fbpx

Google Maps-ს განახლებები დაემატა

Google Maps-ს

Google Maps-ს განახლებები დაემატა

100-ზე მეტი ღირშესანიშნაობის მეტად იმერსიული ხედები, მიმდინარე მდებარეობის გაზიარება შეტყობინებების თანხლებით და ველოსიპედით მოძრაობისთვის უფრო დეტალური მარშრუტები – ეს ის ახალი ფუნქციებია, რომლებიც Google-მა სულ ახლახან წარადგინა.

თითოეული განახლება დამოუკიდებლად რომ განვიხილოთ, იმერსიული ხედების იდეა კომპანიამ თავდაპირველად Google I/O კონფერენციაზე, მიმდინარე წლის მაისში წარადგინა. მაშინ Google-მა განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი Street View-ის, სატელიტისა და საჰაერო სურათების შერწყმის გზით, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის 3D მოდელის შექმნა იყო. რამდენიმე თვის შემდეგ კი, იდეა რეალობად იქცა და ამიერიდან მომხმარებლებისთვის ბარსელონაში, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და ტოკიოში მდებარე 100-ზე მეტი ღირსშესანიშნაობის იმერსიული ხედის ხილვა შეეძლებათ.

მართალია, აღნიშნული განახლება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ღირსშესანიშნაობებით შემოიფარგლება, თუმცა, Google-მა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ფუნქციის მეშვეობით რესტორნებისა და სხვადასხვა სამეზობლოს ხილვის შესაძლებლობაც ექნებათ მომხმარებლებს.

მეორე ახალი ფუნქციის ფარგლებში, მომხმარებლები თავიანთ მიმდინარე მდებარეობას განსაზღვრული დროით, URL-ის მეშვეობით გააზიარებენ. თანაც, ადგილმდებარეობებთან მიბმულ გარკვეულ შეტყობინებებსაც მიიღებენ. შეტყობინებების ნაწილის მუშაობის პრინციპი უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითი განვიხილოთ: თუ მეგობრებს რესტორანში უნდა შეხვდეთ, შეგიძლიათ, რომ ამ დაწესებულებისთვის შეტყობინებები დააყენოთ; ხოლო როდესაც თქვენი მეგობრები, რომლებიც თავიანთ მიმდინარე მდებარეობას გიზიარებენ დანიშნულების ადგილას მივლენ, შეტყობინებას მიიღებთ. იგივე პრინციპია კონკრეტული ადგილმდებარეობის დატოვების შემთხვევაშიც – როდესაც მეგობრები რესტორნიდან გავლენ, Google Maps შეგატყობინებთ.

Google აბორტის კლინიკების ვიზიტების მონაცემებს წაშლის

აბორტის

აშშ-ში უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აბორტის შემთხვევაში მშობელი დააპატიმრონ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ რამდენად შესაძლებელია, მობილურში არსებული აპლიკაციებიც ამ გადაწყვეტილებას მოერგონ და მათ წინააღმდეგ წავიდნენ.

რაც შეეხება მესამე განახლებას, Google Maps-ს ისეთი მონაცემები დაემატება, რომლებიც ველოსიპედისტებისთვის გადაადგილებას უფრო მარტივს გახდის. კერძოდ, აპლიკაცია მათ შეატყობინებს იმის შესახებ, თუ რამდენად დატვირთულია მათ მარშრუტზე არსებული მოძრაობა. ასევე რა ტიპის გზაზე გაივლიან, იქნება ეს მთავარი გზა, მეორეხარისხოვანი გზა თუ ველობილიკი. გარდა ამისა, Google Maps მათ შეატყობინებს გზაზე არსებული დაბრკოლებების, მაგალითაც ციცაბო ბორცვებისა და კიბეების არსებობის შესახებ.

პირველი ორი განახლება Google Maps-ს უკვე დაემატა, ხოლო რაც შეეხება უკანასკნელ მათგანს, ის უახლოეს კვირებში გახდება ხელმისაწვდომი Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post