fbpx

Instagram მომხმარებლებისთვის ახალ სავაჭრო ფუნქციას ამატებს

instagram

Instagram მომხმარებლებისთვის ახალ სავაჭრო ფუნქციას ამატებს

ამიერიდან Instagram-ზე მომხმარებლებს შეეძლებათ, ბრენდებს პროდუქციის საფასური პირდაპირ პირადი შეტყობინებების ველში გადაუხადონ, განაცხადა კომპანიამ დღეს. მყიდველებს ასევე შეეძლებათ, კომპანიებს პროდუქტების შესახებ კითხვები დაუსვან.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ინსტაგრამზე ბევრი მცირე ბიზნესი უკვე არაფორმალურად ამ პროცესს უკვე გადის – DM-ის საშუალებით ისინი მომხმარებლებთან აზიარებენ ანგარიშის ნომრებს, ატყობინებენ შეკვეთილი პროდუქტის ადგილმდებარეობას და ა.შ. შეტყობინებებში გადახდები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კვალიფიციური ანგარიშებისთვის, რომლებმაც შექმნეს ბიზნეს ანგარიში Instagram-ზე.

ინსტაგრამს Family Center დაემატა – რა უნდა ვიცოდეთ ამ სიახლეზე?

Family Center

ინსტაგრამზე დაემატა Family Center, რომელიც მშობლებისთვისა და მეურვეებისთვის ერთ სივრცეში აერთიანებს თინეიჯერების მონიტორინგის საშუალებებსა და მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსებს.

გადახდის მოთხოვნის შესაძლებლობა პირდაპირ შეტყობინებების საშუალებით შესაძლებელს ხდის, სხვა აპების მეშვეობით ინვოისის გაგზავნის დამატებით საფეხური ბიზნესებმა თავიდან აირიდონ. ამ ნაბიჯის შეთავაზებით ინსტაგრამი არის აპი, სადაც მყიდველები პოულობენ ბრენდებს, ათვალიერებენ პროდუქტებს და ასრულებენ შესყიდვებს აპიდან გაუსვლელად.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პლატფორმამ შოპინგი აპს-შიდა გამოცდილების ცენტრალურ ნაწილად აქცია. TikTok-ზე შოპინგის კონკურენციის მიზნით, Instagram-მა Reels-ის ფუნქციაც დაამატა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post