fbpx

გერმანული ტოპ სტარტაპები რომლებსაც 2021-ში უნდა დააკვირდე

გერმანული ტოპ სტარტაპები რომლებსაც 2021-ში უნდა დააკვირდე

უკვე დიდი ხანია რაც გერმანული სტარტაპ ეკოსისტემა ძლიერ, უნიკალურ და კარგად ორგანიზებულ სისტემად ითვლება. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანა უამრავ, გლობალური მასშტაბით წარმატებულ სტარტაპს ითვლის. დამფუძნებლების საინტერესო იდეებს ემატება მთავრობის, კორპორატიული ბიზნესების და ევროპელი ინვესტორების აქტიურობა. შედეგად კი გერმანია ევროპის ნომერ პირველ სტარტაპ ცენტრად გვევლინება.

გერმანია უნიკალურია სტარტაპების განლაგებითაც. ბერლინის და მიუნხენის გარდა, რომლებიც სტარტაპების რაოდენობით დომინირებენ, ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ 12 პატარა, მაგრამ აქტიური ჰაბია. ამასთან გერმანელები განსაკუთრებით კარგად არიან სპეციალიზებულნი deep-tech მიმართულებით – ამ სფეროს სტარტაპების რაოდენობით ქვეყანა მესამე ადგილზეა მსოფლიოში შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ. მათ მთავარ სიძლიერეს კი წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, ლოჯისტიკა, მობილურობა და IoT (Internet of Things).

ვინ იქნებიან 2021-ში მთავარი მოთამაშეები?

1.Research gate

დაარსდა: 2008
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 201-500
დამფუძნებლები: Dr. Iljad Madisch, Dr. Sören Hofmayer and Horst Fickenscher

ResearchGate აკადემიური სოციალური ქსელია რომლითაც შეგიძლია სამეცნიერო ცოდნის მიღება და შენი ნამუშევრის გაზიარება. მისი საშუალებით უკავშირდები მკვლევარებს მსოფლიოს გარშემო, სვამ კითხვებს და იღებ საჭირო სტატისტიკას.

საიტს ხშირად მეცნიერების Facebook-ს უწოდებენ. სტარტაპი თავიდან ბოსტონში დაარსდა, თუმცა ფუნქციონირება ბერლინში განაგრძო და დღეს გერმანიის ნომერ პირველი სტარტაპია. დაფინანსების ოთხი რაუნდის მანძილზე მან 87.6 მილიონი ამერიკული დოლარის მოზიდვა შეძლო. მისი 22 ინვესტორიდან ერთ-ერთი კი ბილ გეიტსია.

2.Adjust

დაარსდა: 2012
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 501-1000
დამფუძნებლები: Christian Henschel and Paul H. Müller

Adjust ჭკვიანი მობილური ანალიტიკის კომპანიაა. პლატფორმა გვთავაზობს პროდუქტებს მარკეტინგის ავტომატიზაციისთვის, თაღლითობის პრევენციისთვის და კიბერუსაფრთხოებისთვის. სტარტაპმა მოიზიდა 225.9 მლნ ამერიკული დოლარი 6 რაუნდში 9 ინვესტორისგან. მათი ბოლო, და ყველაზე წარმატებული რაუნდი, იყო 2019 წელს – მოიზიდეს 229 მილიონი. მის კლიენტებს შორის არიან ისეთი მნიშვნელოვანი ბრენდები, როგორებიცაა:  Pinterest, Runtastic, NBCUniversal, Canon, BlaBlaCar, Viber, Takeaway.com, HelloFresh, Manchester United და Universal Music Group.

ცოტა ხნის წინ Adjust-მა შეიძინა რამდენიმე ბიზნესი და გახდა იაპონური მარკეტინგული სააგენტო – Always-ის პარტნიორი. ამ ყველაფრის ფონზე თამამად შეგვიძლია ის გერმანიის ნომერ მე-2 სტარტაპად დავასახელოთ.

3.Ecosia.org

დაარსდა: 2009
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 11-50
დამფუძნებელი: Christian Kroll

Ecosia არაკომერციული ორგანიზაცია და საძიებო სისტემაა. ის საძიებო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების 80%-ს რიცხავს პროგრამებში, რომლებიც ხეებს რგავენ ბურკინა ფასოში (მალი), ინდონეზიაში, მადაგასკარში და პერუში. მან ინვესტირების ორ ეტაპზე 15,000 ევრო მოაგროვა. უკანასკნელი ინვესტიცია TreeCard-ში კი 1 მლნ აშშ დოლარადაა შეფასებული. სტარტაპის კარგი შეთავაზება ბოლო დროის ინვესტიციასთან ერთად მის სამომავლო განვითარებას უფრო საინტერესოდ აქცევს.

4.Wandelbots

დაარსდა: 2017
სათაო ოფისი: დრეზდენი
ზომა: 51-100
დამფუძნებლები: Christian Piechnick, Dr. Georg Püschel, Maria Piechnick, Jan Falkenberg, Giang Nguyen, Sebastian Werner და Christoph Biering

Wandelbots ტექნოლოგიური პლატფორმაა რომელიც საშუალებას აძლევს არაპროგრამისტებს ასწავლონ ინდუსტრიულ რობოტებს სხვადასხვა ტასკების შესრულება უფრო ზუსტად, სწრაფად და იაფად. პროგრამა ტანსაცმელზე დამაგრებული სენსორებით იწერს ადამიანის მოძრაობას მართვადი ინდუსტრიული რობოტებისთვის.

სტარტაპმა ინვესტირების ოთხ რაუნდში 38.2 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა. მათგან 30 მლნ უკანასკნელ – series B რაუნდში 2020-ის ივნისში. Wandelbots მუშაობს ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა Siemens, Volkswagen, Microsoft, BMW და Infineon. მასზე დაწერეს მნიშვნელოვანმა გამოცემებმა – Forbes-მა, TechCrunch-მა და Gartner-მა.

5.OroraTech

დაარსდა: 2018
სათაო ოფისი: მიუნხენი
ზომა: 11-50
დამფუძნებლები: Björn Stoffers, Florian Mauracher, Rupert Amann და Thomas Grübler

OroraTech ინფრაწითელი სატელიტური მონაცემების პირველი კომერციული მიმწოდებელია. გამოიყენება ხანძრების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და სწრაფი მონიტორიგნისთვის მთელს მსოფლიოში. სისტემა NewSpace ინტელექტს იყენებს.

OroraTech Google-ის აქსელერატორის პროგრამის მონაწილეა. სისტემა უკვე გამოიყენეს ავსტრალიაში და კანადაში ხანძრების დროს. მომავალი 5 წლის განმავლობაში სტარტაპი საკუთარი ნანო სატელიტების გაშვებას გეგმავს.

კომპანიამ ინვესტირების 5 რაუნდში 1.6 მლნ ევრო შეაგროვა. ახლა, როცა New space სექტორით უფრო და უფრო მეტი ინვესტორი ინტერესდება, საინტერესოა რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2021-ში.

6.Coya

დაარსდა: 2016
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 101-250
დამფუძნებლები: Andres Shaw, Peter Hagen and Sebastian Villaroel

Coya ონლაინ სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც სავარაუდოდ სულ მალე ევროპის ნომერ პირველ ციფრულ სადაზღვევოდ იქცევა. ის მომხმარებლებს სთავაზობს გამჭვირვალე სადაზღვევო პროდუქტებს დაბალ ფასად, აგენტებისა და ბროკერების გარეშე.

პირველი პროდუქტით – Home Contest დაზღვევით, მან უკვე შეაგროვა $40 მილიონი ორ რაუნდში. ამ თანხით ის ნელ-ნელა იზრდება გერმანულ ბაზარზე. თუმცა სამომავლოდ ევროპის ბაზრის დასაპყრობად მათ პლატფორმაზე ახალი პროდუქტების დამატებას უნდა ველოდოთ.

7.Penta

დაარსდა: 2016
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 101-250
დამფუძნებლები: Aleksandar Orlic, Igor Kuschnir, Jessica Holzbach, Lav Odorovic, Luka Ivicevic, Matteo Concas და Sir Gabriel Holbach

Penta ციფრული პლატფორმაა ბიზნეს ბანკინგისთვის. ის წყალობით ნებისმიერ ბიზნესს უფასო საბანკო ექაუნთის გახსნა შეუძლია სულ რამდენიმე წუთში. მისი მისიაა ბიზნეს ბანკინგის სისტემის მოშლა ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში.

სტარტაპმა 10 ინვესტორისგან 6 რაუნდში მოაგროვა 39.7 მლნ ევრო. ჰყავს დაახლოებით 20,000 კლიენტი. კორონავირუსის დროს დამატებული ახალი ინვესტორები კი – S7V და Presight Capital, მის სამომავლო განვითარებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

8.E-bot7

დაარსდა: 2016
სათაო ოფისი: მიუნხენი
დამფუძნებლები: Fabian Beringer, Maximillian Gerer და Xaver Lehmann

E-bot7-ის შეთავაზება ეხმარება ბიზნესებს მომხმარებელთან ურთიერთობისას ეფექტურობის გაზრდაში. ისინი ახდენენ არსებული სისტემის ავტომატიზებას ან ქმნიან CRM სისტემებს მასში AI-ს ინტეგრირებით, რომელიც მუდმივად სწავლობს და უმჯობესდება.

დაფინანსების ოთხ რაუნდში სტარტაპმა 8.1 მლნ ევრო შეაგროვა ოთხი ინვესტორისგან. ისინი იყვნენ 12 ნახევარფინალისტს შორის 4YFN Start-up Awards-ზე როგორც ყველაზე პერსპექტიული სტარტაპი.

9.JustWatch

დაარსდა: 2014
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 11-50
დამფუძნებელი: David Croyé

JustWatch სტრიმინგ საძიებო სისტემაა. მისი საშუალებით ვპოულობთ იმ პლატფორმებს საიდანაც შეგვძლია ფილმების და TV შოუების ლეგალურად ყურება. სტარტაპს 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს 36 ქვეყანაში და ახლახანს გაფართოვდა აშშ-ში – GoWatchIt-ის შეძენით. თავიდან სისტემა  გათვლილი იყო სმარტფონებზე და ტაბლეტებზე. ახლა კი მუშაობს ლეპტოპებზე და კომპიუტერებზეც.

სტარტაპი ცდილობს შექმნას სრულად ინტეგრირებული ad-tech სისტემა, რომლითაც შეძლებს ფილმების რეკლამებისთვის სწორი აუდიტორიის თარგეთირებას. მისი მიზანია ფილმების მარკეტინგი უფრო ღირებულად და ნაკლებ შემაწუხებლად აქციოს მომხმარებლებისთვის. და მეტად ეფექტურად რეკლამის განმთავსებლებისთვის.

10.LOVOO

დაარსდა: 2011
სათაო ოფისი: ბერლინი და დრეზდენი
ზომა: 101-250
დამფუძნებლები: Benjamin Bak, Bjorn Bak და Ilja Gorelik

LOVOO დეითინგ აპლიკაციაა რომელიც ხელმისაწვდომია 15 ენაზე. მსოფლიოს გარშემო ამ აპს მილიონობით ადამიანი იყენებს. 2017-ში The Meet Group-მა, აშშ-ში დაფუძნებულმა სოციალურმა პლატფორმამ სტარტაპი 70 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა.

LOVOO-ს გერმანიაში პიონერია დეითინგ აპლიკაციებში.

11.Babbel

დაარსდა: 2007
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 501-1000
დამფუძნებლები: Lorenz Heine, Markus Witte და Thomas Holl

Babbel მსოფლიოში პირველი ენის სასწავლი აპლიკაციაა. იგი პიონერი და ლიდერია მსოფლიოში ენების ონლაინ სწავლების მიმართულებით. მას მილიონობით ადამიანი იყენებს სხვადასხვა ქვეყნიდან. სტარტაპმა მიიღო ნომერ 1 ინოვაციური კომპანიის წოდება მსოფლიოში საგანმანათლებლო მიმართულებით. Fast Company Magazine-მა კი მას უწოდა ყველაზე ინოვაციური საგანმანათლებლო კომპანია 2016 წელს.

Babbel-მა ოთხ რაუნდში მოაგროვა 33.3 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია რვა ინვესტორისგან. მან შეიძინა სამი ორგანიზაცია: FriendsAbroad, PlaySay და LingoVentura. ამ უკანასკნელის შეძენით 2018 წელს სტარტაპი გაფართოვდა language travel market-ზე.

12.Komoot

დაარსდა: 2010
სათაო ოფისი: პოტსდამი
ზომა: 151-100
დამფუძნებლები: Christoph Lingg, Jonas Spengler, Markus Hallermann და Tobias Hallermann

Komoot ევროპაში ყველაზე აქტიურად გამოყენებადი აპლიკაციაა ველოსიპედით საირნობის ან ლაშქრობების მარშრუტების დასაგეგმად და ნავიგაციისთვის. აპს მილიონობით ადამიანი იყენებს ევროპის მასშტაბით. ის ახლახანს გახდა Bosch-ის პარტნიორი მისი ელექტრონული ველოსიპედების განსავითარებლად.

სტარტაპს სამი ინვესტორი ჰყავს. ის ხშირად იხსენიება როგორც ტოპ/საუკეთესო სამარშრუტო აპლიკაცია.

13.AnyDesk Software GmbH

დაარსდა: 2012
სათაო ოფისი: შტუგარტი
ზომა: 11-50
დამფუძნებლები: Andreas Burike, Andreas Mähler, Olaf Liebe და Phillip Weiser

AnyDesk მსოფლიოში ცნობილი დესკტოპ აპლიკაციაა. მან მოიზიდა 6.5 მილიონი ევრო ინვესტირების სამ რაუნდში. ჰყავს 5 ინვესტორი და მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბიზნესად გერმანიაში. 2020-ის ივნისში მათ დააანონსეს მე-100 მილიონე გადმოწერა და ყოველ თვე იმატებდნენ 7 მილიონ მომხმარებელს.

2020-ის ნოემბერში AnyDesk HTC-ის პარტნიორი გახდა. HTC-ის შემოღებული 5G smart hub წინასწარ დაინსტალირდა AnyDesk-თან. სტარტაპი აცხადებს, რომ ეს თანამშრომლობა მხოლოდ დასაწყისია სამომავლო ინოვაციებიდან. რითიც პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ მას თვალი აუცილებლად უნდა ვადევნოთ.

14.Adblock Plus

დაარსდა: 2011
სათაო ოფისი: Cologne
ზომა: 11-50
დამფუძნებელი: Wladimir Palant

Adblock Plus საშუალებას გაძლევს დაბლოკო ონლაინ რეკლამები და გახადო ვების გამოყენება შენზე მორგებული. პროგრამა 250 მილიონზე მეტჯერ გადმოიწერეს. სტარტაპი 2013 წლის Pc Magazine-ში Google Chrome-ის ერთ-ერთ საუკეთესო უფასო დამატებად დასახელდა. იმავე წელს მან მიიღო About.com readers-ის ჯილდო როგორც „საუკეთესო კონფიდენციალურმა/უსაფრთხო დანამატმა“.

15.Zalando

დაარსდა: 2008
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 10001+
დამფუძნებლები: David Schneider და Robert Gentz

Zalando ევროპის ნომერ პირველ მოდის საცალო მოვაჭრედაა დასახელებული. მათ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ 1,500 ბრენდი და აირჩიოთ 150,000-ზე მეტი პროდუქტი. პლატფორმას 15 ქვეყნიდან 17 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ინვესტირების 8 რაუნდიდან სტარტაპმა 467.7 მილიონი ევრო შეაგროვა 11 ინვესტორისგან. IPO-ს დროს 2014 წელს მათი აქცია 21,5 ევროდ იყო შეფასებული. მას შემდეგ მათ 605 მილიონი ევრო გამოიმუშავეს და 7 კომპანია შეისყიდეს.

16.FlixMobility

დაარსდა: 2011
სათაო ოფისი: მიუნხენი
ზომა: 1001-5000
დამფუძნებლები: Andre Schwammlein, Daniel Krauss და Jochen Engert

FlixMobility მობილური პროვაიდერია, რომელიც ეკო-მეგობრულ და ხელმისაწვდომ სამოგაზურო საშუალებებს გვთავაზობს FlixBus-ით და Flixtrain-ით. მან სწრაფად შეძლო შეექმნა ევროპის უდიდესი საქალაქთაშორისო ავტობუსების ქსელი და 2018 წელს ჩაუშვა პირველი მწვანე მატარებლები. იმავე წელს მან დაიწყო საპილოტე პროექტი გერმანიაში და საფრანგეთში ელექტრონული ავტობუსებისთვის. FlixBus USA კი ჩაეშვა 2018-ში.

სტარტაპმა მოიზიდა 500 მლნ 15 ინვესტორისგან დაფინანსების 6 რაუნდში. თავად ჩადო ინვესტიცია Alasco-ში, რაც შეფასდა 7.5 მილიონ ევროდ. FlixMobility-მ ასევე შეიძინა 5 კომპანია, მათ შორის Eurolines S.A.

17.EyeEm

დააdრსდა: 2011
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 101-250
დამფუძნებლები: Florian Meissner, Gen Sadakane, Lorenz Aschoff და Ramzi Rizk

EyeEm მობილური ფოტო აპლიკაციაა რომელიც აერთიანებს სოციალურ ფოტო პლატფორმას Stock ფოტოგრაფიასთან. კომპანია ქმნის კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიას და აჩვენებს 90 მილიონზე მეტ სურათს მსოფლიოს წამყვანი ფოტო საზოგადოებებიდან.

სტარტაპს ინვესტიციის 5 რაუნდი ჰქონდა და მოაგროვა ჯამში 24 მლნ დოლარი. ჰყავს შვიდი ინვესტორი და თავადაც შეიძინა Sight.io 2014-ის აგვისტოში. 2018 წლიდან EyeEm-ის AI სისტემას LG იყენებს. დღეს კომპანია პლანეტის ყველაზე აქტიური ონლაინ ფოტო-მარკეტი და საზოგადოებაა.

18.Inkitt

დაარსდა: 2014
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 51-100
დამფუძნებელი: Ali Albazaz

Inkitt ციფრული პლატფორმაა ნოველების ონლაინ საწერად, საკითხავად და გასაზიარებლად. ის მომხმარებლებს აძლევს ჯერ გამოუქვეყნებელი წიგნების კითხვის შანსს. ამასთან პროგნოზირებს რამდენად წარმატებული იქნება წიგნი მისი მკითხველის ქცევის შესაბამისად.

სტარტაპმა 21 მლნ დოლარი მოაგროვა 20 ინვესტორისგან სამ რაუნდში. აპლიკაცია 100,000-ზე მეტჯერ გადმოწერეს.  ვიზიტორების რიცხვი კი თვიურად იზრდება.

2016 წელს Inkitt მუშაობდა გამომცემელ Tor-თან ალგორითმის მიერ შერჩეული წიგნის გამოსაქვეყნებლად. სტარტაპი მოიხსენიეს ისეთმა გავლენიანმა გამომცემლობებმა როგორებიცაა Forbes, BBC, The Gardian და TechCrunch.

19.Blinkist

დაარსდა: 2012
სათაო ოფისი: ბერლინი
ზომა: 51-100
დამფუძნელები: Holger Seim, Niklas Jansen, Sebastian Klein და Tobias Balling

Blinkist მომხმარებლებს სთავაზობს მობილურ აპლიკაციას, რომელიც საშუალებას გაძლევს წაიკითხო ან მოუსმინო ბესტსელერი, არამხატვრული წიგნების ინსაითებს 15 წუთში. სტარტაპი ნომინირებული იყო App Store-ში საუკეთესოდ, მიიღო World Summit Award განათლების კატეგორიაში და მოიგო Google Material Design Award ბრენდის ექსპრესიულობისთვის.

სტარტაპმა მოიზიდა 34.8 მლნ დოლარი 5 რაუნდში 7 ინვესტორისგან.

20.Personio

დაარსდა: 2015
სათაო ოფისი: მიუნხენი
ზომა: 501-1000
დამფუძნებლები: Arseniy Vershinin, Hanno Renne, Ignaz Forstmeier და Roman Schumacher

Personio Cloud-ზე დაფუძნებული HR software-ია სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მისი გამოყენებით კომპანიებს შეუძლიათ მართონ თანამშრომლების მონაცემები და HR პროცესები ერთი სისტემის გამოყენებით. ის მოიცავს ყველა HR პროცესს – ადამიანურ რესურსებს, რეკრუტირებას და ხელფასებს.

Personio-მ უნიქორნის ტიტული 2020-ის ივნისში მიიღო. სტარტაპის ინვესტიციების მთლიანი რაოდენობა 129.3 მილიონი დოლარია. მას 16 ინვესტორი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი სილიკონის ველის venture capitalist Accel-ია, რომლის პორტფოლიოშიც შედიან Dropbox და Slack. სტარტაპმა შეიძინა Rollbox 2019 წელს.

21.Alugha

დაარსდა: 2014
სათაო ოფისი: Mannheim
ზომა: 11-50
დამფუძნებლები: Bernd Korz, Gregor Greinert, Ithamar Adema და Niklas Korz

Alugha გთავაზობს ვიდეოს კონვერტირებას მრავალენოვან ვიდეოდ. მისი წყალობით შესაძლებელია  ვიდეოების თარგმნა, ვოისოვერის, ტრანსკრიპტების, ტიტრების შექმნა და გამოქვეყნება. ისინი გთავაზობენ Tool-ს, როლის გამოყენებითაც ვიდეოს ავტომატურად ცვლი მომხმარებლის ენის შესაბამისად.

Alugha-მ დააგროვა 4.7 მლნ დოლარი ინვესტირების 3 რაუნდში Greinert Verwaltungsgesellschaft-სგან. სტარტაპი ახლა software-ის ტექნიკურ დეველოპმენტზე, დიზაინზე, სერვისებზე და გაყიდვებზე მუშაობს. მისთვის ყურადღების მიქცევა მომავალ წელს ნამდვილად ღირს.

Share this post