fbpx

ჯანდაცვის შესაძლებლობები მეტავერსში

ჯანდაცვის შესაძლებლობები მეტავერსში

მეტავერსი მოიცავს სამი ძირითადი ტექნოლოგიური ტენდენციის დაახლოებას, რომელთაც აქვთ პოტენციალი, ინდივიდუალურად გავლენა მოახდინონ ჯანდაცვაზე. თუმცა, მათ ერთად შეუძლიათ, შექმნან სრულიად ახალი არხები ზრუნვისთვის, რაც ლოგიკურად შეამცირებს ხარჯებს და გააუმჯობესებს პაციენტის შედეგებს. ეს ტენდენციებია: არის ტელეარსებობა (საშუალებას გვაძლევს ვირტუალურად ვიყოთ ერთად, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად განცალკევებულები ვართ), ციფრული დაძმობილება და ბლოკჩეინი. მოდით, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ:

 

ტელეარსებობა

ჯანდაცვაში ეს ტერმინი ცნობილია ტელემედიცინის სახელით და ის გულისხმობს მედიცინის, როგორც დისტანციური სერვისის მიწოდებას. ამ სერვისს უდიდესი პოპულარობა მოუტანა Covid-19 პანდემიამ. 2020 წლამდე ჯანდაცვის დაწესებულებების მხოლოდ 43%-ს ჰქონდა პაციენტებისთვის დისტანციური მკურნალობის შესაძლებლობა. დღეს ეს მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს. რუტინული კონსულტაციებისთვის, რომლებიც არ საჭიროებს ფიზიკურ გამოკვლევას (ან რომელიც შეიძლება ჩატარდეს ვიზუალურად), ექიმებმა და ექთნებმა დაადგინეს, რომ მათ შეუძლიათ უფრო სწრაფად და ეფექტურად შეაფასონ მრავალი სიტუაცია, რომელიც წარმოადგენს მათი შემთხვევების უმრავლესობას.

ეს სერვისი უდავოდ გადაინაცვლებს მეტავერსშიც. თუმცა, ვირტუალური რეალობა ხსნის შესაძლებლობების სრულიად ახალ სპექტრს. ტელემედიცინის კონსულტაციები, განსაკუთრებით VR-ის საშუალებით, ნიშნავს, რომ პაციენტები აღარ შემოიფარგლებიან კონკრეტული კლინიკის მკურნალობით მათი ფიზიკური მდებარეობის გამო. თუ ევროპაში ხართ და საუკეთესო სპეციალისტი, რომელიც გაუმკლავდება თქვენს კონკრეტულ მდგომარეობას, არის ინდოეთში, შეგიძლიათ ეფექტურად ჩაერთოთ მას VR-ის მეშვეობით. სკანირება და ტესტები შეიძლება ჩატარდეს თქვენთან ადგილობრივ დაწესებულებაში და მონაცემები გადაეცეს სპეციალისტს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ციფრული ტყუპები

ციფრული ტყუპი არის ნებისმიერი ობიექტის, პროცესის ან სისტემის ვირტუალური მოდელი, ან სიმულაცია, რომელიც წარმოიქმნება რეალურ სამყაროში არსებული მონაცემების გამოყენებით. მეტავერსის შემთხვევაში, ციფრული ტყუპი შეიძლება იყოს თავად პაციენტი.

სამომავლოდ, ვარაუდობენ, რომ ციფრული ტყუპები საბოლოოდ გახდებიან „სატესტო ტყუპები“ ინდივიდებისთვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაფრის პროგნოზირებისთვის, იქნება ეს ოპერაციის შემდეგი გამოჯანმრთელების ვადა, რეაქცია კონკრეტულ მედიკამენტზე და ა.შ

ბლოკჩეინის ტექნოლოგია

უმეტესობისთვის ცნობილია, როგორც ტექნოლოგია, რომელიც მხარს უჭერს კრიპტოვალუტებს, როგორიცაა ბიტკოინი, ბლოკჩეინები რეალურად არის მხოლოდ განაწილებული და დაშიფრული მონაცემთა ბაზები, რომლებიც საშუალებას აძლევს მონაცემთა შენახვას და გადაცემას უსაფრთხოდ ისე, რომ მონაცემთა მფლობელის გარდა ვერავინ ნახოს ისინი. ბევრი ადამიანი მიიჩნევს მათ მეტავერსის კონცეფციის მნიშვნელოვან ნაწილად, რადგან ისინი საშუალებას აძლევს დეცენტრალიზებულ საზოგადოებებს, ციფრულ გარემოს დემოკრატიულად მართავდნენ ჭკვიანი კონტრაქტების საშუალებით.

ჯანდაცვის სფეროში, მათი გამოყენების ყველაზე აშკარა შემთხვევაა ჩვენი უაღრესად ღირებული ჯანმრთელობის მონაცემების მართვა და უსაფრთხოება. ამ დროისთვის, მონაცემები ხშირად ზიარდება მრავალ ორგანიზაციას შორის არაეფექტურად და გაუმჭვირვალედ. ფაქტი, რომ ჯანმრთელობის ჩანაწერები, როგორც წესი, ინახება ცენტრალიზებულ სერვერებზე, ნიშნავს, რომ ჩვენი მონაცემები მოპარვის საფრთხის ქვეშაა (ერთი ჯანმრთელობის ჩანაწერის გადაყიდვის ღირებულება ქსელში არის $70-დან $100-მდე).

რეგტექი და ტრანსფორმაცია ჯანდაცვის სფეროში

მას შემდეგ რაც რეგტექი (მარეგულირებელი მონიტორინგი ტექნოლოგიებით) შეიქმნა, არაერთი ცვლილება განხორციელდა სხვადასხვა სფეროში.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post