისამართის დადასტურებას მოსთხოვენ.

ვინ უნდა გამოიყენოს Gemini ან Coinbase?

დამწყებთათვის ორივე პლატფორმის გამოყენება კომფორტული იქნება, რადგან ისინი უსაფრთხო და მოსახერხებელია.

Gemini ინსტიტუციურ ინვესტორებისაც სთავაზობს შესაბამის ფუნქციებს, რაც ფონდის მენეჯერებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ მოწყობილობის გამოყენებასა და წვდომის ნებართვებს. გარდა ამისა, კლიენტთა მომსახურების განყოფილება უფრო მეტად ხელმისაწვდომია.

თუმცა, ახალბედებმა შეიძლება უპირატესობა Coinbase-ს მიანიჭონ. თუნდაც, კრიპტოვალუტის გამომუშავების შესაძლებლობის გამო ტრეიდინგის სწავლის პროცესში.


შენიშვნა: ინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა. 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post