fbpx

Health Tech Forward – ექიმო ციფრული ჯანდაცვის კონფერენციაზე

Health Tech Forward – ექიმო ციფრული ჯანდაცვის კონფერენციაზე

HealthTech Forward გლობალური კონფერენციაა, რომელიც პერიოდულად ციფრულ ჯანდაცვაში მოღვაწე სტარტაპებს, სამედიცინო პრაქტიკოსებს, ვენჩურულ კაპიტალისტებსა და სხვა, ამ სფეროსთან დაკავშირებული პროფესიების ადამიანებს კრებს. მისი მიზანი სამედიცინო ტექნოლოგიებში მიმდინარე ტენდენციების განსაზღვრა და ამ პროცესში აქტიური მონაწილეობაა.

სასიხარულოა ფაქტი, რომ წელს, 4-5 ოქტომბერს, პოლონეთში გამართულ კონფერენციას ქართული ციფრული ჯანმრთელობის პლატფორმა ექიმო დაესწრო, რომელიც ღონისძიებაზე სპონსორის სახით იყო წარმოდგენილი.

“ჩვენ წარმოვადგინეთ EKIMO, როგორც პროდუქტი და როგორც კომპანია, რომელიც ტექნიკურ გადაწყვეტილებებს აწვდის ჯანდაცვის სერვისის პროვაიდერებს. გარდა ამისა, კონფერენციაზე გავაზიარეთ ჩვენი გამოცდილება და შევხვდით ძალიან საინტერესო კომპანიებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები გვაკავშირებს,”ირაკლი მირზიკაშვილი, Ekimo-ს გენერალური დირექტორი.

აქვე გეტყვით, რომ კონფერენციამ მოიცვა სხვადასხვა პრეზენტაცია და პანელი, სადაც ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით გაუმჯობესებული პოტენციური პროცესები განიხილებოდა, რომელიც პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კონფერენციაზე სპიკერებად მიწვეულნი იყვნენ ისეთი გლობალური ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიც არიან: Microsoft, HIMMS. IPSOS, GmbH, McKinsey, Amazon, Pfizer და სხვა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ექიმოში თვლიან, რომ მსგავსი კომპანიებისა და ქეისების ფონზე, ქართული კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უცხოური გამოცდილებების ათვისება და საკუთარ ქვეყანაში გადმოტანა, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის პროცესების განვითარებას და დიჯიტალიზაციას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

და ბოლოს, კონფერენცია ჩატარდა Kilo.Health-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ციფრული ჯანმრთელობის კომპანიაა. ის ხელს უწყობს ამ სფეროში მოღვაწე სტარტაპებს ციფრული ჯანმრთელობის პროდუქტების შექმნაში.

ექიმო ციფრული ჯანმრთელობის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ექიმებს, ლაბორატორიებს და აფთიაქს. მომხმარებელს შეუძლია, დისტანციურად გაიაროს კონსულტაცია, მიიღოს ელექტრონული დანიშნულება და საჭირო მედიკამენტები პირდაპირ ონლაინ აფთიაქიდან გამოიწეროს. სულ ცოტა ხნის წინ, ექიმოში ვეტერინარული სერვისებიც დაემატა, რაც საშუალებას აძლევს შინაური ცხოველების პატრონებს, დისტანციურად იზრუნონ თავიანთი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობაზე.

3 გზა მედიცინაში IT სერვისების გასაუმჯობესებლად

“ყველაფერი უნდა დაიწყოს ინვესტირებით. ამჯერად, IT ინვესტიციებით, კერძოდ ჯანდაცვის სფეროში” – აღნიშნავს კრის პოპიელსკი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post