fbpx

რუსეთი Google-ს $365 მილიონით აჯარიმებს

რუსეთი Google-ს $365 მილიონით აჯარიმებს

რუსეთმა დაახლოებით 365 მილიონი დოლარის ჯარიმა (21,1 მილიარდი რუბლი) დააკისრა Google-ს YouTube-ის ვიდეოების არწაშლის გამო, რომლებიც ქვეყნის კანონებს ეწინააღმდეგება. თარგმნილ პრესრელიზში, რუსული კომუნიკაციების მარეგულირებელი Roskomnadzor აცხადებს, რომ YouTube-მა არ შეასრულა ბრძანება „აკრძალული კონტენტის“ წაშლის შესახებ, რომელიც შეიცავს ვიდეოებს „ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ხელშემწყობი“, ასევე სავარაუდო ცრუ ინფორმაციას უკრაინის ომის შესახებ.

მარტში, Roskomnadzor დაემუქრა გუგლს, რომ წაეშალა „არალეგალური“ ვიდეოები YouTube-ზე და განაცხადა, რომ ჯარიმა 8 მილიონი რუბლიდან დაიწყებოდა (94,675 აშშ დოლარი იმ დროისთვის), გუგლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტამდე ასვლის შესაძლებლობით. დღესდღეობით კი ეს ჯარიმა 21,1 მილიარდ რუბლზეა ასული, მაგრამ გაურკვეველია, გადაიხდის თუ არა გუგლი ჯარიმას.

რუსეთის მარეგულირებელი, Roskomnadzor, აცხადებს, რომ ის Google-ს დააჯარიმებს

Roskomnadzor

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი, Roskomnadzor, Google-ს დაჯარიმებით დაემუქრა. მიზეზი, რის გამოც მან ეს გააკეთა, არის ის, რომ Google-მა არ შეასრულა ქვეყნის ბრძანებები YouTube-ის გარკვეული „არალეგალური“ ვიდეოების წაშლის შესახებ.

გასული წლის დეკემბერში, რუსეთმა გუგლი 100 მილიონი დოლარით დააჯარიმა აკრძალული კონტენტის ხელახლა წაშლის გამო, მაგრამ სიტუაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამწვავდა. მრავალი სხვა ტექნოლოგიური კომპანიის მსგავსად, Google-მა რუს კლიენტებს შეუწყვიტა სხვადასხვა სერვისი, შეაჩერა რეკლამების გაშვება რუსეთიდან გუგლის პლატფორმებზე, მოახდინა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მედიის საკუთრებაში არსებული YouTube არხების დემონეტიზაცია და აკრძალა ეს არხები.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post