fbpx

გიორგი ტუხაშვილი Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა

გიორგი ტუხაშვილი

გიორგი ტუხაშვილი Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა

გიორგი ტუხაშვილი მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა. აღსანიშნია, რომ თავდაპირველად ის კომპანიის პროდუქტის გუნდს ხელმძღვანელობდა, ერთ წელში კი, წილის მფლობელი გახდა.

გიორგი Kernel-ის გუნდს თავდაპირველად სტარტაპის დაარსებამდე, Startup Grind-ზე შეხვდა. ღონისძიებას გუნდის წევრები ახალი  შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწსრებოდნენ, ხოლო გიორგი, როგორც ორგანიზატორი, სტარტაპებს ზრდასა და მასშტაბირებაში ეხმარებოდა.

აღსანიშნია, რომ იგი უკვე 5 წელია, კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს კონსულტაციას უწევს. ამის გარდა, მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი Startup Grind Tbilisi-ის ზრდაში.

Kernel-ის თანადამფუძნებლებისთვის ცნობილი იყო გიორგის სტარტაპების მიმართულებით გამოცდილების შესახებ და სასურველი შედეგების სწრაფად მისაღებად დახმარება სთხოვეს. მან სულ რამდენიმე თვეში მოახერხა პროდუქტის განვითარების აჩქარება და კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების მოტანა. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის Kernel-ის გუნდის კულტურის, სამუშაო პროცესებისა და მეთოდოლოგიების ჩამოყალიბებაშიც.

რით მოხიბლა Kernel-მა გიორგი?

გიორგი ამბობს, რომ Kernel-ის გუნდში გაწევრიანება მისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას – საერთაშორისო სტარტაპის შექმნასა და ამით სიამოვნების მიღებას ნიშნავდა.

,,Kernel-ის პლატფორმა საინტერესო და მნიშვნელოვნად მეჩვენა. მალევე დავინახე ის ღირებულება, რომელსაც გუნდი ქმნიდა და პოტენცილი, რომელიც ერთად ერთად მუშაობის შემთხვევაში გვექნებოდა.

 ჩვენ, ყველა, ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ – ძალთა ბალანსი იცვლება და უპირატესობა უფრო მეტად განვითარებადი ქვეყნების მხარეს გადადის. მათ კი სწრაფად განვითარებისთვის ტექნოლოგიური პროგრესი სჭირდებათ.

Kernel, როგორც ინოვაციური პლატფორმა, შესაძლებლობას გვაძლევს, სწორედ ამ ისტორიული მომენტის ნაწილი გავხდეთ კაცობრიობას დავეხმაროთ, კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით განვითარდეს და მონაწილეობა მივიღოთ შემდეგი სუპერსახელმწიფოს ფორმირებაში, – აღნიშნავს გიორგი.

რას უკავშირდება მისი, როგორც თანადამფუძნებლის, გეგმები?

გიორგის მთავარი გეგმა Kernel-ისა და მისი გუნდის წევრების განვითარების სწრაფი ტემპის შენარჩუნებაა. ამისათვის, კომპანია აქტიურად მუშაობს გუნდის ახლებურ ფორმირებაზე, ინოვაციური პლატფორმების დანერგვასა და ფართო მასშტაბებზე გასვლაზე.

სტარტაპის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეული წევრი სტარტაპზე სწრაფად ვითარდებოდეს

გიორგი აღნიშნავს, რომ სურს, Kernel-მა უმოკლეს ვადებში კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მოიპოვოს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. უკანასკნელში ძირითადად იგულისხმება განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რადგან, გიორგის თქმით, სწორედ ისინია მომავლის ბაზრები და სანამ ეს დრო დადგება, მისი სურვილია, Kernel-ის პლატფორმა უკვე მორგებული იყოს მათზე.


ცნობისთვის, Kernel სამ ქვეყანაში – საქართველოში, ფილიპინებსა და ინდოეთში ოპერირებს. სტარტაპს ამჟამად 30 ათასზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ფილიპინებისა და ინდოეთისთვის Kernel-ის მობილური აპლიკაცია შეიქმნა. კონკრეტულად ფილიპინების ბაზრისთვის კი, ონლაინგადახდების მიღების ფუნქციონალი ჩაშენდა. ეს არის საწყისი იმ ეტაპისა, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისის შეთავაზებას გულისხმობს.

რაც შეეხება საქმიან ვიზიტებს, Startup Grind-ის, US Market Access Center-ისა და Globalize-ის ხელშეწყობით, გიორგი ტუხაშვილი ამჟამად ამერიკაში იმყოფება. მისი მთავარი მისია კი პოტენციურ პარტნიორებთან, მრჩევლებთან და ინვესტორებთან დაკავშირებაა. ხოლო სტარტაპის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი აპრილის ბოლოს ინდოეთში გაემგზავრება. ამ ვიზიტის მიზანი კი, ინდური შვილობილი კომპანიის დაფუძნების პროცესის დაწყება და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვაა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post