fbpx

Google Maps-ში რუსეთის სამხედრო და სტრატეგიული ობიექტები ჩანს – რას ამბობს კომპანია

Google Maps-ში

Google Maps-ში რუსეთის სამხედრო და სტრატეგიული ობიექტები ჩანს – რას ამბობს კომპანია

17 აპრილიდან უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Google Maps-ში რუსეთის სამხედრო და სტრატეგიული ობიექტები მაქსიმალური გარჩევადობით ჩანს.

,,Google Maps-ში რუსეთის ფედერაციის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი მაქსიმალური გარჩევადობით გახდა ხელმისაწვდომი. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, სამეთაურო პუნქტები, საიდუმლო პოლიგონები და ა.შ. ახლა უკვე პიქსელზე დაახლოებით 0,5 მეტრი გარჩევადობით შეგიძლიათ ნახოთ. ამ დრომდე ისინი ბევრად ცუდი ხარისხით იყო გამოსახული, რაც დეტალების გარჩევის საშუალებას არ იძლეოდა… ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ გამოსახულებებს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან სამხედრო სატელიტებს ბევრად უკეთესი გარჩევადობა აქვთ’’,წერდა უკრაინული მედია, რომელიც ამბავს შესაბამის გამოსახულებებს ურთავდა.

ამავე ინფორმაციას ავრცელებდა Twitter-ზე უკრაინული ანგარიში @ArmedForcesUkr, რომელიც ვერიფიცირებული არაა, თუმცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ანგარიშის მიერ წყაროდ არაერთხელ არის გამოყენებული.

 

რუსეთის სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების გავრცელებული გამოსახულებები რუკაზე ნამდვილად ხელმისაწვდომია, მაგრამ, როგორც კომპანია აცხადებს, ეს სიახლე არ არის.

„ჩვენ არ განგვიხორციელებია რაიმე ცვლილება რუსეთის სატელიტურ გამოსახულებებში’’,  – აცხადებს Google-ის სპიკერი ჯენევი პარკი მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

აღსანიშნია, რომ სამხედრო ობიექტების სატელიტური გამოსახულებები Google Maps-ში ზოგჯერ ბუნდოვანი ეფექტით ან დაბალი ხარისხით არის ნაჩვენები.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post