Google Hangouts უქმდება
თებერვალში, Google Hangouts Workspace-ის გაუქმების შემდეგ, Google ახლა იწყებს უფასო, პერსონალური Hangouts-ის მომხმარებლების Chat-ში მიგრაციის პროცესს. ბლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში Google ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ მობილურ აპლიკაციას, ჩეთზე გადასვლის მოთხოვნას შენიშნავენ.
რაც შეეხება მომხმარებლებს, რომლებიც Hangouts-ს Gmail-ის ვებში იყენებენ, Google ამბობს, რომ მათ Chat-ში გადასვლის მოთხოვნა ივლისამდე არ მიუვათ. აპლიკაცია ხელმისაწვდომი დარჩება დესკტოპ საიტზე ნოემბრამდე და Google ამბობს, რომ მომხმარებლებს „მინიმუმ ერთი თვით ადრე“ გააფრთხილებს, სანამ Chat-ზ გადასვლა მოუწევთ.
დამაბნეველია, რომ Google Chat არ არის იგივე, რაც GChat (ან Google Talk), რომელიც Google-მა სამუდამოდ გააუქმა ამ თვის დასაწყისში (თავიდან ის GChat-ის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა). კომპანიამ პირველად მომხმარებლებს Chat-ზე გადაყვანის გეგმებზე 2018 წელს მიანიშნა.
თუ ჯერ კიდევ იყენებთ ამ აპლიკაციას, Google-მა ავტომატურად უნდა გადაიტანოს თქვენი საუბრების ისტორია Chat-ში. კომპანია ასევე გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიყენოთ მისი Takeout სერვისი თქვენი მონაცემების ასლის ჩამოსატვირთად ნოემბრამდე.