fbpx

ილონ მასკს Twitter-ის თანამშრომლების უმეტესობის გათავისუფლება სურს

ილონ მასკს Twitter-ის თანამშრომლების უმეტესობის გათავისუფლება სურს

ამჟამად Twitter-ში დაახლოებით 7,500 ადამიანი მუშაობს და მათგან 75%-ს შეიძლება, გათავისუფლების საფრთხე დაემუქროს. ილონ მასკი, რომელიც კომპანიის შესყიდვის პროცესშია, პოტენციურ ინვესტორებს ეუბნება, რომ ის ხარჯების შესამცირებლად გუნდის დიდი ნაწილის გათავისუფლებას გეგმავს.

მასკს აქვს 28 ოქტომბრამდე აქვს ვადა, დახუროს Twitter-ის შესყიდვის პროცესი. ანონიმური წყაროები The Post-ს განუცხადეს, რომ გარიგება კეთილსინდისიერად მიიწევს წინ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამუშაო ადგილების შემცირება მასკის გადაწყვეტილებამდე, ისედაც იგეგმებოდა. Twitter-ის მენეჯმენტი გეგმავდა მუშახელის თითქმის მეოთხედის შემცირებას და ხელფასიდან 800 მილიონი დოლარის ამოღებას. მასკის დაგეგმილი შემცირება, რომელიც უფრო დიდია, „წარმოუდგენელია“, განუცხადა The Post-ს Twitter-ის სპამისა და ჯანმრთელობის მეტრიკის ყოფილმა ხელმძღვანელმა. მომხმარებლები, ამ ცვლილებას, სავარაუდოდ, მაშინვე შეამჩნევენ.

მასკმა თქვა, რომ ის “აშკარად ზედმეტს იხდის” Twitter-ისთვის და გარიგებაში ჩართული ერთ-ერთი კომპანიის გენერალურმა პარტნიორმა Business Insider-ს განუცხადა, რომ “ჩვენ ყველა ვცდილობთ მისგან თავის დაღწევას, გულწრფელად რომ ვთქვათ”. გეგმა არის შემოსავლის გაორმაგება სამ წელიწადში, განუცხადა მასკმა ინვესტორებს, თუმცა, მათ არ განუმარტავს, თუ როგორ მოხდება ეს.

Twitter ამატებს TikTok-ის მსგავსი ვიდეოს ახალ ფუნქციას

Twitter ამატებს ახალ ფუნქციებს, რათა მომხმარებლებს ვიდეოების ყურება და აღმოჩენა გაუადვილოს თავის პლატფორმაზე – განაცხადა სოციალურმა ქსელმა ცოტა ხნის წინ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post