fbpx

3 გზა მედიცინაში IT სერვისების გასაუმჯობესებლად

3 გზა მედიცინაში IT სერვისების გასაუმჯობესებლად

“ყველაფერი უნდა დაიწყოს ინვესტირებით. ამჯერად, IT ინვესტიციებით, კერძოდ ჯანდაცვის სფეროში” – აღნიშნავს კრის პოპიელსკი.

 

ციფრულ ინსტრუმენტებს სრულიად შეუძლიათ საავადმყოფოების გარდასახვა პაციენტების საკეთილდღეოდ. ტრანსფორმაციას საჭიროებს კერძო, სახელმწიფო თუ რეგიონის საავადმყოფოები. შესაბამისად, ჯანდაცვის ორგანიზაციები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან IT ინვესტირების მხრივ.

ამას ემატება ისიც, რომ რიგ საავადმყოფოებში თანამშრომელთა დეფიციტია და მათ ხშირად უწევთ რომელიმე მომსახურების გაუქმება სპეციალიზებული კადრის არყოლის გამო.

გარეუბნის და სოფლის საავადმყოფოების კიდევ ერთი პრობლემაა ისიც, რომ არ აქვთ ყველა ტიპის სამედიცინო დახმარება. გამოდის, რომ მხოლოდ მეგაპოლისებშია ხელმისაწვდომი სრულყოფილი სამკურნალო კურსების გავლა, რაც ართულებს რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესებს. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობის დაბალი რიცხვის გამო იქმნება დისბალანსი ფასებთან დაკავშირებით. საოპერაციო ხარჯები საკმაოდ მაღალია.

გამოსავალი კი, ტექნოლოგიებშია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიას შეუძლია დაეხმაროს ჯანდაცვის ორგანიზაციებს პრობლემების შემსუბუქებასა და გადაჭრაში.

სამი საინვესტიციო გზა, რომლებიც გააუმჯობესებენ რეგიონების ჯანდაცვის ორგანიზაციების ხარისხს:

გამოსავალი სამედიცინო პერსონალის დეფიციტისთვის

ამერიკული სამედიცინო კოლეჯების ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, 2034 წლისთვის კადრების სერიოზული დეფიციტი იქნება. განსაკუთრებით სოფლის კლინიკებისთვის. ეს პროგნოზები ჯანდაცვის ორგანიზაციებს უბიძგებენ სიახლეების დანერგვისკენ, დახმარების გაციფრულებისკენ და, საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიური ინვესტიციებისკენ გონივრულად იმ მიზნით, რომ შექმნან ერთიანი პლატფორმა ექთნების და ექიმების შესახებ.

ტელემედიცინის განვითარებით შესაძლებელია ჯანდაცვის გაძლიერება სოფლებში არამკვიდრი პერსონალით. საუბარია ბერკეტზე, რომელიც დისტანციურად უნდა შეიქმნას სამედიცინო სფეროში, რითაც გაიზრდება როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე პაციენტების გეოგრაფიული დიაპაზონი. საავადმყოფოებიც უფრო ეფექტური გახდება, როდესაც წვდომა ექნება ექიმებთან სხვადასხვა ქალაქიდან თუ რეგიონიდან.

“ციფრული ჯანდაცვა”, ანუ მარტივი ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებასთან

ტელეჯანმრთელობის სერვისებით შესაძლებელი ხდება ექიმთან კომუნიკაცია და კონსულტაცია ვიზიტის გარეშეც. ადამიანებს შორ მანძილზე უწევთ გადაადგილება ექიმთან კონსულტაციისთვის, რაც დიდი გამოწვევაა მათთვის, როგორც დროის მხრივ, ისე – ფინანსურად. ამიტომ იდეალური გამოსავალი ასეთ დროს ტელემედიცინაა. არსებობს ასევე, ასინქრონული ტელეჯანმრთელობა, რომლითაც პაციენტს შეუძლია დიაგნოსტიკური პროცესი დააჩქაროს ფოტოების ან ვიდეოების გაგზავნით ექიმებთან პაციენტების სატელეკომუნიკაციო პორტალის საშუალებით. აღნიშნული სერვისით ექიმებსაც ეზოგებათ დრო და მეტი პაციენტის დახმარება შეუძლიათ.

ტელემედიცინა, უკეთესი ბიუჯეტისთვის

ადამიანებს, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ბუნებრივია, სისტემატურად უწევთ ექიმთან ვიზიტი, რასაც ახლავს ხარჯები გადაადგილებისთვის, ასევე სხვადასხვა სამედიცინო მონიტორინგისთვის. საბედნიეროდ, ტელემედიცინა აქაც გვთავაზობს ალტერნატიულ გამოსავალს, რაც ბევრად ბიუჯეტურია და პაციენტზეც კარგ გავლენას ახდენს. სისტემატური მონიტორინგისთვის საავადმყოფოები მისცემენ პაციენტებს არტერიული წნევის აპარატებს, პულსოქსიმეტრებს და სხვა საჭირო ინვენტარს, რითაც ისინი თავად გაიკონტროლებენ ყველაფერს ვიზიტის გარეშე და დისტანციურად მიიღებენ განახლებულ რეკომენდაციებს სამედიცინო პერსონალიდან. გარდა ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციისა, ამას აქვს ერთი დადებითიც – პაციენტები ეჩვევიან საკუთარ თავზე ზრუნვას, იზრდება მათი ჩართულობა მკურნალობის პროცესში, მეტად კონცენტრირებულნი არიან განკურნებაზე.

როგორ ცვლის ხმოვანი ძიება სამედიცინო სფეროს?

ხმოვანი ასისტენტები უკვე კარგად დამკვიდრებული ტექნოლოგიაა, რომელსაც, ძირითადად, Siri-სა ან Alexa-ს მეშვეობით შევეჩვიეთ.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post