fbpx

Google for Startups-ის დახმარებას პირველ ეტაპზე 17 უკრაინული სტარტაპი მიიღებს

Google for Startups-ის

Google for Startups-ის დახმარებას პირველ ეტაპზე 17 უკრაინული სტარტაპი მიიღებს

მიმდინარე წლის 30 მარტს Google for Startups-მა შექმნა უკრაინაში დაფუძნებული სტარტაპების მხარდამჭერი ფონდი, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით 50 სტარტაპისთვის ჯამში $5 მილიონი გამოიყო. ფონდის დაარსებიდან ორი თვის თავზე კი Google for Startups-ის ფინანსური დახმარების მიმღები სტარტაპების პირველი ჯგუფი ცნობილია:

CareTech Human: სრულად ავტომატიზებული plug-and-play მოწყობილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური შემოწმებისა და დაავადების ადრეული გამოვლენისთვის.
Discoperi: AI-ზე მომუშავე ვიდეომონიტორინგის სისტემა, რომელიც ავტოავარიების თავიდან ასაცილებლად და საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად
საგზაო მოძრაობის მონაცემებს აგროვებს.
Elai.io: პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ტექსტიდან ვიდეოკონტენტის შექმნის საშუალებას აძლევს.
Almexoft: low-code პლატფორმა ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისა და ელექტრონული დოკუმენტების მართვისთვის.
pleso therapy: ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმა, რომელიც პაციენტებს მათთვის შესაფერის თერაპევტებთან აწყვილებს.
Releaf Paper: მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელიც ჩამოცვენილი ფოთლებისგან ქაღალდის პროდუქტებს აწარმოებს.
Lab24: პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ლაბორატორიული მომსახურებების სახლში მიღების საშუალებას აძლევს.
Respeecher: ხმის ტრანსფორმაციის სისტემა კონტენტის შემქმნელებისთვის.
ZooZy: აპლიკაცია, რომელიც შინაურ ცხოველებზე ზრუნვისთვის საჭირო ყველა მიმართულებას, – საკვებს, სასწავლო რჩევებს, ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა, – ერთ სივრცეში აერთიანებს.
Private Tech Network: ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე VC-as-a-Service პლატფორმა, რომელიც  ფინანსების მოზიდვის პროცესის დასაჩქარებლად და გასაუმჯობესებლად არის შექმნილი.

აღნიშნული სტარტაპების გარდა, Google Support Fund-ის ფინანსური დახმარების მიმღებ პირველ ჯგუფში ასევე შედიან: Mindly, Dots Platform, Effy.ai, Handy.ai, PRAVOSUD, Skyworker და VanOnGo.

როგორ პასუხობს Google რუსეთის უკრაინაში შეჭრას

რუსეთის

დღეს მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ გამოეხმაურა Google რუსეთის უკრაინაში შეჭრას და რა მიმართულებებით დააწესა შეზღუდვები მან თავის მომსახურებებზე.

Google for Startups-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითოეული სტარტაპი $100,000-ამდე დაფინანსებას კომპანიის წილის გაცემის გარეშე მიიღებს. ამის გარდა, ტექნოლოგიური გიგანტი მათ პროდუქტთან დაკავშირებული მხარდაჭერითა და მენტორობით უზრუნველყოფს, ასევე Google Cloud Credit-ს გადასცემს.

დაფინანსების მიღების მსურველ სტარტაპებს განცხადების გაგზავნა სპეციალური ფორმის საშუალებით კვლავ შეუძლიათ. Google-ის თქმით, კომპანია 2022 წლის 24 თებერვლამდე უნდა იყოს დაარსებული უკრაინაში. ხოლო მისი განვითარების ეტაპი უნდა იყოს MVP-ის შემდგომი საფეხური – უნდა ჰქონდეთ პროდუქტი ბაზარზე, პილოტები ან ადრეული შემოსავალი.

შერჩევის პროცესში Google-ის პოლონეთში დაფუძნებული პარტნიორი Huge Thing მიიღებს მონაწილეობას. პრიორიტეტი მიენიჭებათ სტარტაპებს, რომელთა მისიაც სოციალური გავლენაა და რომლებიც მიღებულ თანხას ზრდის გასაგრძელებლად ან ომის გავლენით შეჩერებული ბიზნესოპერაციების გასაგრძელებლად გამოიყენებენ, ასევე, რომლებსაც ახალი გამოწვევებისა და მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად, პროდუქტის სტრატეგიის შეცვლა სურთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post