fbpx

ვისურვებდი, ბიზნესის დაწყებამდე მცოდნოდა, რომ… – ჯონ რამპტონი

რამპტონი

ვისურვებდი, ბიზნესის დაწყებამდე მცოდნოდა, რომ… – ჯონ რამპტონი

წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბება მარტივი არ არის – ეს გზა მოულოდნელი ცვლილებებითა და ბევრი წინაღობითაა დატვირთული. შესაბამისად, კომპანიის განვითარების მცდელობისას დამფუძნებლები არაერთ შეცდომას უშვებენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს გარდაუვალიცაა, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა წინასწარ გათვალისწინებაც ბიზნესის მართვის პროცესს შედარებით ნაკლებად სტრესულს გახდის. სწორედ მათზე გვესაუბრება და თავის გამოცდილებას გვიზიარებს ამერიკელი ანტრეპრენერი ჯონ რამპტონი, რომელიც ისურვებდა, საკუთარი ბიზნესის წამოწყებამდე სცოდნოდა, რომ…

იზნესის მართვა ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია

შესაძლოა, ბიზნესის წამოწყებამდე დამფუძნებლები ფიქრობდნენ, რომ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მხოლოდ პროდუქტის შექმნაზე მოუწევთ მუშაობა. თუმცა, ჯონის თქმით, ამ საქმიანობამ შესაძლოა დროის მხოლოდ 15% წაიღოს. დანარჩენი პერიოდი კი მათ ბიზნესის სტრატეგიებზე, გაყიდვებზე, კლიენტებთან ურთიერთობასა და ადმინისტრაციულ ამოცანებზე მოუხდებათ ყურადღების გამახვილება.

მიზანი სხვების დახმარებაა და არა მოგების მიღება

,,მიუხედავად იმისა, რომ მოგების მიღება ნამდვილად გჭირდებათ, ეს თქვენი მიზანი არ არის. ყურადღება მომხმარებლების პრობლემის გადაჭრაში დახმარებაზე ან მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე უნდა გაამახვილოთ’’, – ამბობს რამპტონი, თანაც დასძენს, რომ თუ მხოლოდ ფულის გამომუშავებით ვიქნებით დაინტერესებულნი, მომხმარებელს სარგებელს ვერ მოვუტანთ და საშუალო დონის შედეგზე გავალთ.

ჯონს თავისივე მაგალითიც მოჰყავს – მისი თქმით, გადახდების კომპანია Due საკუთარ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაზრდის მიზნით არ შეუქმნია; რამპტონის მიზანი ფრილანსერებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის ფულის გაგზავნისა და მიღების (პრობლემის, რომელიც მანამდე თავად გამოცადა) მარტივი, ხელმისაწვდომი გზის მოძებნა იყო.

,,მას შემდეგ რაც გაიაზრებთ, რომ საქმე თქვენ ან თქვენს საბანკო ანგარიშში შემოსულ თანხას არ ეხება, უმაღლესი პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზებას დაიწყებთ, რაც მეტ მომხმარებელს მოიზიდავს. ხოლო რაც უფრო მეტი მომხმარებელი გეყოლებათ, მით მეტი იქნება თქვენი შემოსავალი’’, – აღნიშნავს რამპტონი.

ფულადი ნაკადების მართვა მნიშვნელოვანია

,,ფულადი ნაკადები თქვენი ბიზნესის საარსებო ძალაა. ხოლო როდესაც მას სათანადოდ არ მართავთ, იმაზე მეტ ფულს ხარჯავთ, ვიდრე გამოიმუშავებთ. განა, რამდენ ხანს დარჩებით ბიზნესში, თუ საჭირო ხარჯების გადასახდელად საკმარისი ფული არ გექნებათ?’’, – ამბობს ჯონი. იგი აღნიშნავს, რომ ფულადი ნაკადების მართვის ყველაზე ეფექტური გზა ბიუჯეტის შემუშავება და ყველა ხარჯის დასაბუთებაა, რათა ზუსტად ვიცოდეთ, თუ სად მიდის ჩვენი შრომით გამომუშავებული თანხა.

მოქმედების აქტიურობა ზრდას არ უტოლდება

რას მიიჩნევთ ზრდა? მიმზიდველ მახასიათებლებს, რომლებიც პროდუქტს ახლახან დაამატეთ? მდიდრულ ახალ ოფისსა და 20 ახალ თანამშრომელს? კარგ მიმოხილვას, რომელიც თქვენ შესახებ ინდუსტრიის წამყვან გამოცემაში გამოქვეყნდა? – სვამს კითხვას რამპტონი და თავადვე გვპასუხობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა ზრდა სულ სხვა რამეა – მისი თქმით, რეალურ ზრდაში პროდუქტის შექმნა და მეტი მომხმარებლის მოზიდვა იგულისხმება.

მეორე, დროებითი სამსახური სიმშვიდეს ანიჭებს

ჯონის თქმით, ეს საკითხი შესაძლოა, სრულიად საპირისპიროდ აღიქმებოდეს და დამფუძნებლები მიიჩნევდნენ, რომ მეორე, დროებითი სამსახური მთავარი მიზნისგან გვაშორებს, რადგანაც ის ჩვენგან დამატებით ყურადღებას მოითხოვს. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოს მთავარი ხიბლი სიმშვიდის მონიჭების უნარია.

ბიზნესი წარმატებული ერთ ღამეში ვერ გახდება, ამას დრო სჭირდება. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში კი იქნება მომენტები, როდესაც ფულს ვერ გამოიმუშავებთ. ეს ჩემთვის ნიშნავდა უამრავი უძილო ღამის იმაზე ფიქრში გატარებას, თუ როგორ უნდა გადამეხადა გადასახადები; ჩემს ბიზნესგადაწყვეტილებებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი. შემდგომ დილას პროდუქტიული და ფოკუსირებული რანაირად ვიქნებოდი?, – ამბობს რამპტონი და დასძენს, რომ მეორე სამსახური, როგორიცაა შტატგარეშე თანამშრომლად ან თუნდაც შაბათ-კვირაობით პიცის მიმწოდებლად მუშაობა, ამ ფინანსურ სტრესს ნაწილობრივ ამსუბუქებს.

აუდიტორიასთან ურთიერთობა საჭიროა

მომხმარებლებს უსახო და უსახელო ორგანიზაციასთან საქმის დაჭერა არ სურთ. მათ სურთ, იცოდნენ, რომ პროდუქტის ან მომსახურების მიღმა დგას რეალური ადამიანი, რომელიც შეკითხვებს უპასუხებს, – აღნიშნავს ჯონი. მისი თქმით, აუდიტორიასთან ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც ბიზნესის მფლობელებმა უნდა შეასრულონ.

რამპტონი დამფუძნებლებს ურჩევს, რომ ოფისში არ ჩაიკეტონ და მომხმარებლების მიერ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში (ფორუმებზე, ბლოგპოსტებზე, სოციალური მედიის არხებზე, მიმოხილვის საიტებსა და ელფოსტაზე) დატოვებულ კომენტარებს პირადად უპასუხონ – ,,ეს წარმოდგენას გიქმნით იმის შესახებ, თუ რას ეძებენ რეალურად მომხმარებლები. ასევე თქვენ შორის ნდობას წარმოშობს და ავტორიტეტულ ფიგურად გაყალიბებთ’’.

გარე რესურსების მოძიება და ავტომატიზაცია მნიშვნელოვანია

მეწარმეებს აქვთ ჩამოყალიბებული ასეთი მენტალიტეტი, რომ ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ. ამგვარი მიდგომა კი არამხოლოდ მათ გადამწვრობას იწვევს, არამედ ბიზნესისთვისაც ცუდია. თუ არ შეგიძლიათ ლოგოს შექმნა ან ბუღალტერია გძულთ, რატომ ხარჯავთ ენერგიას ამ ამოცანების შესრულებაზე? სჯობს დრო ისეთ სამუშაოებს დაუთმოთ, რომლებიც მოგწონთ და რომელთაც უმკლავდებით – ამბობს რამპტონი და დასძენს, რომ ამგვარი დავალებების შესასრულებლად გარე რესურსების მოძიება ან პროცესების ავტომატიზირებაა შესაძლებელი – ,,მაგალითად, შეგიძლიათ დაიქირაოთ უშტატო მწერლები, ბუღალტრები ან გრაფიკული დიზაინერები ისეთ საიტებზე, როგორიცაა Upwork, Guru, Fiverr და SimplyHired. ამის გარდა, არც ისეთი ინსტრუმენტების დეფიციტია, რომლებითაც მარკეტინგული სამუშაოების უმეტესობის ავტომატიზაცია შეიძლება’’.

გადამწვარი თანამშრომლის 3 ტიპი – ანნა-ლორი ლე კუნფი

გადამწვარი თანამშრომლის

რას ნიშნავს, ვიყოთ გადამწვარი? როგორც წესი, ამ დროს ძალიან დაღლილები და ნაკლებად პროდუქტიულები ვართ. ასეთ სიტუაციაში უბრალოდ არ გვაქვს ემოციური მზაობა, წავიდეთ სამსახურში, ვეკონტაქტოთ კოლეგებს და ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი სამუშაო.

არ უნდა დაგვავიწყდეს გართობა

რატომ უნდა აიღოთ შვებულება ან იუსაქმუროთ პარასკევ შუადღეს მაშინ, როდესაც ამდენი სამუშაო გაქვთ შესასრულებელი?, – სვამს კითხვას რამპტონი და თავადვე პასუხობს – ,,იმიტომ, რომ ცხოვრებით უნდა ისიამოვნოთ… ეს ყურადღების გადატანასა და პრობლემების გადასაჭრელად ახალი იდეების მოფიქრებაში გეხმარებათ… და შესაძლოა თქვენი მცირე გამარჯვებების აღსანიშნავად გამოიყენოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ზედმეტად ბევრს ნუ იშრომებთ. ეს არც თქვენი და არც ბიზნესის კეთილდღეობისთვის არის კარგი ’’.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post