fbpx

Instagram უკრაინულ და ზოგიერთ რუსულ ანგარიშს კონტაქტების სიას დაუფარავს

Instagram უკრაინულ და ზოგიერთ რუსულ ანგარიშს კონტაქტების სიას დაუფარავს

სამშაბათს Instagram-მა გამოაცხადა, რომ ის რუსეთის მთავრობის პროპაგანდის შესამცირებლად და მომხმარებლების კონფიდენციალურობის დასაცავად უკრაინასა და რუსეთში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

კომპანია დაიწყებს რუსეთთან დაკავშირებული მედიის პოსტების “ჩამოქვეითებას” – ანუ რუსული გამოცემების კონტენტს სხვა პოსტებზე ქვემოთ განათავსებს. თუკი მომხმარებლები რუსული მედიის კონტენტზე გადავლენ, ისინი აუცილებლად დაინახავენ შეტყობინებას, რომელიც მათ აფრთხილებს, რომ ეს მედიები სახელმწიფოს მიერ კონტროლდება.

ინსტაგრამი თვლის, რომ მედია, რომელმაც კონკრეტული პოსტი შექმნა, შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად რუსეთის მთავრობის სარედაქციო კონტროლის ქვეშ იყოს – ნათქვამია წერილში.

რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ანგარიშები ასევე რთულად ძიებადი გახდება პლატფორმაზე, ეს ეხება როგორც პოსტებს, ისე – Reels-ებსა და Story-ებს.

Instagram-ის მცდელობები, შეაჩეროს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციის ნაკადი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ, Facebook-ის პარალელურ ნაბიჯებს მოჰყვება. Facebook-მა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ანალოგიურად შეეცდება რუსული სახელმწიფო მედიის “ჩამოქვეითებას” გამაფრთხილებელი ეტიკეტების გამოყენებით და რეიტინგის დაქვეითებით.

Instagram ასევე ამატებს კონფიდენციალურობის ახალ ზომას უკრაინასა და რუსეთში მცხოვრები ზოგიერთი მომხმარებლისთვის. ამიერიდან, ამ ქვეყნებში შექმნილი პირადი ანგარიშების Following-ებისა და Follower-ების სია დაფარული იქნება. მომხმარებლები ასევე ვერ ნახავენ ამ ანგარიშებთან არსებულ საერთო მეგობრების სიასაც.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post