fbpx

საქართველოში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში

საქართველოში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში

მეტავერს ღონისძიებების სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით 31 ოქტომბერს პირველი ჰიბრიდული WEB3 კონფერენცია ჩატარდა მთაწმინდაზე სფეროში, ხოლო მათ ვისაც სახლში ყოფნის კომფორტზე უარის თქმა არ სურდათ, შესაძლებლობა ჰქონდათ, ღონისძიებას მეტავერსში დასწრებოდნენ.

WEB3 კონფერენციის  ოფიციალური ნაწილის ფარგლებში 4-მა ქართველმა სპიკერმა: CRYPTX/CRYPTAL-ის საბჭოს წევრმა – გიორგი გვაზავამ, Arena Games-ის COO – მარიე გიორგობიანმა, WEB3/Blockchain დეველოპერმა – ნიკა ასათიანმა  და C25-ის CPO ნიკა გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს  WEB3-ში საქმიანობის შესახებ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, დამსწრეებს დარგის ლიდერებთან საინტერესო იდეების გაცვლის და სფეროს 3დ ვიზუალების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.

Moving to WEB3 ღონისძიების ორგანიზატორი იყო Arrival – მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა Eteam-ის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA, Binance, Noxtton, SakartveloInsigh და MetaViu-ს პარტნიორობით.

რაზე ისაუბრეს Startup Grind-ზე Payze-მ, Pulsar Ai-მ, და Kernel-მა?

26 ოქტომბერს ტერმინალმა startup grind-ის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიება ამჯერად სრულად ქართულ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ქართული სტარტაპების – Payze-ს, Kernel-ისა და Pulsar Ai-ს თანადამფუძნებლებმა გეგა წურწუმიამ, ბექა დალაქიშვილმა და სოფო ჭყოიძემ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post