fbpx

ინსტაგრამი ნუდისტური ფილტრაციის შექმნას აპირებს

ინსტაგრამი ნუდისტური ფილტრაციის შექმნას აპირებს

ინსტაგრამი  ახალ ფუნქციაზე მუშაობს: გალიფტროს პირდაპირი შეტყობინებებით გაგზავნილი არასასურველი ნუდისტური ფოტოები. აღნიშნულს ადასტურებს აპლიკაციის მკვლევარი ალესანდრო პალუცი კვირის ანგარიშში. სპეციალური ფილტრის საშუალებით, ნუდიზმის ამსახველი ფოტო, რომელიც პირად შეტყობინებაში გაიგზავნება არ იქნება ხელმისაწვდომი  თავად კომპანიისთვის. კომპანია ასევე აცხადებს, რომ ფუნქცია განვითარების ადრეულ ეტაპზეა და პრაქტიკულად არც უსინჯავთ გამოყენება.

“ჩვენ ვმუშობთ მომხმარებლის საკეთილდღეოდ, რათა დავეხმაროთ მათ, დაიცვან თავი არასასურველი DM-ებისგან, როგორიცაა სიშიშვლისშემცველი ფოტოები“ – განაცხადა ციფრული ინდუსტრიის ერთ-ერთმა სპიკერმა ლიზ ფერნანდესმა.

პალუცის მიხედვით, რადგანაც ინსტაგრამის ფილტრებით დამუშავებული ფოტოების შენახვა ხდება მობილურში, გამოდის, რომ არაფერი იგზავნება მის სერვერებზე. გარდა ამისა, როდესაც ფუნქცია სრულყოფილად ამოქმედება თქვენ გექნებათ თავისუფალი არჩევანი ფოტოების ხილვადობაზე. თავად შეგეძლებათ დააყენოთ პარამეტრი ნუდისტური ფოტოების მიღებასთან ან უგულებელყოფასთან დაკავშირებით.

ფაქტია, Instagram-ი არც აქამდე იყო უმოქმედოდ ამ საკითხზე, რადგან გასულ წელს, მან გამოუშვა DM კონტროლი, რაც ემსახურება საკვანძო სიტყვებზე დაფუძნებული ფილტრაციას. იგულისხმება შეურაცხმყოფელი სიტყვები ან ფრაზები, ასევე emoji-ებიც.

გარდა ამისა, ამ წლის დასაწყისში კომპანიამ დაამატა „სენსიტიური კონტენტის“ ფილტრი. იგივე გაფრთხილება მომხმარებლებისთვის ძალადობის ან, სიშიშვლის შემცველ კონტენტზე.

შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მედია ცუდად ებრძვის არასასურველი შიშველი ფოტოების პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა აპლიკაციამ, მაგალითად Bumble-მა სცადა დაბურვის მეთოდი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საბოლოო ჯამში მაინც, არაეფექტური აღმოჩნდა.

პლატფორმებთან დაკავშირებით არარსებული რეგულაციების გამო კანონმდებლები იძულებულნი არიან ამ საკითხს მკაცრი თვალით შეხედონ. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში  სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ დარღვევებს ციფრულ სამყაროში და მათი თანამედროვე უსაფრთხოების კანონპროექტი მიზნად ისახავს კიბერშეტევა დანაშაულად აქციოს.

აღსაღნიშნავია, რომ გასულ თვეში, კალიფორნიამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შეეძლება უჩივლოს ნუდისტური ფოტო-მასალის გამავრცელებას.

ტეხასმა წლების წინ მიიღო კანონი კიბერუსაფრთხოებაზე და ახალი კანონის ფარგლებში მსგავსი ფაქტი ითვლება „დანაშაულად“ და კანონდამრღვევს ჯარიმა ეკისრება 500$-მდე.

Facebook ახალ ფუნქციებს ამატებს

Facebook-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი ფუნქცია, რომელიც კონტენტს ექსკლუზიურად ხელმისაწვდომს ხდის ამა თუ იმ გვერდის ტოპ ფანებისთვისა და გამომწერებისთვის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post