fbpx

Intel-მა რუსეთის ბაზარი დატოვა

Intel

Intel-მა რუსეთის ბაზარი დატოვა

ამერიკულმა ჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ, Intel Corp (INTC.O) ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მან შეაჩერა ბიზნეს ოპერაციები რუსეთში და შეუერთდა იმ კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის ბაზრიდან გავიდნენ.

თუმცა, მანამდე Intel-მა, გასულ თვეში მომხმარებლებისთვის რუსეთსა და ბელორუსში პროდუქციის მიწოდება შეაჩერა. ახლა კი ის სრულად გადის რუსეთის ბაზრიდან, რათა სრულფასოვნად შეუერთდეს გლობალურ საზოგადოებას რუსეთთან მიმართებით პროტესტში.

„Intel უერთდება გლობალურ საზოგადოებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გმობასა და მშვიდობის  დაბრუნებისკენ მოწოდებას“, – აცხადებენ კომპანიაში.

International Business Machines Corp-მა (IBM.N) ასევე შეაჩერა მიწოდება, რადგან უკრაინამ აშშ-ს ღრუბლოვანი კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებს მოუწოდა, შეწყვიტონ ბიზნესი რუსეთთან.

აქვე გეტყვით, რომ IBM, Dell Technologies Inc (DELL.N) და Hewlett Packard Enterprise Co (HPE.N) სერვერები რუსეთის ბაზარზე ლიდერობენ და კომპანიები და სამთავრობო უწყებები დასავლეთის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას ეყრდნობიან. სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, ამ კომპანიების რუსეთის ბაზრიდან გასვლა დიდ გავლენას იქონიებს რუსულ კომპანიებზე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post