fbpx

Google Meet-ს Emoji-ები ემატება!

Emoji

Google Meet-ს Emoji-ები ემატება!

დიდი ხნის წინ (ზუსტად, 2021 წლის თებერვალში), Google-მა თქვა, რომ ის ამატებდა emoji-ს რეაქციას Google Meet-ზე.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში, Google-მა თქვა, რომ ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტსა და iOS-ზე; Android-ზე კი, ის “მალე დაემატება”.

უფრო ზუსტად, ემოჯიების ჩაშვება დაიწყო 11 იანვარს პერსონალური Google ანგარიშების მქონე მომხმარებლებისთვის; ხოლო სხვები მას გამოიყენებენ 16 ან 23 იანვრიდან, იმისდა მიხედვით, არის თუ არა თქვენი Google Workspace განახლებული.

ლაივ შეხვედრების დროს, მენიუს ქვედა ზოლში დაინახავთ მენიუს ახალ ერთეულს emoji-ს ხატულაზე. როგორც კი აირჩევთ და დააწკაპუნებთ emoji-ზე, ის გამოჩნდება თქვენს ვიდეოში, რომელიც “ცურავს” ეკრანის მარცხენა მხარეს. თუ ერთზე მეტი მომხმარებელი აგზავნის emoji-ს, ისინი გამოჩნდება მაყურებლის ეკრანის მარცხენა მხარეს.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფუნქცია, რეალურად საკმაოდ სასარგებლოა.

ოთხშაბათს Google-მა ასევე შეცვალა მომხმარებლების მიერ Google Chat-ში ჯგუფური საუბრის დაწყების წესი. “ჯგუფური საუბრის დაწყების” შეთავაზება გაქრება; ამის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ დაიწყოთ საუბარი ერთზე მეტ მიმღებთან დაწკაპუნებით “ახალი ჩატი”, აკრიფოთ მათი სახელები და აირჩიოთ ისინი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post