ისრაელის ტოპ სტარტაპები, რომლებსაც 2021-ში თვალი უნდა ადევნო
როდესაც ხალხი, წამყვან სტარტაპ ეკოსისტემაზე ფიქრობს, პირველი როგორც წესი, სილიკონის ველი ახსენდება. შტატების ტექ ჰაბზე, როგორც მისტიკურ ადგილზე ფიქრი, ხშირად მსოფლიოს სხვა ინოვაციური ცენტრების მივიწყებას იწვევს. ერთ-ერთი ასეთი კი ისრაელია, რომლის ქალაქ – თელ-ავივშიც სტარტაპების ბუმია. 2020 წლის დეკემბრისთვის ისრაელის სტარტაპებმა $9.5 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდეს. მთელ – 8.5 მილიონიან მოსახლეობას სამეწარმეო სულისკვეთება აქვს, რის შედეგადაც ყოველ 1,400 ადამიანზე ერთი სტარტაპი მოდის. მათ შორის კი 45 უნიქორნია.
აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისრაელი წარმოუდგენლად მაგარ სტარტაპებს ქმნის ეფექტური ბიზნეს მოდელებით და ინოვაციური ტექნოლოგიებით. ამ აზრის დასასაბუთებლად კი მოგიყვებით იმ სტარტაპებზე, რომლებსაც 2021-ში თვალი აუცილებლად უნდა ადევნოთ.
1.Cato Networks
დაარსდა: 2015 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 251-500
დამფუძნებლები: გურ შატზი, შლომო კრამერი
Cato Networks ინფორმაციული უსაფრთხოების სტარტაპია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს cloud-ზე დაფუძნებულ SD-WAN-ს უსაფრთხოების პლატფორმით, რომელიც აკავშირებს ბიზნესის ლოკაციებს, ინდივიდებს და შეგროვილ მონაცემებს. მისი გამოყენებით ბიზნესები ამცირებენ ხარჯებს, აუმჯობესებენ სისტემის პერფორმანსს, ინტერნეტ კავშირს ხდიან უსაფრთხოს და ახდენენ მობაილ მომხმარებლების და Cloud მონაცემების WAN-ში ინტეგრირებას.
Cato Networks-მა უკვე შეძლო $332 მილიონიანი ინვესტიციის შეგროვება 9 ინვესტორისგან. ვინაიდან ქსელის უსაფრთხოება უფრო და უფრო მნიშნელოვანი ხდება, საინტერესოა როგორ განვითარდება კომპანია 2021-ში.
2.Gong.io
დაარსდა: 2015 წელს
სათაო ოფისი: სან ფრანცისკო
ზომა: 251-500
დამფუძნებლები: ამიტ ბენდოვი, ეილონ რეშეფი
Gong ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Software სტარტაპია, რომელიც ემსახურება გაყიდვების გუნდებს. Cloud-ზე დაფუძნებულ AI პლატფორმას შეუძლია ავტომატურად ჩაიწეროს საუბარი და წარმოადგინოს ის წერილობითი სახით. პლატფორმა აანალიზებს, საუბარი მობილურზე ხდება თუ რომელიმე ვიდეო კონფერენციის პლატფორმაზე (Zoom, Cisco, GoToMeeting). შედეგები კი მომხმარებლის შერჩეულ CRM სისტემაში შეაქვს. სტარტაპი ეხმარება ბიზნესებს შემოსავლის ზრდაში, მათი conversion rate-ის გაზრდით და ასევე, ნაკლებ დროს ახარჯვინებს გაყიდვების პროცესში.
კომპანიამ $333 მილიონიანი გარე ინვესტიცია მიიღო 11 მნიშვნელოვანი ინვესტორისგან. რაც ნიშნავს, რომ ამ უნიქორნისგან მომავალში საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ.
3.AccessiBe
დაარსდა: 2018 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 51-100
დამფუძნებლები: დეკელ სკუპი, გალ ვიზელი, შირ იკერლინგი
AccessiBe SaaS სტარტაპია, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ვების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მისი AI ტექნოლოგია ასკანერებს გვერდებს ვებში და გადასცემს მას მომხმარებლის screen reader-ს. შედეგად, მხედველობის უნარის არმქონე ადამიანებს შეუძლიათ ვებიდან სასურველი ინფორმაციის სრულად მიღება. მომხმარებელს ასევე შეუძლია შეცვალოს ვების ინტერფეისი სურვილის შესაბამისად.
AccessiBe-ს მიღება კომპანიებს თვეში $49-ად შეუძლიათ. კომპანიამ მიიღო $12.5 მილიონიანი ინვესტიცია. ახლა, როცა ადამიანების უმრავლესობა სახლში რჩება პანდემიის გამო, ამ სტარტაპისგან უფრო მეტ სიახლეს უნდა ველოდოთ.
4.Stoke
დაარსდა: 2019 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 11-50
დამფუძნებლები: ჰილიკ პაზი, შაჰარ ირეზი
Stoke ფინტექ სტარტაპია, რომელიც ეხმარება კომპანიებს ფრილანსერებთან და კონტრაქტორებთან მუშაობაში. მომხმარებელი იხდის ერთი ინვოისით და გადახდის საკუთარი პირობებით. ხოლო Stoke ანაწილებს მას ინდივიდუალურად ფრილანსერებზე, მათ სასურველი გადახდის მეთოდებით სასურველ ვალუტაზე. პლატფორმა ასევე იძლევა ფრილანსერების აყვანის, მათთან მუშაობის, ბიუჯეტების მართვის საშუალებას. ზრუნავს საგადასახადო და სამართლებრივი სისტემების შესაბამისობაზე.
უნიკალური შეთავაზების წყალობით, სტარტაპმა დაარსების დღიდან შეძლო $4.5 მილიონის მოზიდვა TLV Partners-სგან. პლატფორმის სიმარტივე, მოპოვებული ფონდები და რაც მთავარია, პანდემიის გამო გაზრდილი ფრილანსერების რაოდენობა პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ 2021-ში კომპანიის მასშტაბების მნიშვნელოვან ზრდას უნდა ველოდოთ.
5.Aidoc
დაარსდა: 2016 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 101-250
დამფუძნებლები: ილად ვალაჩი, გაი რეინერი, მაიკლ ბრაგინსკი
Aidoc მაგალითია იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის სამედიცინო სფეროში გამოყენება უკვე აქტიურად მიმდინარეობს. სისტემა ეხმარება ექიმებს სწრაფად აღმოაჩინონ ისეთი სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები, როგორიცაა თავის ტვინის ანევრიზმა ან ფილტვებში სითხის დაგროვება. ამასთან ყველაზე მძიმე ვარიანტების პროგნოზის საშუალებასაც იძლევა.
სერვისი უკვე გამოიყენეს 5 მილიონი პაციენტის სკანირებისთვის და აქტიურად იყენებენ მსოფლიოს გარშემო 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში. სტარტაპმა უკვე მოიპოვა $60 მილიონიანი ინვესტიცია.
6.LakeFS
დაარსდა: 2020 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 1-10
დამფუძნებლები: ინატ ორრი, ოზ კატზი
LakeFS გვთავაზობს გამოსავალს მონაცემების შესანახი სისტემის და მისი მართვის პირობების გასაუმჯობესებლად. პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან Data Lake ოპერაციები, რომლებიც იქნება განმეორებადი, ატომური და შეეძლება კომპლექსური ანალიტიკის, მონაცემთა მეცნიერების და ETL სამუშაოების ახალი ვერსიების შექმნა.
პლატფორმა შესაძლოა ჩაშენდეს სხვა ინსტრუმენტებთან, მაგალითად Amazon Kinesis-სთან, Amazon Athena-სთან და Kafta-სთან. უფრო მეტიც, ის თავსებადია Amazon S3-თან, Google Cloud Storage-თან და Minio-სთან.
7.Frontegg
დაარსდა: 2019 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 11-50
დამფუძნებლები: ავიად მიზრაჩი, საგი როდინი
Frontegg მომხმარებლებს სთავაზობს SaaS დეველოპერ პლატფორმას. კომპანია ქმნის ახალ software შეთავაზებებს, რომლებიც სწრაფად ინტეგრირდება უკვე არსებულ ვებზე დაფუძნებულ SaaS აპლიკაციებში. ყველა გამოსავალი მომხმარებელზე ორიენტირებულია – მოიცავს ინტერფეისს, უკუკავშირის მიღებას და მონაცემებს მომხმარებელთა ჩართულობის შესახებ. სტარტაპის გამოყენებით კომპანიები ზოგავენ დეველოპმენტისთვის გამოყოფილ დროს და ფულს.
დაარსებიდან კომპანიამ მოიზიდა $5 მილიონიანი ინვესტიცია. და თუ მათი მომსახურების სიმარტივეს და საჭიროებას გავითვალისწინებთ, 2021-ში მათმა ზრდამ არ უნდა გაგვაკვირვოს.
8.Explorium
დაარსდა: 2017 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 51-100
დამფუძნებლები: მაორ შლომო, ომერ ჰარი, ორ ტამირი
Explorium ეხმარება ბანკებს, e-commerce პროვაიდერებს, საცალო მოვაჭრეებს და ბევრ სხვა ტიპის ბიზნესს მომავლის უფრო ზუსტი პროგნოზირებისთვის. პროგრამა იღებს ბიზნეს მონაცემებს ათასობით მომწოდებლისგან და შემდეგ ავტომატურად ფილტრავს მოცემული ბიზნესისთვის საჭირო მონაცემებს.
არსებობის სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო $50 მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვა. სავარაუდოდ 2021 Explorium-სთვის დიდი წელი იქნება.
9.Dialogue
დაარსდა: 2018 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 1-10
დამფუძნებელი: ომრი კატზი
Dialogue ხელოვნური ინტელექტის და e-commerce სტარტაპია, რომელიც ელ. კომერციის მაღაზიებს სთავაზობს მანქანური სწავლების პლატფორმას და ოპერირებს ისე, როგორც ჩვეულებრივ მაღაზიებში გაყიდვების კონსულტანტი. მაგალითად, სისტემას შეუძლია აღიქვას მომხმარებლის ქცევის პატერნები წინა ინტერესებიდან გამომდინარე და მიაწოდოს მას მრავალფეროვანი შეტყობინებები ახალი პროდუქტის შეთავაზებების შესახებ.
დაარსებიდან კომპანიამ $700,000-იანი ინვესტიცია მიიღო seed რაუნდზე. ჯერ-ჯერობით სამომავლო ინვესტიციების შესახებ ცნობილი არ არის. თუმცა ვინაიდან უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ონლაინ შოპინგს, შეგვიძლია პლატფორმას სამომავლო წარმატება ვუწინასწარმეტყველოთ.
10.Satori Cyber
დაარსდა: 2019 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 10-20
დამფუძნებლები: ილდად ჩაი, იოვ კოჰენი
Satori Cyber კიბერუსაფრთხოების სტარტაპია. ის სპეციალიზებულია cloud უსაფრთხოებაში და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განსაზღვრონ, როგორ გამოიყენება მათი მონაცემები; მოახდინონ ამ მონაცემების დროულად აღმოჩენა და კლასიფიცირება. მონაცემთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილია მათზე წვდომის კონტროლით და სისტემის ანომალიების გამოვლენით. სისტემა ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაატარონ მონაცემების დაცვის საკუთარი პოლიტიკა.
სტარტაპი დაარსებისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. იგი 2020-ში მოხვდა ტოპ 100 უსაფრთხოების სტარტაპს შორის და მოიზიდა $5.3 მილიონიანი ინვესტიცია.
11.OneView
დაარსდა: 2019
სათაო ოფისი: რამათ განი, თელავივი
ზომა: 11-50
დამფუძნებლები: დორ ჰერმანი, ომრი გრინბერგი, ორენ კატზირი
OneView ხელოვნური ინტელექტის და ანალიტიკის სტარტაპია. კომპანიის მთავარი შეთავაზება მასშტაბირებადი და ეფექტური remote გამოსახულების ანალიტიკის შექმნაა. პლატფორმა წარმოქმნის მონაცემთა ნაკრებებს, რომლებიც შემდეგ გამოიყენება მანქანური სწავლების ალგორითმებში დაჩქარებული სწავლებისთვის. შედეგად მცირდება დრო, რომელიც საჭიროა საჰაერო ტექნოლოგიებიდან მიღებული ინფორმაციების შეგროვების და ვალიდაციისთვის. სტარტაპი შეკვეთით ქმნის ნებისმიერი ტიპის მონაცემთა ნაკრებს ნებისმიერი გარემოს, სხვადასხვა ობიექტების და სენსორის ტიპისთვის.
OneView-მ საკმაოდ შთამბეჭდავი ინვესტიცია მიიღო 2019-ში seed ინვესტირების ეტაპზე – $3.5 მილიონი. საინტერესოა, რა ინვესტიციებს ან განვითარების დონეს უნდა ველოდოთ მისგან 2021-ში.
12.Lightricks
დაარსდა: 2013 წელს
სათაო ოფისი: იერუსალიმი
ზომა: 251-500
დამფუძნებლები: ამიტ გოლდშტეინი, იტაი თსიდონი, ნირ პოჩერი, იარონ აინგერი, ზიივ ფარბმანი
Lightricks ხელოვნური ინტელექტის და ფოტო/ვიდეო ედითინგის სტარტაპია. კომპანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომხმარებლებს უფრო ძლიერი რედაქტირების ხელსაწყოებით უზრუნველყოფს. მათი პროდუქტები მოიცავს ედითინგ აპლიკაციებს სელფებისთვის და ვიდეოებისთვის. გვთავაზობს შთამბეჭდავ ფილტრებს და გვეხმარება სოციალური მედიისთვის შესამჩნევი სთორების შექმნაში.
კომპანიას უნიქორნის წოდება აქვს. დაარსებიდან დღემდე მან $205 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. პანდემიის გამო სოციალური მედიის აქტიური გამოყენების ფონზე, 2021-ში Lightricks გაფართოებას უნდა ველოდოთ.
13.SentinelOne
დაარსდა: 2013 წელს
სათაო ოფისი: Mountain View, კალიფორნია
ზომა: 501-1000
დამფუძნებლები: ელმოგ კოჰენი, ეჰუდ შამირი, თომერ ვეინგართენი
SentinelOne გვთავაზობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კიბერუსაფრთხოების სისტემას. იგი მომხმარებლებს სხვადასხვა ვექტორებიდან შემნილი საფრთხეების პრევენციის, მათი ამოცნობის და მათზე რეაგირების საშუალებას აძლევს. ასეთი ძლიერი პროდუქტის შეთავაზების და ეფექტური ბიზნეს მოდელის წყალობით კომპანია დღეს უნიქორნია.
ისრაელის სტარტაპებს შორის SentinelOne ინვესტიციების მოზიდვით გამოირჩევა. მან 17 ინვესტორისგან მთლიანობაში მოიზიდა $696.5 მილიონი. მათ შორის არიან Samsung Ventures, Insight Partners და Tiger Global Management.
14.Cynet
დაარსდა: 2015 წელს
სათაო ოფისი: ნიუ-იორკი
ზომა: 101-250
დამფუძნებლები: ბოაზ ზილბერი, ეიალ გრუნერ, აიდან ამირი, ნეთანელ ამარი
Cynet ასევე კიბერუსაფრთხოების სტარტაპია. პლატფორმა მომხმარებლებს ავტომატური მონიტორინგის, კონტროლის და დარღვევების გამომვლენი სისტემის წყალობით, სისტემის უსაფრთხოებას სთავაზობს. ეს მიიღწევა მუდმივი დაკვირვებით და თითოეული მომხმარებლის, მისი ფაილების და სისტემაზე მიმდინარე აქტივობების ანალიზით.
სტარტაპი ექვსმა ინვესტორმა დააფინანსა $38 მილიონით. მათ შორის არიან Deutsche Telecom, BlueRed Partners და Ibex Investors. გასულ წელს კიბერშეტევების რაოდენობის გაზრდის პარალელურად, 2021-ში Cynet-ის მომხმარებლების ზრდას უნდა ველოდოთ.
15.Rapyd
დაარსდა: 2016 წელს
სათაო ოფისი: ლონდონი
ზომა: 101-250
დამფუძნებლები: ერიკ შტილმანი
Rapyd ფინტექ სტარტაპია, რომლის შეთავაზებაც გადახდის მეთოდების ერთ მობილურ ბანერში გაერთიანებაა. კომპანია მუშაობს ასობით ფინანსურ ექსპერტთან და ინსტიტუტთან მსოფლიოს გარშემო რათა დარწმუნდეს, რომ ადამიანებს, მსოფლიოს სხვადასხვა წერილიდან აქვთ წვდომა გადახდის განსხვავებულ გზებზე.
კომპანია 2016 წლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. მისი მოძიებული ფონდები $170 მილიონს უტოლდება. ინვესტორებში შედიან General Catalyst, Stripe და Durable Capital Partners. თავად Rapyd-მა 2020 წელს ისლანდიური ფინტეკ სტარტაპი KOTRA შეიძინა.
16.Eko
დაარსდა: 2011 წელს
სათაო ოფისი: ნიუ-იორკი
ზომა: 51-100
დამფუძნებლები: ბარაკ ფელდმანი, ტალ ზუბალსკი, იონი ბლოჩი
Eko მედიის და ტექნოლოგიური სტარტაპია. ის გვთავაზობს მედიის მოხმარების ახალ გზას – live-action ისტორიებს, რომლებიც იცვლება მაყურებლების სურვილის შესაბამისად; ის წარმოადგენს ახალ პირობას ინტერაქციულ გასართობ ვიდეო სივრცეში. კომპანია გასართობ შეთავაზებებს სხვა კომპანიებთან პარტნიორობით ქმნის.
Eko-მ მოიზიდა $36.5 მილიონიანი ინვესტიცია. მის ინვესტორებს შორის არიან Warner Music Group, Samsung Next და Intel Capital. პრესტიჟული ინვესტორები და უნიკალური შეთავაზება მისი განვითარების გზას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
17.Moon Active
დაარსდა: 2011 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 251-500
დამფუძნებელი: სამუელ ალბინი
Moon Active ფოკუსირებულია IOS და Android ოპერატიული სისტემებისთვის და Facebook-სთვის შემნილი თამაშების დეველოპმენტზე. მათი თამაშები გადმოიწერეს 100 მილიონზე მეტჯერ 136 ქვეყნიდან. ერთ-ერთი თამაში კი – Coin Master, ყველაზე შემოსავლიანი მობილური თამაში იყო ბრიტანეთში 2019 წლის თებერვლისთვის.
სტარტაპმა $125 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო Insight Partners-სგან, რაც ზოგადად კომპანიების მიერ ერთ რაუნდში მიღებული ინვესტიციისთვის უდიდესი მაჩვენებელია. Moon Active-მა თავადაც შეიძინა 2020 წლის დეკემბერში ბელორუსიული სტუდია Melsoft Games.
18.Claroty
დაარსდა: 2015 წელს
სათაო ოფისი: ნიუ-იორკი
ზომა: 101-250
დამფუძნებლები: ემირ ზილბერშტეინი, ბენი ფორათი, გალინა ანტოვა
Claroty სპეციალიზაციის სფერო კიბერუსაფრთხოებაა. ის ქმნის ინფორმაციული და ოპერაციული ტექნოლოგიების დამაკავშირებელ ტექნოლოგიურ გამოსავალს. მათი შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ მათი IT უსაფრთხოების სისტემა თავიანთი ოპერატიული ტექნოლოგიის აქტივების საიმედოობისთვის და უსაფრთხოების დონის გასაზრდელად. სტარტაპის შეთავაზება განსაკუთრებით სასარგებლოა ქარხნებისა და ავტომატური წარმოების ობიექტებისთვის.
კომპანიამ $100 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო 14 ინვესტორისგან. ასეთი ფინანსური მხარდაჭერის ფონზე საინტერესოა როგორი იქნება Claroty-ს 2021 წელი.
19.Duality Technologies
დაარსდა: 2016 წელს
სათაო ოფისი: ნევარკი, ნიუ ჯერსი
ზომა: 11-50
დამფუძნებლები: დოქტორი ალონ კაუფმანი, პროფესორი შაფი გოლდვასერი, რინა შაინსკი, დოქტორი კურტ როლოფი, პროფესორი ვინოდ ვაიქუნთანათლავი
Duality Technologies ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების სტარტაპია. კომპანია გვთავაზობს უსაფრთხო ციფრულ გამოსავალს მონაცემთა ანალიზისთვის. ბიზნესებს შეუძლიათ გააანალიზონ თავიანთი მონაცემები ბაზების რისკის ქვეშ დაყენების გარეშე.
სტარტაპმა $20 მილიონიანი ინვესტიციის მოგროვება შეძლო. მის ინვესტორებს შორისაა Intel Capital. 2021-ში Duality Technologies მნიშვნელოვან ზრდას უწინასწარმეტყველებენ.
20.DAGsHub
დაარსდა: 2019
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 1-10
დამფუძნებლები: დინ პლებანი, გაი სმოილოვსკი
DAGsHub გვთავაზობს ვებ პლატფორმას რომელიც გვეხმარება მონაცემთა ვერსიის კონტროლში და აკავშირებს მონაცემთა ანალიზში დასაქმებულ ადამიანებს. მისი საშუალებით შეგვიძლია მარტივად დავაკავშიროთ პროექტის სხვადასხვა კომპონენტები ერთ სერვისში. ეს კი GitHub-თან კოლაბორაციას და პროექტების განვითარებას ამარტივებს.
სტარტაპმა 2020-ში $3 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც სავარაუდოდ პლატფორმის განვითარებისთვის დაიხარჯება. ამის ფორნზე საინტერესოა რას დამატებით მომსახურებას შემოგვთავაზებს ის 2021 წელს.
21.Nexar
დაარსდა: 2015 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 101-250
დამფუძნებლები: ბრუნო ფერნანდეზ-რუიზი, ირენ შირი
Nexar გვთავაზობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კამერებს, რომლებიც თავსდება მანქანის სამართავ პანელზე. სხვადასხვა მძღოლების მიერ მილიონობით სურათის შეგროვებით იქმნება გზების საერთო სურათი, რაც ზრდის უსაფრთხოების დონეს. Nexar-ის კამერას ასობით ათასი ადამიანი იყენებს. მაგალითად, ნიუ-იორკში დღის განმავლობაში გზების 85% კონტროლდება. ჩაწერილი მასალა კი ერთად გროვდება Nexar CityStream პლატფორმაზე.
რეალურად სტარტაპის გამოყენება ნებისმიერ ინდუსტრიაშია შესაძლებელი. მაგალითად, მისი წყალობით უწყევტ რეჟიმში შეგიძლია სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი. პანდემიის პერიოდში აშშ-ში მას იყენებდნენ მოსახლეობის მიერ ნიღბების ტარების დონის განსასაზღვრად.
Nexar-ზე ინვესტორები დიდ იმედებს ამყარებენ, რის შედეგადაც სტარტაპმა 17 მათგანისგან $100 მილიონი უკვე მიიღო.
22.Monogoto
დაარსდა: 2016 წელს
სათაო ოფისი: თელავივი
ზომა: 11-50
დამფუძნებელი: იტამარ კუნიკი
Monogoto ტელეკომუნიკაციების და Internet of Things (IoT) სტარტაპია. ის კომპანიებს უსაფრთხო ფიჭვური სერვისის გამოყენებას სთავაზობს. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი უკავშირდება IoT-ს, სამგზავრო სიმ-ბარათებს, ციფრულ საფულეებს და სხვა.
Monogoto ჯერ-ჯერობით გარე ინვესტიცია არ მიუღია. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიის და ინოვაციური შეთავაზების ფონზე მომავალში მის წინსვლას უნდა ველოდოთ.
23.Veego
დაარსდა: 2019 წელს
სათაო ოფისი: რამათ განი, თელავივი
ზომა: 25-50
დამფუძნებლები: ამირ კოტლერი, დენის საიროვი, რაფაელ ქასპი
Veego IT და ინტერნეტ სტარტაპია. კომპანია ზრუნავს Internet of Things (IoT)-ში ტექნოლოგიური გაუმართაობის თავიდან აცილებაზე. კომპანიები იღებენ გაუმჯობესებულ სერვისს. სტარტაპს ასევე აქვს მარკეტინგის ფუნქცია, რომლითაც ეხმარება ბიზნესებს საზოგადოებისთვის პროდუქტის უკეთესად შეთავაზებაში.
სტარტაპმა დაარსების დღიდან უკვე შეძლო $5 მილიონიანი ინვესტიციის მიღება. მის ინვესტორებს შორის არიან North First Ventures და Robert Bosch Venture Capital.
24.Coralogix
დაარსდა: 2014 წელს
სათაო ოფისი: სან ფრანცისკო
ზომა: 51-100
დამფუძნებლები: არიელ ასარაფი, გაი ქროუპი, ლაიორ რედლუსი, იონი ფარინი
Coralogix SaaS სტარტაპია. კომპანია იყენებს ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების ალგორითმებს software პროვაიდერებისთვის მომსახურების გასაუმჯობესებლად. მათი მომსახურება ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას, ამცირებს ტექნიკურ ხარჯებს და მონაწილეობს ზოგადად software პლატფორმების გაუმჯობესებაში.
Coralogix-მა დაარსების დღიდან 10 ინვესტორისგან $41.2 მილიონიანი ინვესტიცია უკვე შეაგროვა. თუ მისი შეთავაზების მნიშვნელობას გავითვალისწინებთ, 2021-ში სტარტაპის სწრაფ ზრდას უნდა ველოდოთ.