როგორ უნდა შეინარჩუნონ სტარტაპებმა ინვესტორები?
სტარტაპის შექმნა და მასზე ზრუნვა ძალიან დიდ ემოციურ თუ ფიზიკურ რესურსს საჭიროებს.. მოთმინების უნარი, დიდი ენერგია, მოტივაცია და სხვა მრავალი ამგვარი ფაქტორი ქმნის წარმატებულ სტარტაპს. თუმცა, რასაკვირველია, სტარტაპს არამხოლოდ ეს უნარები, არამედ სახსრებიც სჭირდება. აი, ამ ნაწილში კი ინვესტორები დიდ როლს თამაშობენ.
კითხვა ასეთია: არის თუ არა თქვენი სტარტაპი საკმარისად მიმზიდველი იმისთვის, რომ ინვესტორები არ დარჩნენ პასიურ ინვესტორებად და მათგან მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი?
საჭიროა, შეიმუშაოთ გზები, რომლითაც ინვესტორების მოზიდვის შემდეგ, შეინარჩუნებთ მათთან მჭიდრო კავშირს, გაუღვივებთ სამომავლოდ განმეორებითი ინვესტიციის სურვილს ან სულაც საქმიანობის პროცესში მიიღებთ მათგან დამატებით არაფინანსურ სარგებელსაც, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მათი კავშირებისა და გამოცდილების გაზიარებით.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე ძირითად მიდგომას, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენი სტარტაპის ინვესტორების შესანარჩუნებლად:
ხანგრძლივი ურთიერთობებისკენ ისწრაფეთ
ბევრი მეწარმე ყურადღებას აწმყოზე ამახვილებს, თუმცა, ხშირად, ისინი არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა ელის მათ კომპანიას მომავალში. ამიტომაც, დარწმუნდით, რომ მუშაობთ ყველაზე სანდო თანამშრომლებთან, თანამოაზრეებთან, პარტნიორებთან და ინვესტორებთან. შემდეგ კი, ეცადეთ მათთან გრძელვადიანი ურთიერთობები დაამყაროთ. ამით არამხოლოდ აწმყოს, არამედ მომავალსაც გარანტირებულს გახდით. თქვენს ინვესტორებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებით, გარშემორტყმული იქნებით იმ ადამიანებით, რომლებსაც საუკეთესო სურთ თქვენთვის.
გაუზიარეთ კარგი ამბები
დარწმუნდით, რომ ინვესტორებს ხშირად უზიარებთ სასიხარულო ამბებს. ნუ დაგავიწყდებათ მოიწვიოთ ისინი საზეიმო გახსნებზე, დაათვალიერებინოთ მათ ახალი საოფისე სივრცეები, ან დაპატიჟოთ ისინი ოფისის წვეულებებზე. დარწმუნებული იყავით, რომ სულ მცირე სასიხარულო დეტალების გაზიარებაც კი სასიკეთოდ წაადგება თქვენს ურთიერთობას.
არ დამალოთ ცუდი ამბავი
გამჭვირვალობა არის კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ. თუკი ცუდი ამბების ან სიმართლის დამალვას ეცდებით, მოგვიანებით ეს აუცილებლად შეგაწუხებთ.
ინვესტორების უმეტესობას არ მოსწონს სურპრიზები, ამიტომ ნუ ეცდებით მათ დამალვას – პირიქით, თავიდანვე გულწრფელად ყოფნითა და საქმის კურსში ჩაყენებით, შეგიძლიათ, მოიპოვოთ ინვესტორების ნდობა და დაამყაროთ ძლიერი ურთიერთობები.
ასევე, გახსოვდეთ, რომ ინვესტორების უმეტესობა თქვენს მხარესაა და სურთ, რომ თქვენი კომპანია წარმატებული იყოს. მათ ესმით, რომ ბიზნესის უმეტესობას აქვს თავისი აღმასვლისა და დაღმასვლის მომენტები და, რეალურად, შეუძლიათ დახმარებაც კი გაგიწიონ ამ დროს.
ნუ განაწყენდებით
სტარტაპის საქმიანობის პროცესში, ბევრ ინვესტორს შეიძლება, სურდეს, გადახედოს ინფორმაციას თქვენ შესახებ. დიდი შანსია, მათ ასევე უნდოდეთ, დარწმუნდნენ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ, ზუსტია.
თქვენმა ინვესტორებმა შეიძლება, ასევე გთხოვონ, აჩვენოთ თქვენი ფინანსური ანგარიშგება. ამიტომაც, უკეთესი იქნება, აღნიშნულის მომსახურებისთვის მიმართოთ ბუღალტერს ან ფინანსურ მრჩეველს.
გახსოვდეთ, რომ ეს არ აჩვენებს მათი მხრიდან ნდობის ნაკლებობას. ინვესტორებს სურთ, იცოდნენ, რამდენად კარგად მართავთ ფინანსებს.
ინფორმაციის მიწოდება ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ
ნებისმიერი ცვლილება თქვენს ბიზნესში ან გადაწყვეტილებაში გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ბიზნესი. უმჯობესი იქნება, თუ ინვესტორებს გააფრთხილებთ ბოლო ცვლილებების შესახებ, ისევე როგორც, იმ კრიტიკული არჩევანის შესახებ, რომლის გაკეთებასაც აპირებთ.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გჭირდებათ ყველაფრის მათთან გაზიარება, აუცილებელია, მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბროთ თქვენს ინვესტორებთან.
მოექეცით ყველა ინვესტორს ერთნაირად
ყველა თქვენს ინვესტორს ასევე უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ინფორმაციაზე. ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენს ინვესტორებთან რეგულარული მოხსენებების ერთდროულად გაგზავნით. ამით თავიდან აიცილებთ ასიმეტრიას აქციონერებს შორის, რაც უკანონოა და აღიზიანებს მათ. ასე რომ, ყველა აქციონერის ერთნაირად მოპყრობით, შეგიძლიათ თავი მომავალი პრობლემებისგან დაიცვათ.
ეს ასევე მიუთითებს თქვენი სტარტაპის სამართლიან მიდგომებზე. ამას კი აქციონერები ძალიან აფასებენ ხოლმე.
ზრდასთან ერთად, განახორციელეთ შემდგომი ინვესტიციები
როდესაც თქვენი სტარტაპი დროთა განმავლობაში იზრდება და მასშტაბებს იძენს, შესაძლოა, კვლავაც დაგჭირდეთ ახალი სახსრები. თუკი ახლა, ინვესტორს აქვს საკმარისი რწმენა თქვენი სტარტაპის მიმართ, ისინი დაგეხმარებიან მანამდე, სანამ ზრდას განაგრძობთ. მაგრამ ინვესტორების უმეტესობა ასე არ იქცევა, თუკი მას, როგორც ბანკომატს, ისე ექცევიან. ამიტომაც, შეეცადეთ, ზემოხსენებული პუნქტები გაითვალისწინოთ და ზრდასა და მომავალ სახსრებზე ორიენტირდეთ.
გამოიყენეთ ავტომატიზაცია კონტრაქტების განახლებისას
დიდი შანსია, რომ თქვენი ინვესტორების უმეტესობა დაკავებულია და კონტრაქტის განახლების მონიტორინგი არ არის მათი ვალდებულებების სიაში.
ერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი გაყიდვების გუნდი დარჩეს ინვესტორებთან ჩართული, არის კონტრაქტის მართვის ინსტრუმენტებზე წვდომის უზრუნველყოფა. განახლების ავტომატური სტრატეგიის მიწოდებით, თქვენ აწვდით ინვესტორებს თანმიმდევრულ გამოცდილებას. ეს მათ დაეხმარება, ჰქონდეთ ნდობა თქვენი სტარტაპის მიმართ.
დააფასეთ თქვენი ინვესტორები
თქვენი ინვესტორები გრძნობენ, რომ მათ უფრო მეტი სჭირდებათ, ვიდრე ფული, რომლითაც ისინი უზრუნველგყოფენ. ასე რომ, თუ ისინი შემოგთავაზებენ თავიანთ რჩევებს, აუცილებლად ინტერესით მოისმინეთ ისინი. მათგან რჩევის თხოვნა საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ღირებული უკუკავშირი და მათი მეშვეობით, წარმატებულად წარმართოთ სტარტაპის საქმიანობა.
ამ ჟესტით თქვენ ასევე აჩვენებთ ინვესტორებს, რომ აფასებთ მათ რჩევას, რაც, საბოლოო ჯამში, ნდობის ზრდას იწვევს.