fbpx

რა არის Impact Entrepreneurship?

Impact Entrepreneurship

რა არის Impact Entrepreneurship?

სანამ ტერმინის Impact Entrepreneurship განმარტებაზე გადავიდოდეთ, პირველ რიგში, ორი წინაპირობა განვიხილოთ:

 

ნებისმიერი სახის მეწარმეობა არის სოციალური მეწარმეობა

სოციალური მეწარმეობა არის მიდგომა, რომელიც სტარტაპებისა და ანტრეპრენერების მიერ სოციალური პრობლემების გადაჭრისადმი მიმართული გადაწყვეტილებების განვითარებასა და დანერგვას გულისხმობს. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ბიზნესის მიზანია, ნებისმიერი სახის მეწარმეობა სოციალური მეწარმეობაა. ამრიგად, ყველა ბიზნესს სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის სოციალური გავლენა აქვს.

ყველა სოციალური საწარმო არ არის Impact საწარმო

ახლა კი განვსაზღვროთ, თუ რა იგულისხმება ,,გავლენის მოხდენაში’’. გავლენა ეს არის ორგანიზაციის საქმიანობის (დადებითი) ზემოქმედება საზოგადოების კეთილდღეობაზე. ის უნდა მოიცავდეს 3 ნიშან-თვისებას:

• რელევანტურობა (Relevancy);
• გაზომვადობა (Measurability);
• მასშტაბირებადობა (Scalability).

მაშასადამე, „გავლენის მოხდენა“  ნიშნავს რელევანტური, გაზომვადი და მასშტაბირებადი გზებით პოზიტიური ზემოქმედების მოხდენას.

განმარტება

ტერმინი Impact Entrepreneurship მიემართება ეთიკურ და გამჭვირვალე საწარმოებს, რომელთაც აქვთ გაზომვადი მასშტაბური გავლენა სოციალურ ან გარემოსდაცვით პრობლემებზე. ასეთი საწარმოები ოპერირებენ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა მაგალითად განათლება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა.

ვინ არის Impact Entrepreneur?

ისეთ მეწარმეებზე ფიქრისას, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე, შესაძლოა არაკომერციული ან საქველმოქმედო ორგანიზაციები გაგვახსენდეს. თუმცა, Impact Entrepreneurship ასეთ კომპანიებს არ მოიცავს, რადგან ის (არაკომერციული და საქველმოქმედო ორგანიზაციისგან განსხვავებით) მოგების მიღებასა და გრძელვადიან მდგრადობაზეა ორიენტირებული. იგი არც დონორებზეა დამოკიდებული და მისი ძირითადი ფოკუსი სოციალური გავლენის საბაზრო სტრატეგიების საშუალებით მოხდენაა.

აღსანიშნია, რომ ტრადიციული მეწარმეობისგან განსხვავებით, Impact Entrepreneurship ყურადღებას ამახვილებს ბიზნესკონცეფციაზე სახელით Triple Bottom Line (TBL). ეს არის სტრუქტურა, რომელიც თანაბარი მნიშვნელობის მქონე 3 თვალსაზრისს მოიცავს:

• ეკონომიკური პერსპექტივა;
• სოციალური პერსპექტივა;
• გარემოსდაცვით პერსპექტივა.

ეს ნიშნავს, რომ ბიზნესის ტრადიციული ფინანსური პერსპექტივა ფართოვდება და კომპანიის სოციალურ და გარემოსდაცვით საქმიანობასაც მოიცავს.

რა არის კორპორაციული ანტრეპრენერობა?

ანტრეპრენერობა

სიტყვა ანტრეპრენერი მომდინარეობს ფრანგული ზმნიდან ,,entreprendre’’, რაც ნიშნავს რაიმეს განხორციელებას, წამოწყებას. შესაბამისად, ანტრეპრენერობა ნიშნავს საქმიანობას, რომელის დროსაც ადამიანი აორგანიზებს, ხელმძღვანელობს და ბიზნესის/საქმიანობის დაწყების რისკს თავის თავზე იღებს.

სოციალური საწარმოს მაგალითი, რომელიც TBL-ით ოპერირებს, იქნებოდა ადგილობრივი კომპანია, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე (ვერდასაქმებულ) პირებს თუნდაც ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ასაქმებს. მის მიერ უზრუნველყოფილი სოციალური სარგებელი არის სსმ პირების დასაქმება და კეთილდღეობის ხარჯების შემცირება, ხოლო გარემოსდაცვითი სარგებელი – ნარჩენების გადამუშავება.

Impact Entrepreneurship-ის მაგალითი კი TBL-ით ფართო მასშტაბზე ოპერირებადი Tesla არის. ეს კომპანია გლობალურად მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგეტიკული (წიაღისეული საწვავისგან თავისუფალი) ეკოსისტემის შექმნას ცდილობს. ამას კი სრულად ელექტრომანქანების შექმნით უზრუნველყოფს. ანუ Tesla-ს გარემოზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა სურს. ამის გარდა, მისი პატენტები საჯაროდ ხელმისაწვდომია (ცხადია, ღია წყაროს გამოყენება გარკვეული წინაპირობების საფუძველზეა შესაძლებელი) და საზოგადოებას კომპანიის ჩატარებული R&D-ის მოხმარება შეუძლია.

მასშტაბირების სტრატეგიები Impact საწარმოსთვის

Impact Entrepreneurship-ში მომუშავე ადამიანები ისეთ გამოწვევებს აწყდებიან, როგორსაც ტრადიციული მეწარმეები. მაგალითად, პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობას უნდა მიაღწიონ; შეზღუდული ბიუჯეტით კარგი კადრები უნდა დაიქირაონ; საჭიროა, რომ მართონ ფინანსები, ასევე განავითარონ ზრდის სტრატეგია და ა.შ.

ძირითადი ასპექტი, რომელიც Impact მეწარმეს ტრადიციული ანტრეპრენერისგან განასხვავებს არის ის, რომ პირველმა მათგანმა შემოსავლების მოდელთან ერთად, გავლენის მოდელიც უნდა შეიმუშაოს. აქედან გამომდინარე, Impact Entrepreneurship-ის უნიკალური გამოწვევა ორივე მოდელის ერთობლივად ამუშავებაა.

ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მასშტაბირებადობის შეზღუდვებია. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს თუნდაც შორეულ სოფლებში არსებულ პოპულაციებამდე მიღწევა, რაც დიდ ხარჯებს საჭიროებს. აღნიშნულმა შესაძლოა საწყისი გეოგრაფიული მდებარეობის მიღმა კომპანიის მასშტაბირება გაართულოს. ამის გარდა, Impact Entrepreneurship-ში საწყის ეტაპზევე აუცილებლად გასათვალისწინებელია როგორც გავლენის, ასევე შემოსავლის მასშტაბირებადობა. ამ გამოწვევის გადასალახად 2 ძირითადი სტრატეგია არსებობს:

პარტნიორების მეშვეობით მასშტაბირება

გეოგრაფიული არეალის გაზრდა ფრენშაიზინგის (Franchising) საშუალებითა შესაძლებელი. ამ სტრატეგიის მეშვეობით თქვენი გადაწყვეტილების სხვა რეგიონებში წაღებაში სხვები დაგეხმარებიან.

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის განმარტების თანახმად, ,,ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელება’’. ამავე განმარტებით, ,,მსხვილი ფირმა/საწარმო/დამამზადებელი (ფრენშაიზერი) შეუთანხმდება მცირე ფირმას (ფრენშაიზი), რომელიც კისრულობს ფრენშაიზერის საქონლის გაყიდვის ვალდებულებას, ან მისთვის მომსახურების გაწევას’’.

ფართომასშტაბიან ორგანიზაციასთან პარტნიორობა

მეორე სტრატეგია ისეთ ორგანიზაციასთან პარტნიორობაა, რომელსაც მიღწევადობის ფართო მასშტაბები აქვს. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ თუნდაც ,,წითელი ჯვარი’’, რომელსაც დიდი გეოგრაფიული დაფარვა აქვს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post