ქართულმა სტარტაპმა Identomat $3.2 მლნ ინვესტიცია მოიზიდა
Identomat ილინოისში მდებარე ქართული სტარტაპია, რომელიც ბიზნესებისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ის მუშაობს ინდივიდების ვერიფიკაციასა და სანდოობის შემოწმებაზე, რაც ბიზნესებს მნიშვნელოვნად უმარტივებს საქმეს. Identomat ეხმარება კომპანიებს, უზრუნველყონ მომხმარებლის უწყვეტი დისტანციური ჩართვა, ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია, ასაკის გადამოწმება და თაღლითობის თავიდან აცილება ხარჯების მცირე ნაწილით. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მან Seed რაუნდში 3.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რაც აღნიშნულ რაუნდში ქართული სტარტაპების მიერ მოზიდულ ინვესტიციებს შორის ყველაზე დიდია.
2021 წელი იყო უზარმაზარი მნიშვნელობის #Identomat-ისთვის – დაწყებული #Money2020USA-ზე დასწრებიდან, 50+ საწარმო კლიენტების მოზიდვის, MoM-ის 20%-იანი ზრდისა და #Equifax-თან მონაცემთა სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების ჩათვლით.
“ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ბრწყინვალე გუნდისა და ჩვენი ოჯახების, ჩვენი საოცარი პარტნიორებისა და ინვესტორების და ყველასი, ვინც დაგვეხმარა ამ მნიშვნელოვანი მომენტის მიღწევაში ჩვენი კომპანიის მოკლე, მაგრამ დატვირთული ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ კი მოუთმენლად ველით მომავალს…” – ამბობენ Identomat-ის გუნდის წევრები.